კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რას მკურნალობს მაყვალი

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


სამკურნალოდ გამოიყენება მაყვლის ნაყოფი, ფოთლები და ფესვები. მაყვლის ნაყოფი შეიცავს 3-5 პროცენტ შაქარს, 1,5 პროცენტამდე ორგანულ მჟავებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, პექტინს, უჯრედისს, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, ასევე, ბევრია მასში კალიუმის მარილები, სპილენძი, მანგანუმი.
ფოთლები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, C ვიტამინს, ორგანულ მჟავებს, უმნიშვნელო რაოდენობით ეთერზეთს. ფესვების შემადგენლობა საკმარისად არაა შესწავლილი.
ნაყოფს აგროვებენ მისი სიმწიფის პერიოდში, მშრალ ამინდში, შემდეგ აშრობენ 30-40 გრადუს ტემპერატურაზე. შრობის ბოლო ტემპერატურა 60 გრადუსია. მაყვალს იყენებენ როგორც სადესერტო, დიეტურ საკვებს. მისგან ამზადებენ წვენებს, ვაჟინს, მურაბას, კომპოტს, ჯემს, მარმელადს და სხვა საკონდიტრო ნაწარმს. ფესვებს თხრიან გვიან შემოდგომით, ასუფთავებენ, ჭრიან და კარგად აშრობენ.
მაყვლის მწიფე ნაყოფი და წვენი გამოიყენება წყურვილის მოსაკლავად, ციებისა და მაღალი ტემპერატურის დროს. მწიფე ნაყოფი გამოიყენება როგორც საღაფარათო საშუალება კუჭში შეკრულობის დროს, ხოლო მკვახე – როგორც შემკვრელი.
მაყვლის ფოთლებისგან მზადდება ძალზე სასარგებლო და სასიამოვნო ჩაი. იმისთვის,  რომ მიიღოთ ჩაის სუროგატი, ახალი ფოთლები მოათავსეთ დახურულ ჭურჭელში და მოახდინეთ მისი ფერმენტაცია. ფოთლები დაჭკნება და გაშავდება, რის შემდეგ გააშრეთ ჰაერზე, თხელ ფენად გაშლილი.
ხალხურ მედიცინაში ფოთლების ნაყენს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს, როგორც ამოსახველებელ საშუალებას; პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების, ანგინის, ფარინგიტის დროს გამოსავლებად. ასევე, სამკურნალოა მაყვლის ნაყოფისგან დაყენებული დამტკბარი, გამთბარი ღვინო გაციების, გრიპის, ხველების, ტრაქეიტების, ბრონქიტების, ანგინის დროს.
ნედლი ნაყოფისგან დამზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში ითვლება გამამაგრებელ და დამამშვიდებელ საშუალებად კლიმაქსური ნევროზების დროს.
ადრე, გამომშრალი ნაყოფის ნაყენები და ნახარშები გამოიყენებოდა როგორც ოფლსადენი და შარდსადენი საშუალება. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ასეთი მოქმედება გააჩნია ფოთლების ნახარშსაც და უებარია გაციებისას.
ნაყენი ასე შეიძლება მომზადდეს: 1 სადილის კოვზ ფოთლებს დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 4 საათი. მიიღეთ ნახევარი ჭიქა 3-4-ჯერ დღეში, ჭამის წინ 20-30 წუთით ადრე.
ფოთლების ნახარშის საფენებს იყენებენ სირსველით დაზიანებული ადგილების, ეგზემის, ქრონიკული წყლულების, ძველი ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.
მაყვლის ფოთლების შემკვრელი თვისების გამო მისი ნახარში (1:10) კარგია კუჭიდან სისხლის დენის, კუჭის აშლილობის დროს. ასეთი წესით მომზადებულ ნახარშს სვამენ 1-2 სადილის კოვზს 3-4-ჯერ დღეში. კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ გამოიყენება აგრეთვე ფოთლებისაგან მომზადებული ფხვნილები.
ფოთლების ნაყენს უფრო უკეთესი თვისება აქვს, ვიდრე ნახარშს. მაყვლის გამომშრალი ფესვების ნახარში შესანიშნავი შემკვრელი საშუალებაა. ფესვების ნახარშის მოსამზადებლად, 20 გრამი გამომშრალი ფესვები 500 მილილიტრ წყალში ადუღეთ 2-3 წუთი.
ორი სადილის კოვზ ფოთლებს დაასხით 500 მილილიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ერთი საათი. გადაწურეთ ნაყენი და დალიეთ პატარა ღვინის ჭიქით, 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ფესვებსაც ასეთივე სახით გამოიყენებენ, თუმცა უმჯობესია, შემდეგი წესით მომზადებული ნახარში: 2 სადილიის კოვზ ფოთლებს დაასხით წყალი და გააჩერეთ 12 საათი (მთელი ღამე). შემდეგ ხარშეთ 3 წუთი, გააცივეთ 5 წუთი. დალიეთ 3-ჯერ დღეში, 150 მილილიტრი უზმოზე.

