კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ექსპერტი ერექციის საკითხებში

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


 ანუ შენ რომ ჩემთვის მარიხუანა არ მოგიწევინებიაო?!


 მაშინ, როდესაც გეოპოლიტიკური ცხოვრება თავის კულმინაციას აუხლოვდება (ტრაპმ-პუტინის შეხვედრა ივლისშია დაგეგმილი) და ევროპაში ტერაქტი-ტერაქტზეა, ქართული პოლიტსპექტრის ერთი ნაწილი კვლავ დავბოლდეთ-არ დავბოლდეთ თემას არჩევს.
 მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამჯერად ამ საკითხში სულ სხვა რაკურსი შემოიჭრა. თუმცა რაღა შემოიჭრა, ქართველ დაბოლილთა და დასაბოლებელთა „უპირველეს გურუდ“ წოდებულმა (ჩემ მიერ ჯერჯერობით), ანუ ზურაბ ჯაფარიძემ ეროტიკული პასაჟი შემოიტანა.
  სახელდობრ, კოლეგა დეპუტატის არგუმენტს, მარიხუანის ჭარბი რაოდენობით მოხმარება იმპოტენციას იწვევსო, დაბოლილთა „უპირველესმა გურუმ“ კონტრარგუმენტით უპასუხა: „დაგუგლეთ ალკოჰოლი (ნეტავ, მინისტრ ჯეჯელავას მავნე ზეგავლენაა თუ „გუგლში“ ისედაც ბალღობიდან იჯდა?!) და პირველი, რასაც ამოგიგდებთ არის ის, რომ ალკოჰოლი არის დეპრესანტი და იწვევს სქესობრივ დისფუნქციას, მათ შორის – ერექციის პრობლემასაც.“
 მეტიც, მხოლოდ „გუგლს“ არ დასჯერდა: „საქართველოში, დარწმუნებული ვარ, ქალების აბსოლუტურ უმრავლესობას უნახავს საკუთარ სქესობრივ პარტნიორთან, მეუღლე იქნება თუ ვინმე სხვა, მთვრალს როგორ აქვს ერექციის პრობლემა.“
 აქედან გამომდინარე კი, დაასკვნა, რომ, თუ ალკოჰოლი არ არის აკრძალული და უზომოდ ვსვამთ, მარიხუანა რატომ არ უნდა მოვიხმართო ჭარბადო?!
მე არ შევუდგები ამ არგუმენტის განხილვას, რადგან ცნობისმოყვარეობა მკლავს: თავად შეესწრო თუ მესამე თვალმა დაანახვა პარტნიორის ერექციით შეჭირვებული ქალების უმრავლესობა?! –
скачать dle 11.3