კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ვინ სთხოვდა ნიკო კანკიას უბანში პრობლემის მოგვარებას და ვინ აღიარა ის ნამდვილ ქართველ მამაკაცად

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე




 მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მრავაფეროვანი ცხოვრება აქვს და ბევრს აკეთებს განვითარებისთვის. ნიკო კანკია მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გივიკოს როლით გაიცნო და ტიპაჟიდან გამომდინარე, კარგადაც დაიმახსოვრა.

ნიკო კანკია:
ერთ-ერთი იმათგანი ვიყავი, ვისაც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ მონაწილეობა უნდოდა და ქასთინგზე ბედი ვცადე. როგორც ბევრ დამწყებს, მეც გამიმართლა. გამომდინარე იქიდან, რომ გივიკო ძალიან ხშირად არ ჩანს, ცოტა უჭირთ ხოლმე გახსენება, საიდან მცნობენ. ხშირად რეკლამებშიც ვმონაწილეობ, ისედაც ძალიან აქტიურად ვცხოვრობ და შესაბამისად, ცნობადობა ამითაცაა გამოწვეული. თუმცა, როგორც კი ხინკლის კუჭების ბიზნესს ვახსენებ, მაშინვე ყველა ხვდება, რომ გივიკო ვარ (იცინის). ბოლო სერიებიდან გამომდინარე, ძირითადად „შე ჩემათი“ მცნობენ (იცინის). გივიკო ამ სტილით მცხოვრები ადამიანების მხილებაა. ნაწილობრივ ქუჩის ბიჭია, მაგრამ თან, თანამედროვეცაა. ოჯახიც ჰყავს და „ქუჩაც ესმის“ – „აზრზე მოსული ტიპია“. თუმცა, ცუდი ადამიანი არაა, მაგრამ ქუჩის მენტალიტეტის გავლენაც აშკარაა. ამიტომაც ამბობს ამდენ „შე ჩემას“.
– ჰგავხარ?
– მგონია, რომ ნაკლებად. თუმცა, რაღაც საერთო გვაქვს. ვფიქრობ,  საერთო ჯამში, გივიკო მაინც „კარგი ტიპი“, „პრადვინუტი“  მოაზროვნეა. ამით ვგავართ, მაგრამ ის, რომ ქუჩაში აგვარებს საქმეებს, ძველ ბიჭებთან აქვს კავშირები და ბევრს იცნობს, ჩემთვის უცხოა. არც მისი მსგავსი ლექსიკონი მაქვს (იცინის).
– პროფესიით მსახიობი ხარ?
ჩემს პროფესიაზე საუბარი ცოტა რთულია. ამ მხრივ, ცოტა უცნაური სიტუაცია მაქვს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში აბსოლუტურად სხვა განხრით – ბიზნესის მართვას ვსწავლობდი, მაგრამ მივხვდი, რომ სცენასთან გაცილებით მეტი მაკავშირებდა. შემოქმედებითი ბუნება უფრო მაქვს, ვიდრე მათემატიკური აზროვნება. სცენასთან ბავშვობიდან ახლოს ვიყავი, თუნდაც ცეკვით, მაგრამ მაშინ ამაზე სერიოზულად არ მიფიქრია. გამიმართლა და შემთხვევით საბავშვო თეატრში მოვხვდი, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში ვთამაშობდი. ისევ გამართლებისა და მაქსიმალური შრომის შედეგად, მიმიწვიეს მოსკოვის საბავშვო თეატრში და იქ დავიწყე მუშაობა საბავშვო სპექტაკლზე. ზუსტად იმ პერიოდში გამოჩნდა გივიკო ეკრანებზე. მერე ისევ აქ დავბრუნდი, თუმცა, როცა ახალ პროექტზე დაიწყებენ მუშაობას, ალბათ, ისევ გავაგრძელებ მოსკოვში მოღვაწეობას. მაგრამ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, საქართველოშიც აქტიურად ვიყო დაკავებული ამ პროფესიით და მათ შორის, „ჩემი ცოლის დაქალებში“. აღფრთოვანებული ვარ ამ გუნდით.
– კიდევ რით ხარ დაკავებული?