ნუში – ჯანმრთელობისა და სილამაზის სამსახურში
ნუში აძლიერებს ტვინის მოქმედებას, აუმჯობესებს მხედველობას, არბილებს ორგანიზმს, აშუშებს ჭრილობებს, წყლულებს...
ნუშის სამკურნალოდ გამოყენება დღემდე არ შეუწყვეტიათ. მედიცინაში უმთავრესად მის მწარე ჯიშებს იყენებენ, რომელიც ცხიმოვან მჟავებთან, ცილებსა და შაქართან ერთად, ამიგდალინის გლიკოზიდსაც შეიცავს. სწორედ ის ანიჭებს ნუშს მომწარო გემოს და ძალზე ტოქსიკურიც არის. წინასწარი დამუშავების გარეშე, მწარე ნუშის ჭამა არ შეიძლება,

ნუში მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით. ის არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს მხედველობას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს, აშუშებს გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს და ასტიმულირებს კუჭში სასარგებლო ბაქტერიების გამომუშავებას, რომლებიც საჭმლის მონელებაში მონაწილეობენ.
ნუში განსაკუთრებით სასარგებლოა კანისთვის. ამიტომ, მისი ზეთი მრავალი კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში შედის.
ნუშის ზეთი მდიდარია B ჯგუფის, A, E და F ვიტამინებით, უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ცილებით, მინერალებით, გლუკოზით, ლეციტინით, მთრთიმლავი ნივთიერებებით.
ნუშის ზეთში შემავალი F ვიტამინი ხელს უშლის უჯრედების დაბერებას, აცხრობს ანთებით პროცესს. გარდა ამისა, აუმჯობესებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციას, ხელს უშლის ფორების გაფართოებას, ასტიმულირებს თმის ზრდას, ანიჭებს მას მოქნილობასა და ბზინვარებას. აიღეთ 1 სადილის კოვზი ნუშის ზეთი, დაამატეთ 1-2 წვეთი ფორთოხლის, მანდარინის, კამის, გრეიპფრუტის ეთერზეთები და შეიზილეთ სხეულის პრობლემურ  უბნებზე ცელულიტების გასაქრობად.
ნუშის ზეთი თოთო კანისთვისაც მარგებელია: ხსნის გაღიზიანებას, აქრობს ანთებას, არბილებს და კვებავს კანის ქსოვილს. ამიტომაც არის, რომ უხვად ამატებენ ბავშვის კანის მოვლის საშუალებებს.
დასველებულ და საგულდაგულოდ გაწურულ ბამბის ქსოვილის ხელსახოცზე დაასხით 20-25 მილილიტრი ნუშის ზეთი, დაიფინეთ სახესა და კისერზე, ზემოდან კი პირსახოცი გადაიფარეთ. გაიჩერეთ 20-30 წუთი. ამ ნიღბის გაკეთებას თვეში 1-2-ჯერ გირჩევთ. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ასაკოვანი, დეკორატიული კოსმეტიკით გაღიზიანებული კანისთვის.


გულისა და ნერვული სისტემის სამკურნალოდ, თავის ტკივილის დროს, გამოიყენეთ როზმარინი

