კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როგორ ჩაიცვეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ქეთი ჩხიკვაძის სამოსი და რა რჩევები უნდა გაითვალისწინონ ქალბატონებმა ზღვის სეზონზე

თათია ფარესაშვილი ნათია გოგიშვილი

ქეთი ჩხიკვაძემ წლების წინ გაიტანა ქართული მოდა საზღვრებს გარეთ და პარიზის შოუ-რუმშიც, ქართველ დიზაინერთაგან პირველმა მიიღო მონაწილეობა. დახვეწილი, სადა და თავისუფალი სილუეტი – ეს მისი მოდური ხაზის მთავარი ნიშანია. მის მიერ დამზადებულ სამოსს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ირგებენ და როგორც დიზაინერი ამბობს, მის კოლექციაზე მოთხოვნა წლითიწლობით იზრდება. ამჟამად ლოს-ანჯელესში გზავნის კოლექციას და როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მის კაბებში ჰოლივუდის ვარსკვლავები ხშირად ჩნდებიან სხვადასხვა საღამოზე. როგორია მოდის ტენდენციები მიმდინარე სეზონზე და რომელ ფერებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, დიზაინერისგან შეიტყობთ.
ქეთი ჩხიკვაძე:
15 წელია, ქართული მოდის ბაზარზე ვსაქმიანობ.  5-6 წელი ყაზახეთში ვცხოვრობდი. გავრისკე, იქ ჩემი მაღაზია გავხსენი და ასე დავიწყე ჩემი სამოსის შექმნა. შემდეგ თბილისში გადმოვედი და აქაც  განვაგრძე ეს საქმე. მოდის ყველა კვირეულში აქტიურ მონაწილეობას ვიღებ. ექვსი წლის წინ, პარიზში გავემგზავრე და პირველი ქართველი დიზაინერი ვიყავი, რომელმაც პარიზის შოუ-რუმში მიიღო მონაწილეობა. „ჯორჯიან ფეშენ-ვიქი” ჩატარდა, სადაც მაკა მეტრეველმა და სოფო ჭყონიამ ჩამოიყვანეს გამოფენის წარმომადგენლები. მათ არჩევანი ჩემზე გააკეთეს და მიმიწვიეს პარიზის შოუ-რუმში. უძილო ღამეები მქონდა. ბევრი ვიშრომე, თუმცა პირველივე შოუ-რუმზე მივიღე შეკვეთა. აქედან დაიწყო ჩემი პროდუქციის უცხოეთში ექსპორტირება. სხვადასხვა ქვეყნის ბაიერები ჩამოდიან, მიკვეთავენ სამოსს, შემდეგ ჩვენ მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვგზავნით.
– როგორც ვიცი, ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის სიგელი მიიღე. რომელ ქვეყნებთან თანამშრომლობ აქტიურად?
– დიახ, წელს სავაჭრო პალატაში, ქართული პროდუქციის ექსპორტით, მეოთხე ადგილი დავიკავე და სიგელიც მივიღე. დიდი ხანია, უკვე მსოფლიო ბაზარზე ვარ. სხვადასხვა ქვეყნიდან ვიღებ შევეთებს. ვამზადებთ ქართულ ტანსაცმელს და შემდეგ ხდება მისი ექსპორტი სხვადასხვა ქვეყანაში: საფრანგეთში, იტალიაში, რუსეთში, უკრაინაში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ყაზახეთში. ამ ეტაპზე ძალიან დატვირთული გრაფიკით ვმუშაობ – კოლექციას ვამზადებ ამერიკისთვის. კოლექცია უკვე გავგზავნე ლოს-ანჯელესში, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ჩაიცვეს ჩემი სამოსი.
– როგორც ვიცი, „ოსკარის“ შარშანდელ დაჯილდოებაზეც ეცვათ ჰოლივუდის ვარსკვლავებს შენი კაბები...
– ჰოლივუდის ლამაზმანები ჩემს სამოსში სხვადასხვა საღამოზე ხშირად ჩნდებიან. გრეის ჯილი, რომელიც Fox-ის საპნის ოპერაში – „იმპერია“ ანიკა კელხუნის როლის შესრულებით არის ცნობილი, ლოს-ანჯელესში, წითელ ხალიჩაზე ჩემი კაბით გამოვიდა. ცნობილი ინგლისელი მომღერალი და მსახიობი ვიქტორია სამერიც მაყურებლის წინაშე ჩემი კაბით წარდგა. უკვე მზადაა 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაც, რომელმაც პარიზი და მილანი უკვე მოიარა და ლოს-ანჯელესშიც გაემგზავრება.
– ლალო კარდიგანთან ერთად გაკეთებულ ნაქსოვი ტანსაცმლის კოლექციაში გამოგარჩიეს და როგორც ვიცი, მსოფლიო პრესის ფურცლებზეც მოხვდი...
– „ვოგმა“ დაბეჭდა ნაქსოვი ტანსაცმელი ჩემი კოლექციიდან, რომელიც ლალო კარდიგანთან ერთად გავაკეთე. ეს ჩათვალეს ნაქსოვებში ყველაზე კარგ კოლექციად.
– რა ხდის შენს კოლექციას განსხვავებულს, ალბათ, თითოეულ ესკიზს თავისი მუზა ჰყავს.
