№26 რამდენი და როგორ უნდა ირბინოთ, რომ გახდეთ
წონაში დასაკლებად მარტივი, უფასო და ეფექტური გზა სირბილია. თუმცა, სირბილის დაწყება არც ისე ადვილია. თუ სირბილი უშედეგო აღმოჩნდა, ამას დიდი იმედგაცრუება მოსდევს. ფიზიკურ აქტივობას სერიოზული მომზადება სჭირდება. პატარ-პატარა შეცდომებს კი, იქამდე მივყავართ, რომ წონას საერთოდ არ ვკარგავთ.
მოკლე დისტანციაზე სირბილისას სხეული ღვიძლისთვის შენახულ ენერგიას იყენებს. მას შემდეგ, რაც გლიკოგენი ამოიწურება და მთლიანად დაიხარჯება, იწყება ცხიმის წვა. ეს პროცესი, დაახლოებით 30-40 წუთს გრძელდება. 40-წუთიანი სირბილის შემდეგ, ორგანიზმი ცხიმის გამოყენებას იწყებს, რომ ენერგია განაახლოს. თუ თქვენი ვარჯიში 30 წუთს გრძელდება, გლიკოგენის მარაგი სწრაფად აღდგება და ცხიმის მასა უცვლელი რჩება. წონაში დასაკლებად, 50 წუთს მაინც უნდა ივარჯიშოთ.
აუცილებლად ისაუზმეთ დილით. ეს ხელს შეუწყობს ორგანიზმს, რომ მთლიანად გაიღვიძოს. ამუშავეთ გონებაც. შეგიძლიათ სირბილის დროს აუდიოწიგნს ან მუსიკას მოუსმინოთ.
ვარჯიში აუცილებელია რეგულარულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგს ვერ მიიღებთ.
სანამ სირბილს დაიწყებთ, შეამოწმეთ, ხომ არ გაწუხებთ გულის ან სისხლძარღვების პრობლემები. აკრძალულია სირბილი ზურგის ან კიდურების ტრამვის დროსაც. სირბილი დაუშვებელია ორსულების ან მეძუძური დედების შემთხვევაშიც.
ნუ დაელოდებით სასწაულს პირველსავე კვირას. შედეგს, ერთ ან ორ თვეში დაინახავთ.
სირბილამდე, ცოტა ხანი ორგანიზმის გახურებას დაუთმეთ. აირჩიეთ ვარჯიშის საკუთარი ტაქტიკა. პირველი 5-7 წუთი იძუნძულეთ, ხოლო შემდეგ, 10-15 წუთის განმავლობაში, სიჩქარე გაზარდეთ. დაკავდით სხვა ვარჯიშებით, რომელიც თქვენთვის უფრო სასიამოვნო იქნება.
დიეტებისგან განსხვავებით, ეს მეთოდი აბსოლოტურად ჯანსაღი და ორგანიზმისთვის სასარგებლოა. თუ ერთი თვის შემდეგ, წონაში შესამჩნევად ვერ დაიკლებთ, ფიგურა მაინც გაუმჯობესდება. შედეგს კი დროთა განმავლობაში, თანდათან აუცილებლად დაინახავთ.