კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რატომ არ მიიჩნევს ჯასპერ ბლექი თავის წარმატებად მისთვის მიძღვნილი ვიდეორგოლის კანის კინოფესტივალზე გამარჯვებას და რატომ არ აგრძელებს ის მეგობრობას ვერკა ჯაჯანიძესთან

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 
კლიპმა, რომელიც მეექვსემემილიონე ტურისტის, ჯესპერ ბლექის შემოსვლას მიეძღვნა საქართველოში, კანის კრეატიულ ფესტივალზე  ორი „ლომი” მოიპოვა
პიარის კატეგორიაში. ვინდოფის ნამუშევარმა – „დინერ ვიზ ჯორჯია“ კანის ფესტივალზე, პიარის კატეგორიაში, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა! ესაა პირველი „ვერცხლის ლომი” ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში! ამ კამპანიამ ჯასპერ ბლექის ცხოვრება მთლიანად შეცვალა, თუ როგორ, ამას ჯესპერი თავად გვიამბობს.
ჯასპერ ბლექი: ახლახან ჩამოვედი და  ვგეგმავ დიდ მოგზაურობას საქართველოში. დავრჩები ივლისამდე, მოვამზადებ ვიდეოგრაფიას. მინდა, ყველას ვაჩვენო, რა ლამაზია საქართველო. ჩემთვის ყველაზე გასართობი და საყვარელი საქმეა ვიდეოების მომზადება ჩემი ბლოგისთვის. ეს არის ჩემი შინაგანი სამყაროს, ჩემი იდეების გამოხატულება. მინდა, ყველამ გაიცნოს და ნახოს ეს ქვეყანა. მე ათასობით ვიდეოგრაფია მაქვს და დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიდეოები საქართველოზე. მთელ თანხას მოგზაურობაში ვხარჯავ, ყველასგან რაღაცას ვსწავლობ, ვისაც ვხვდები.
– საქართველოში ბევრს მოგზაურობ. ყველაზე მეტად რომელი მხარე მოგეწონა?
– საქართველოს ბუნება მომწონს ძალიან, მთაგორიანია. კუს ტბაზე დავდივარ, როცა თბილისში ვარ. ჰოლანდიაში მთები საერთოდ არ არის. ახლახან ვიყავი ხევსურეთში, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. წარმოუდგენლად ლამაზია. ვიყავი ერთ ლამაზ ოჯახში, სადაც განსაკუთრებულად გვიმასპინძლეს. სუფრაზე ყველაფერი მათი მოყვანილი და  დამზადებული იყო. ბუნება და ხალხი – ესაა, რაც საქართველოში ყველაზე ძალიან მომწონს. აქაური ბუნება ბევრ სიურპრიზს გიმზადებს. ძალიან მომწონს ხინკალი და ნიგვზიანი ბადრიჯანი. ვგიჟდები ღვინოზე. ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობრები იყვნენ ჩამოსული. ძალიან მოეწონათ და შეუყვარდათ აქაურობა. ყაზბეგში წავიყვანე და ძალიან შეუყვარდათ იქაურობა. ხევსურეთი, ყაზბეგი, გოდერძის უღელტეხილი, სადაც ზამთარში ვიყავი, შთმბეჭდავი იყო. ივლისში თუშეთსა და ბათუმში უნდა წავიდე.
– შენთვის მოძღვნილმა კლიპმა კანის კინოფესტივალზე დიდი წარმატება მოიპოვა. ელოდი ამ გამარჯვებას?
– ძალიან სასიხარულოა ეს ამბავი, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ მე მეკუთვნის კანის კინოფესტივალის ჯილდო. მე არაფერ შუაში ვარ – არაფერი გამიკეთებია, არ მიზრუნია, არ მიდარდია. რაც მე გავაკეთე, იყო ის, რომ ჩამოვფრინდი საქართველოში და სწორად დავგეგმე ჩემი მოგზაურობა. ვფიქრობ, რომ ეს საოცარი, რთულად შესასრულებელი სამუშაოა. თქვენი ქვეყანა ძალიან ლამაზია და გაქვთ ძლიერი პოტენციალი. თქვენ ძალიან კრეატიული იდეების მქონე ახალგაზრდები გყავთ და ვფიქრობ, თუ გადაწყვეტთ, ყველაფერი კარგად იქნება. ჰოლანდიასა და ესპანეთში საქართველოს შესახებ ნაკლებად ჰქონდათ ინფორმაცია. მეც არავინ მიცნობდა, ახლა იქაც ყველამ იცის ჩემ შესახებ – ვიყავი ბევრ ტელეშოუში. იმ საოცარი თავგადასავლის გამო, რაც საქართველოში გადამხდა.
