№26 მიყვარს – არ მიყვარს...
ტესტი განკუთვნილია როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალბატონებისთვის.
გულახდილად უპასუხეთ შეკითხვებს, გაარკვიეთ თქვენი დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ. ასე მიიღებთ პასუხს კითხვაზე, გიყვართ თუ არა თქვენ ის.
უპასუხეთ მხოლოდ „კი“ ან „არა“.
1. ეს ადამიანი ცხოვრებას მირჩევნია;
2. როცა მისგან შორს ვარ, ძალიან მენატრება;
3. როცა წარმატებას ვაღწევ, მინდა, უპირველესად, ამის შესახებ მას ვახარო;
4. მასთან ფიზიკური სიახლოვე სიამოვნებას მანიჭებს;
5. თუ ის ცუდადაა, ცუდად ვარ მეც;
6. ყველაზე მეტად არ მინდა, რომ მას ცხოვრებაში რაიმე გაუჭირდეს;
7. მასში არაფერია ისეთი, რაც გამაღიზიანებდა;
8. უცებ რომ დიდი ფული ვიშოვო, ყველაფერს მხოლოდ ჩვენ ორზე დავხარჯავდი;
9. ღმერთს სულ იმას ვეხვეწები, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს;
10. მის უარყოფით მხარეებს სიმშვიდით აღვიქვამ და საერთოდ არ მაღიზიანებს;
11. მის გამო ნებისმიერ მსხვერპლზე წავალ;
12. ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩვენ სიყვარული კი არა, ურთიერთპატივისცემა გვაერთიანებს;
13. ხშირად მაქვს იმის შეგრძნება, რომ არ არსებობს ამქვეყნად ძალა, რომელიც ჩვენ დაგვაშორებდა;
14. ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ;
15. ხელახლა რომ მქონოდა პარტნიორის არჩევის საშუალება, არჩევანს კვლავ მასზე შევაჩერებდი.
თუ შეკითხვების უმეტესობას უპასუხეთ „კი“, შეგიძლიათ, ჩათვალოთ, რომ თქვენი პარტნიორი გიყვართ და მასაც უყვარხართ. 1-2 კითხვაზე გაცემულმა უარყოფითმა პასუხმა არ შეგაშფოთოთ. ნამდვილად არ არის საგანგაშო.
თუ რვა, ან მეტ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი გაეცით, დიაგნოზი აშკარაა – „სიყვარული აქ აღარ ცხოვრობს“. გადახედეთ თქვენს ურთიერთობას.