№26 ბრძნული აზრები
ემერსონი: თუ გინდა, გაიგო, რა ხდება დღეს, გაარკვიე, რა ხდებოდა წარსულში.
ბასილი დიდი: ვინც შორს არის ბოროტებისგან, უჭირს, სხვისი ბოროტება დაიჯეროს.
სიუნ ცზი: ასჯერ შეებრძოლო და ასჯერვე დაამარცხო, არ ნიშნავს, რომ საუკეთესო მხედართმთავარი ხარ. საუკეთესოა ის, ვინც უბრძოლველად დაიმორჩილებს მტერს.
კონფუცი: ადამიანში, რომელსაც ლამაზი გარეგნობა და ლამაზი ენა აქვს, ცოტა რამ არის ადამიანური.
კორნელი: ბავშვობაში მშობლებზე ფიქრობენ, ახალგაზრდობაში – სატრფოზე, სიბერეში – შვილებზე, საკუთარ თავზე კი – ყოველთვის.
ლაროშფუკო: როდესაც ჩვენს მცირე ნაკლს ვაღიარებთ, ვცდილობთ, დავარწმუნოთ სხვები, რომ დიდი ნაკლი არ გაგვაჩნია.
ბეკონი: გაექცე ცრურწმენას, უკვე ცრურწმენაა.
ბრიუერი: დრო მეგობრობას ამყარებს, სიყვარულს კი ასუსტებს.
სპინოზა: სირცხვილის გრძნობა ადამიანს პატიოსანი ცხოვრებისკენ უბიძგებს.
დეკარტი: ცხოვრებისგან ყველაზე მეტ სიამოვნებას ისინი იღებენ, რომელთაც ვნებების მოთოკვა უჭირთ.
პოლ ვალერი: ისწავლე შენი სულის კითხვა და ყოველივე დანარჩენი უხვად მოგეცემა.
ბროდსკი: ხშირად პირში მთქმელობას საქმის მქმნელობად ვასაღებთ.
შილერი: როცა ადამიანი დაუმსახურებლად მიაღწევს რამეს, თავი მეტის ღირსი ჰგონია.
ბუასტი: როცა სხვებზე ლაპარაკობ, ლაპარაკობ საკუთარ თავზეც.
იულიუსი: გაცილებით ძნელია, პირველი ადგილიდან მეორეზე გადასვა ვინმე, ვიდრე მეორიდან – უკანასკნელზე.
ციცერონი: თავისუფლად ცხოვრობს მხოლოდ ის, ვინც მოვალეობის აღსრულებაში ხედავს ბედნიერებას.
დიდრო: კარგი ადამიანების დაჯილდოებით, ცუდებს ვსჯით.
სენეკა: ყველას საუკეთესოდ ეჩვენება ის, რაზეც უარის თქმა მოუწია.
ავრელიუსი: ახლავე დაიწყე ისეთი ცხოვრება, როგორიც გინდა, რომ სიკვდილის წინ გაგახსენდეს.
შექსპირი: სილამაზეს ერთი ჩვევა აქვს, ის ყოველთვის მართალია.
მოპასანი: მეგობარი და ცოლი უბედურების ჟამს გამოიცდება.
ლოკი: კარგად წერა, ძირითადად, კაცებს ეხერხებათ, ამიტომ წიგნებში ყველა უბედურების სათავედ ქალები სახელდებიან.