– მე არ ვარ ტიპი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სტაბილური სამსახური ან სრული სამუშაო განაკვეთი. საკუთარ თავს ჩარჩოებს არ ვუწესებ. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, მიმყავს ძალიან ბევრი ივენთი. ვარ „ისთ ფოინთის“ ივენთმენეჯერი. გარდა ამისა, კიდევ ბევრ, ჩემთვის საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ჩემი ჰობია ფოკუსები. ძალიან მიყვარს ჯადოქრობა. ბავშვობიდან მოყოლებული, როცა ეკრანზე მსგავს სანახაობას ვხედავდი, ყოველთვის მქონდა მისი სწავლის ინტერესი. რომ გავიზარდე, მივხვდი, მთავარია, მოინდომო და აუცილებლად შეძლებ ყველაფერს. ინფორმაცია მოვიძიე, ვისწავლე, რაც მაინტერესებდა და შევეცადე, იმ დონემდე დამეხვეწა ხელობა, რომ არა მხოლოდ საკუთარი თავი და მეგობრები, უცხო ადამიანებიც გამეოცებინა. ვფიქრობ, უკვე ძალიან კარგად გამომდის. 23 წლის ვარ და ჯერ კიდევ სამსახიობოზე ვსწავლობ, მაგრამ მსახიობზე მეტად, ჩემს თავს შოუმენს დავარქმევდი. გარდა ამისა, მეგობრებთან ერთად, გავაკეთე პროექტი „მოგზაურობა წიგნებში“, რომლის ფარგლებშიც, მიუდგომელ ადგილებში ჩავდივართ და ჩაგვაქვს სხვადასხვა საჩუქარი, მათ შორის, წიგნები. ვმართავთ შემოქმედებით წარმოდგენებს, რომელიც ბავშვს სწავლის სურვილს გაუღვიძებს. ფაქტობრივად, ეს ერთი მსახიობის თეატრია, სადაც ყველა ფუნქცია მე მაკისრია. ჩემი ძალიან კარგი მეგობარი კი მეხმარება ამის განხორციელებაში.
– როგორც ვხედავ, იმიჯზეც განსაკუთრებულად ზრუნავ.
– ბოლო პერიოდში ჩემი იმიჯის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი წვერი გახდა. ვცდილობ, კარგად მოვუარო. მინდა, ვთქვა, რომ წვერი ცუდი არაა და შეიძლება, სამსახურში აიყვანო ადამიანი, რომელიც მას ატარებს. მთავარია, მოწესრიგებული ჰქონდეს. არა – წვერიანი ადამიანების დისკრიმინაციას (იცინის). თავს ქალმაც უნდა მოუაროს და კაცმაც. რატომღაც, ჩვენთან წვერი არაჰიგიენურობასთან ასოცირდება და სხვათა შორის, ჩემი ოჯახისთვისაც ასე იყო. მაგრამ, როგორღაც მივედი იქამდე, რომ მე და წვერი განუყრელი ვართ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით (იცინის).
– ოჯახის შესახებაც მოგვიყევი.
– მყავს მშობლები და ძმა. მათი დიდი დამსახურებაა, რომ მე ხელოვნებისადმი ასეთი დამოკიდებულება მაქვს. ჩემს ოჯახში ყველას თავის გატაცება აქვს. ძალიან შემოქმედებითი ადამიანები არიან. აუცილებლად, მინდა აღვნიშნო დეიდის შესახებ, რომელიც აბსოლიტურად ყველა მუსიკალურ საკრავზე უკრავს.
– დაქორწინებული არ ხარ?
– არა და ამაზე ჯერ არც ვფიქრობ. ჯერ მხოლოდ 23 წლის ვარ. მიმაჩნია, რომ მამაკაცმა ჯერ თავისი ცხოვრება უნდა შექმნას. ამ ეტაპზე მე არ ვარ მზად ოჯახის შესაქმნელად. ჩემი კარიერის მთავარი ნაბიჯები, ალბათ, კიდევ წინ მაქვს და ჯერ ამაზე ვფიქრობ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირადი ურთიერთობები არ უნდა მქონდეს. თუმცა, ამ ეტაპზე შეყვარებულიც არ ვარ.
–  ეკრანზე გამოჩენას გოგოების მხრიდან აქტიურობა მოჰყვება ხოლმე.