– მონაწილეობდი პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“. მანამდე თუ გქონია ცეკვის გამოცდილება და როგორ გაიხსენებდი ამ პროექტში ყოფნის პერიოდს?
– ცეკვის გამოცდილება საერთოდ არ მაქვს. იცით, ადრე მქონდა დუეტი ძმასთან ერთად, რომელიც არავის მოეწონა და შემდეგ, მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რაც არ უნდა მოხდეს, ამას აღარ ვიზამ-მეთქი. როდესაც მკითხეს, მივიღებდი თუ არა მონაწილეობას ამ პროექტში, ჩემი პირველი პასუხი იყო – არა, რადგან მე არ ვიცოდი ცეკვა, არასდროს ვმდგარვარ სცენაზე და არ ვიცოდი ენა. თუმცა, გადავდგი ასეთი წარმოუდგენელი ნაბიჯი  და დავთანხმდი, რაც ძალიან რთული იყო – მე გამოვედი ჩემი კომფორტის ზონიდან. ცხოვრობ უცხო ქვეყანაში, ენა არ იცი, ხარ ტელევიზიაში, სცენაზე და უნდა გააკეთო ის, რაც არ იცი. პარტნიორთან არ გაქვს კომუნიკაცია, ენის ბარიერის გამო. ჩემმა პარტნიორმა, ვერონიკამ, არ იცოდა ინგლისური, მე – ქართული და ეს ძალიან გვირთულებდა სიტუაციას. რთული იყო, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. ეს ძალიან რთული და საინტერესო ექსპერიმენტი გამოდგა ჩემთვის. ქართული ცეკვის – „კინტაურის” შესრულება არ გამიჭირდა, „პასადობლე” იყო ჩემთვის ყველაზე რთული. ძალიან სასიამოვნოა ამდენ საყვარელ ადამიანთან შეხვედრა, ამდენი მშვენიერი ვარსკვლავის, მოცეკვავის, საპროდიუსერო ჯგუფის  გაცნობა.
– როგორი პარტნიორი იყო შენთვის ვერკა ჯაჯანიძე და ახლა თუ მეგობრობთ?
– ვერკა საუკეთესო მოცეკვავე, პროფესიონალია. ძალიან რთული იყო მასთან კომუნიკაცია, რადგან ერთმანეთის ენა არ გვესმოდა. ძნელია, როდესაც მარტო გიწევს ლაპარაკი. ჩვენ ვერ ვაგრძელებთ მეგობრობას, ენის ბარიერის გამო.  მე ქართულად ვიცი რამდენიმე სიტყვა: როგორ ხარ? გაგვიმარჯოს, რთული ენაა, მაგრამ მე ვიცი – „ნივა” ყველგან მივა. სწორედ ამიტომაც მყავს „ნივა.”
– ქართველ გოგონებში დიდი პოპულარობით სარგებლობ. როგორ გამოხატავენ შენ მიმართ ყურადღებას?
– კი, ბევრი მხიარული, სასიყვარულო მესიჯი მომდის. ისინი ამბობენ, რომ ვუყვარვარ, ძალიან მოსწონთ ჩემი მოსმენა და ასე შემდეგ... ზოგი ძალიან სასაცილოა. მეკითხება, ცისფერი ხომ არ ვარ. ყველას ვერ ვპასუხობ, თუმცა სასიამოვნოა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემთვის – არასერიოზული.
–  მოგწონს ქართველი გოგოები?
– ბევრის თქმა არ შემიძლია ქართველ გოგოებზე, რადგან მათ კარგად არ ვიცნობ. მაგრამ, პირადად მე, მომწონს დამოუკიდებელი, თავისუფალი, ჭკვიანი და სოციალური გოგოები, ვისაც თავის ცხოვრება აქვს, ძლიერია და ალერსიანი. მე ვმოგზაურობ დიდი დროით და არ მინდა, ჯერ დავქორწინდე. სულაც არ არის ერთად ყოფნისთვის, ქორწინების რეგისტრაცია აუცილებელი.
скачать dle 11.3