№26 ნიკა ქაცარიძის ანეკდოტები
რუსული სექსი: ერთი-ერთზე.
ფრანგული სექსი: ორი ერთზე.
ქართული სექსი: ერთი ყვება, ათი უსმენს... და ისიც იტყუება.
***
– შენს დაბადების დღეზე, ყველაზე ლამაზი იყავი.
– მადლობა.
– სტუმრები სპეციალურად აარჩიე?
***
ცოლქმრული ცხოვრება:
თანაცხოვრების პირველი წელი – კაცი ლაპარაკობს, ცოლი უსმენს.
მეორე წელი – ცოლი ლაპარაკობს, ქმარი უსმენს.
მესამე წელი – ორივე ლაპარაკობს, მეზობლები უსმენენ.
***
სასამართლოზე:
– აი, ამ გაიძვერას, ჩემს ქალიშვილთან ეძინა! დასაჯეთ მკაცრად!
– კარგით რა... რა მეძინა, რეებს მაბრალებთ? თვალი არ მომიხუჭავს.
***
ნოსტრადამუსი სახლში დაღლილი მივიდა, წამოწვა და ცოლს გასძახა:
– რა გვაქვს საჭმელი?
– ვითომ არ იცის... – ჩაილაპარაკა ცოლმა.
***
გურიაში ქორწილია. პატარძალი ყურში ჩასჩურჩულებს სიძეს:
– ძვირფასო, იცი, ჩვენ სამი შვილი გვეყოლება.
– რა იცი, შენ?
– როგორ არ ვიცი, სამივე დედაჩემთან მყავს დატოვებული.
***
– ვინაა ეს მახინჯი ქალი?
– ჩემი ცოლია.
– ბოდიში, ძმაო, მივქარე.
– შენ კი არა, მე მივქარე.
***
საუბარი ბიბლიოთეკაში:
– თვითმკვლელობაზე წიგნები გაქვთ?
– დიახ, მეხუთე თაროზე ნახეთ.
– აქ რომ არაფერი დევს?
– აღარ აბრუნებენ და...
***
სასამართლოზე მოსამართლე მიმართავს მომჩივან ქალს:
– ამიხსენით, რაშია საქმის არსი?
– ესე იგი, ასე იყო: ამან საწოლში შემითრია და სასტიკად შეურაცხმყო.
– თავისი ქმედებებით?
– არა, უმოქმედობით!
***
– ნიკუშ, აბა, გამოცანას გეტყვი და გამოიცანი: შევყავი, გამოვყავი და კმაყოფილი წამოვედი. რა არის?
– უზრდელობაა?
– არა, ბანკომატი!
***
ექიმი ეუბნება პაციენტს:
– იცით, ცუდი ამბავი უნდა გითხრათ, არ გაგიხარდებათ.
– ვაიმე, ვკვდები, ექიმო?
– არა, მკურნალობას ვიწყებთ.
***
– თუ ღარიბი მამა გყავს, ესე იგი, ცხოვრებაში არ გაგიმართლა.
– და, თუ ღარიბი სიმამრი?
– ესე იგი, თვითონ ხარ შტერი!
***
პარლამენტარი საავადმყოფოში წევს. ექთანმა შეუტანა მოკითხვის ქაღალდი, სადაც წერია: „გისურვებთ გამოჯანმრთელებას 125 ხმით, 65-ის წინააღმდეგ“.
***
ტიპი ზის და წიგნს კითხულობს. მიუახლოვდა ძმაკაცი და ეკითხება:
– რა წიგნია?
– „საქართველოს ეკონომიკა“.
– ჰო, ვიცი, წაკითხული მაქვს, ბოლოს კვდება.
***
– აბა, ბონდო, რა გირჩევნია, 3 ათასი დოლარი, თუ სამი ქალიშვილი?
– ხუთი ქალიშვილი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ხუთი მყავს.
***
– რომ დავაკვირდი, ერთი დასკვნა გამოვიტანე.
– რა დასკვნა?
– რა და, კაცს უნდა ჰყავდეს კარგი ცოლი, რომ სამსახურიდან სახლში სიხარულით მიეჩქარებოდეს. და კიდევ, უნდა ჰყავდეს სიდედრი სახლში.
– სიდედრი რატომ?
– სამსახურშიც ხომ სიხარულით უნდა გარბოდეს?