არა მარტო გოგოებისგან. პირველი სერია რომ გავიდა ეთერში, 15 წლის ბიჭმა მომწერა: გივიკო, სერიალში გიყურე, უბანში რაღაც პატარა პრობლემა მაქვს და ხომ ვერ დამეხმარებოდიო (იცინის). ფაქტია, რომ ამ ტიპმა თავი დაამახსოვრა მაყურებელს. გოგოების მხრიდანაც არის გამოხმაურება, რაც ძალიან სასიამოვნოა. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ერთი გოგოს შეტყობინება: ძლივს ვნახე ნამდვილი ქართველი მამაკაცი, ნამდვილი ქართული შარმითო (იცინის). აღმოვაჩინე, რომ სერიალი ძალიან აქტუალურია თინეიჯერებში და შესაბამისად, გივიკოც განსაკუთრებით ამ ასაკის გოგოებშია პოპულარული.
– როგორია გოგოებთან მიმართებით შენი კრიტერიუმები?
– რთული კითხვაა (იცინის). ძალიან მომწონს ჭკვიანი გოგოები, რომლებსაც საკუთარი პერსონა აქვთ შექმნილი. ჩამოყალიბებული და ჭკვიანი უნდა იყოს გოგო, რომელიც ჩემი შეყვარებული გახდება. ბევრ დეტალს ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ მაინც რთულია თქმა, კონკრეტულად, როგორი უნდა იყოს გოგო, რომელიც ჩემ გვერდით იქნება.
– შემოქმედი ნატურის ადამიანებისგან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ელიან ხოლმე გოგონები.
– ჩემი შეყვარებულისთვის ერთი სიამოვნება იქნება ჩემ გვერდით ყოფნა (იცინის). ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვიცი, რომ საყვარელი ადამიანისთვის ბევრის გაკეთება შემიძლია, მეგობარი იქნება ის თუ შეყვარებული.
– ბავშვობაში როგორი იყავი?
ბავშვობაში ცეკვაზე ვიყავი შეყვარებული. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცეკვავდი და ახლაც, როცა ქართული მუსიკის ხმა მესმის, ვერ ვისვენებ, სხეული ფორიაქს იწყებს (იცინის). თუმცა, არა მხოლოდ ქართული, მსოფლიო ხალხთა ცეკვებიც ძალიან მხიბლავს და სხვადასხვა დონეზე ყველაფერს ვცეკვავ. ცეკვა ათი წლის ასაკში, თბილისში გადმოსვლის შემდეგ დავიწყე.
– მანამდე სად ცხოვრობდი?
–  უკრაინაში დავიბადე, სამეგრელოში გავიზარდე და ახლა თბილისში ვცხოვრობ. ჩემი მშობლები უკრაინაში სწავლოდნენ და ერთმანეთი იქ გაიცნეს. დოჯახდნენ და იქ გავჩნდი მე. სწავლის დამთავრებამდე უკრაინაში იყვნენ და ბუნებრივია, მეც იქ ვიზრდებოდი. სამი წლის ვიყავი, როცა მამულეთში – სამეგრელოში წამოვედით, სადაც ბავშვობა გავატარე. დაახლოებით ათი წლის ასაკში, თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. სიმართლე რომ გითხრათ, უკრაინაში ცხოვრების წლები საერთოდ არ მახსოვს, მაგრამ ფოტოებს რომ ვათვალიერებ, ვხედავ – ხან ერთი ნატაშას კალთაში ვზივარ და ხან – მეორის. მეუბნებიან, რომ ძალიან მომწონდა მათ კალთაში ყოფნა. კარგად მაქვს „ნაგულავები” ნატაშებთან, ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში (იცინის). აი, თბილისში ჩამოსვლა უკვე კარგად მახსოვს. მაშინ დავიწყე ცეკვა ანსამბლ „ივერიელში“. ცეკვის დამსახურებით მოვხვდი თეატრში, რადგან სხეულის პლასტიკას ძალიან კარგად ვფლობდი. თეატრში განვვითარდი და მოკლედ, ჩემი ცხოვრება ერთი მთლიანი ჯაჭვია, რომელიც, იმედი მაქვს,  კიდევ კარგი მიმართულებით განვითარდება. ყოველ შემთხვევაში, მე ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვარ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
скачать dle 11.3