– ჩემ მიერ შექმნილი სამოსის მოხაზულობა ჩემში ცოცხლობს, ინსპირაცია შემოქმედების დროს მოდის. ხანდახან ძილშიც კი ვფიქრობ, რაღაც ბაზა ყოველთვის არის ქვეცნობიერში. კოლექციას თავისუფალ ქალს ვუძღვნი, რომელსაც საკუთარი გარეგნობა მოსწონს. ის ინდივიდუალური, თანამედროვე და ელეგანტურია. ვქმნი როგორც ყოველდღიურ, ისე გამოსასვლელ სამოსს. მაგრამ, უპირატესობას კლასიკურ სტილს ვანიჭებ. არ მიყვარს სამოსის გადატვირთვა. კოლექცია თანამედროვე ტექნოლოგიებითაა შექმნილი, თუმცა მასში ხელნაკეთი ნივთებიც შემაქვს. ვცდილობ, კოსტიუმს ისეთი დეტალი შევმატო, რომელიც მას დასამახსოვრებელს გახდის. ვიყენებ მარგალიტებს, ვარდებს, ჭიამაიების თემატიკას, ნაქსოვ ყვავილებს, ფერად ფრინველებს. ასევე, ვიყენებ ძვირფას ქსოვილებსა და მასალებს – ტყავს, ბეწვეულს, თვლებს. კოლექციაში ჭარბობს სხვადასხვა სახის ქსოვილი: შიფონი, ხავერდი, აბრეშუმი. ცეცხლოვანი მამლის წელიწადში ძალიან მოთხოვნადია ხავერდი, თუმცა აბრეშუმიც მოდაშია. კოლექციაში ხშირად ვუხამებ ერთმანეთს ბეწვს და შიფონს. ბოლო პერიოდში დემნა გვასალიამ დიდი ცვლილებები შემოიტანა მსოფლიო მოდაში. მოდაში შემოვიდა თავისუფალი სტილის, ზომით დიდი სამოსი. ვცდილობ, ჩემს კოლექციაში არ იყოს ამგვარი გავლენა, არა იმიტომ, რომ ცუდია, მინდა, შევინარჩუნო ჩემი ინდივიდუალური, კლასიკური სტილი.
– შენი, როგორც დიზაინერის შეფასებით, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მოდური ქალბატონი და რა ფერებს ანიჭებ უპირატესობას?
– ჩემთვის მოდური ქალის სილუეტი არის: კლასიკური, ქალური, ელეგანტური, ამავე დროს, ძალიან კომფორტული. რა თქმა უნდა, გემოვნებიანი, უპირველესად, ზედმეტი დატვირთულობისგან გათავისუფლებული. მაგრამ, ამავე დროს, რაღაც დეტალებით გამორჩეული. ჩემთვის არ არსებობს ფერში შეზღუდვა. პირადად მე, ძალიან მიყვარს შავ-თეთრი გამა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფერადი კაბა ლამაზი არ არის. პირადად ჩემს კოლექციაში შავი ფერი ჭარბობს.
– ამბობენ, შეიხმა მოზამ ქეთი ჩხიკვაძის კოლექციაში თითქმის ყველა კაბა იყიდაო.
– შეიხი მოზა კატარის ყოფილი ემირის სამი ცოლიდან, მეორეა. მისი ნაცნობობა ქართველ დიზაინერებთან თბილისში, 2015 წელს შედგა, როდესაც მაღალი რანგის სტუმარი საქართველოს პირველად ეწვია. ეკა მამალაძემ გამიწია რეკომენდაცია მასთან. შეიხმა მოზამ ჩემი კოლექციიდან მართლაც ძალიან ბევრი კაბა შეიძინა. ამის შემდეგ მის დას ინტერნეტით ვუკავშირდები, ახალი კოლექციის ფოტოებს ვუჩვენებ და პერმანენტულად ვუგზავნი მას სამოსს – სამ თვეში ერთხელ დაახლოებით 10-15 კაბას.
– მიმდინარე სეზონზე რა ტენდენციებია, რას ურჩევ მოდის მოყვარულებს?
– 2017 წლის გაზაფხულ-ზაფხულში მოდაშია თავისუფალი და ასევე, გამოყვანილი სტილის კაბები, „ზბორებით“, წვრილყვავილებიანი და წვრილპრინტიანი ქსოვილები. ასეთი მოდელის კაბები ორიგინალურია სპორტულ ფეხსაცმელთან და დაბალძირიან ქოშებთან ერთად. 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ნათელი ფერებითაა სავსე, თემატიკა კი ყვავილებს ეძღვნება. ყაისნაღით ნაქსოვი ყვავილები კაბებს არაჩვეულებრივ ქალურობას სძენს და მათ მფლობელსაც განსაკუთრებულს ხდის. სამოსის შესაქმნელად გამოვიყენე ფრანგული ჟაკარდის ქსოვილები. ეს კაბები პარიზში, რუსეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, არაბულ ქვეყნებში იყიდება, კაბები შეიხ მოზასაც გავუგზავნეთ.
– უფრო კონკრეტულად, ცეცხლოვანი მამლის წელიწადის ზაფხულის მოდურ ტენდენციებს რომ არ ჩამოვრჩეთ, რა ფერებზე უნდა გავაკეთოთ არჩევანი?
– კოლექცია ნათელ ფერებშია შესრულებული. აქცენტები, ძირითადად, ზაფხულის ტონალობაზე გავაკეთეთ. ახალი კოლექცია ძალიან ფერადია. აქ იქნება: ვარდისფერი, ოქროსფერი, თეთრი, წითელი, ასევე, ჭრელი ქსოვილი თეთრ ფონზე ფერადი ყვავილებით, ვერცხლისფერი. ზამთრის კოლექციაში აქტუალური იყო ნაცრისფერი, შავი, წითელი, თუმცა ახლა ისევ თეთრი და ღია ფერის ქსოვილები იქნება.
– ზღვის სეზონზე თუ გაქვს კონკრეტული შეთავაზებები ქალბატონებისთვის?
– დიახ, გვაქვს ზღვის სეზონზე  შემოსაცმელი ხალათის სტილის კაბები და ასევე, შიფონის გრძელი კაბები.
скачать dle 11.3