კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 „ასორტის” ათწლიანი წარმატების საიდუმლო

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

 ათი წლის წინ, აბაშიძის 80 ნომერში გაიხსნა პატარა საცხობი, საიდანაც დაიწყო, დღეს უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი და საყვარელი კაფეტერიების ქსელის, „ასორტის” ისტორია. კომპანია „ასორტი”  საკუთარი წარმოების, უმაღლესი ხარისხის მზა კერძებს, ქართულ და ევროპულ, დახვეწილ საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს მომხმარებელს. რა არის „ასორტის” წარმატების საიდუმლო და როგორ მოიპოვა და შეინარჩუნა კომპანიამ  წლების განმავლობაში მომხმარებლის ნდობა და სიყვარული, ამის შესახებ „ასორტის” დამფუძნებელი, ქალბატონი ნატა ცომაია გვესაუბრა.
– ქალბატონო ნატა, პროფესიით ექიმი, როგორ მოხვდით ამ ბიზნესში?
– წარმოშობით აფხაზეთიდან  ვარ. წლების განმავლობაში პეტერბურგში ვცხოვრობდი. 1993 წელს დავბრუნდი საქართველოში. რთული სიტუაცია იყო ქვეყანაში და გარკვეული პერიოდი, შეიძლება ითქვას, არაფერს ვაკეთებდი. ამ მიმართულებით საქმის წამოწყებაზე დიდხანს არ მიფიქრია, რადგან კულინარია ყოველთვის მიზიდავდა და სადილების, ნამცხვრებისა და ტორტების კეთებაც მეხერხებოდა. იტალიიდან ჩამოვიტანე ღუმელი და აბაშიძეზე, ერთ პატარა, მოკრძალებულ ფართში გავხსენი საცხობი. მომხმარებლის მოზიდვა და მათთვის თავის მოწონება ადვილი არ იყო, მაგრამ მე ეს საქმე მიყვარდა და არასდროს ვუყურებდი როგორც ბიზნესს, რომელიც ბევრ ფულს მომიტანდა. არც მოვალეობის მოხდის მიზნით ვმუშაობდი, მინდოდა, რაც შეიძლება, მეტ ადამიანს დაეგემოვნებინა ის, რასაც მთელი გულით ვაკეთებდი. წლების განმავლობაში ადამიანებმა შეიყვარეს „ასორტის” პროდუქცია და ჩვენც, მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად, ნელ-ნელა გავფართოვდით.
– რა არის „ასორტის” წარმატების საიდუმლო?
– ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნატურალურ ინგრედიენტებს. სწორედ ამიტომაა ჩვენი ნაწარმი მალფუჭადი. „ასორტის” ტორტების შენახვის ვადა ორი დღეა. მომხრე ვარ,  გასაჯაროვდეს,  თუ რით მზადდება ესა თუ ნაწარმი. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რას მიირთმევს და რაში იხდის ფულს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქცია არ დაემსგავსოს ქარხნულ ნაწარმს, რისი შეძენაც ნებისმიერ მარკეტშია შესაძლებელი. ამდენი წელი ხარისხის შენარჩუნება ძალიან რთულია. ამისთვის უდიდესი ძალისხმევაა საჭირო. ყოველთვის უნდა შეხედო სიტუაციას მომხმარებლის თვალით, არასდროს შევთავაზებ სხვას იმას, რაც მე არ მომწონს. ყოველთვის ამას ვუმეორებ ჩვენს თანამშრომლებსაც – თუ არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ჩამოვწერ და ეს არც მათ ხელფასზე აისახება. ჩემთვის მთავარია, არასდროს მოვატყუოთ მომხმარებელი და ყოველთვის ვიყო მართალი მათ წინაშე. როდესაც უყვარხარ და ნდობას გიცხადებენ, ეს უკვე დიდი პასუხისმგებლობაა, რისთვისაც ასმაგად მეტი უნდა იშრომო.
– თქვენ აქტიურად ხართ ჩართული მუშაობის პროცესში?
– ასზე მეტი თანამშრომელი მყავს და მეც მათთან ერთად ვმუშაობ ყოველდღიურად. არასდროს მეთაკილება შრომა და არც იმის ამბიცია მაქვს, ვინმეს უფროსი ვიყო. ძალიან მომთხოვნი ვარ, უპირველესად, საკუთარი თავის მიმართ და მერე, რა თქმა უნდა –  გარშემო მყოფებისადმი. რასაც ვაკეთებ, მინდა, ყველაფერი იყოს სრულყოფილი და ამისთვის არასდროს ვიშურებ ძალ-ღონეს. მიყვარს ნიჭიერი და მონდომებული ადამიანები. როდესაც ვხედავ, რომ ადამიანს აქვს ინტერესი, ყოველთვის მზად ვარ, უსასყიდლოდ გავუზიარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება.
– „ასორტი” ქმნის ულამაზეს სადღესასწაულო ტორტებს. ვინ აფორმებს მათ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
–  გვყავს არაჩვეულებრივი გოგონები, რომელთაც აქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. ისინი ძალიან დიდ შრომას დებენ, რომ თითოეული დეტალი უნაკლოდ იყოს შესრულებული. მაქვს დიდი სამომავლო გეგმები, მათ შორის, ვაპირებ სკოლის გაკეთებას, სადაც ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას მსურველებს გავუზიარებთ. ხშირად ვუმასპინძლებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, დავაგემოვნებინებთ ჩვენს პროდუქციას, გვექნება უფასო, საჩვენებელი გაკვეთილები და ასე შემდეგ.
скачать dle 11.3