როზმარინი მოქმედებს როგორც: შარდმდენი, ანტისეპტიკური,  გამაახალგაზრდავებელი, ანტიოქსიდანტი, შლაკების გამომყვანი, შეკრულობისა და დაძაბულობის მომხსნელი ანტიდეპრესანტი.
როზმარინის შემცველ ეთეროვან ზეთებს აქვს ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და სოკოს მომსპობი თვისებები. მათი გამოყენებით ძლიერდება იმუნოსისტემა, უმჯობესდება კანის გამომყოფი ფუნქცია, გამოიყოფა ოფლი და დაბლა იწევს ტემპერატურა. როზმარინის ზეთი ეფექტურია ასთმის დროს ბრონქოსპაზმების მოსახსნელად. როზმარინი ანტიოქსიდანტური  საშუალებაა და ხელს უშლის ტკივილის წარმოშობას. სტომატიტისა და პირიდან უსიამოვნო სუნის დროს 200 მილილიტრ წყალს დაამატეთ 1 წვეთი როზმარინის ზეთი და გამოივლეთ პირის ღრუში.
როზმარინი შესანიშნავი მატონიზირებელი საშუალებაა გულისა და ნერვული სისტემისთვის. გამოიყენება შიშის, დაძაბულობის, დეპრესიისა და უძილობის დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა მოხუცებულთათვის თავის ტკივილისას. თავისა და კუნთების ტკივილის, რევმატიზმისა და ართრიტის დროს მტკივნეული ადგილები დაიზილეთ როზმარინის ზეთით. ამაღლებს სიცოცხლისუნარიანობას, არეგულირებს საჭმლის მონელებას, ამცირებს მუცლის ღრუში გაზების დაგროვებას, ხელს უწყობს საკვების ნარჩენებისა და შლაკების გამოყოფას, აუმჯობესებს საკვების მონელებას. მისი მწარე ნივთიერებები არეგულირებენ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მოქმედებას და ცხიმდაგროვებას.
დაღლილობისა და დეპრესიის დროს დაყნოსეთ როზმარინის ზეთი, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას, მატებს ენერგიას, აუმჯობესებს მეხსიერებას.
თუმცა, როზმარინის ზეთმა შეიძლება, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. არ შეიძლება, როზმარინი (ნებისმიერი სახით) მიიღონ ფეხმძიმეებმა და მეძუძურმა დედებმა.

სამფერა იის სასარგებლო თვისებები
სამფერა იის ბალახი შეიცავს საპონინებს, გლიკოზიდებს, ყვითელ პიგმენტ ვიოლაკვერცეტინს, C ვიტამინსა და კაროტინს. მელნისფერ ფურცლებში აღმოჩენილია ანტოციანი ვიოლანინი.
საპონინების წყალობით, მცენარეს აქვს ამოსახველებელი თვისებები. მცენარე შედის საყმაწვილო სენის საწინააღმდეგო ნარევში. მას იყენებენ აგრეთვე ეგზემისა და კანზე გამონაყრის დროს.
საყმაწვილოს სენის დროს მის ნახარშს სვამენ, ხოლო გარედან იკეთებენ აბაზანებსა და საფენებს. მის ნახარაშს იყენებენ როგორც სისხლისდენის შემაჩერებელ, შარდმდენ და ოფლმდენ საშუალებას.
სამფერა იის ნახარშის მისაღებად, აიღეთ 20 გრამი მცენარე, დაასხით 200 მილილიტრი წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი. გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში, გაწურეთ, დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.
აიღეთ 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული მცენარე და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ერთი საათით და გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
იის ნაყენის მიღება სასურველია ქუნთრუშის, ბრონქიტის, ფილტვის პათოლოგიების დროს. მეტად ეფექტურია მისი სავლები კბილის ტკივილის, გინგივიტის, პაროდონტოზის შემთხვევაში.
იის ნაყენი სასარგებლოა ათეროსკლეროზის დროსაც: 20 გრამ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით ერთი ჭიქა წყალი და 15 წუთს ადუღეთ, შემდეგ 45 წუთით დააყენეთ, გაფილტრეთ და კვლავ წამოადუღეთ. სვით თითო სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ. ალერგიული დერმატიტისა და კანის სხვა პათოლოგიების სამკურნალოდ, მიზანშეწონილია სამფერა იის ნაყენის აბაზანები. თუკი იის ნაყენს აბაზანაში ჭარბად ჩაასხამთ, ამით არაფერი დაშავდება, მაგრამ თუ ზომაზე მეტს დალევთ, შეიძლება, გულისრევა და ღებინება გამოიწვიოს.

ჰიპერტენზიის, ტაქიკარდიისა და სისხლდენების სამკურნალო საშუალება

გველის სუროს პრეპარატებს აქვს დამამშვიდებელი, ჰიპოთენზიური, სისხლძარღვთა გასაფართოებელი, სისხლის შემდედებელი, ანტიმიკრობული და შემკვრელი თვისებები. ალკალოიდი დევინკანი ზომიერად ამცირებს არტერიულ წნევას და გააჩნია სედატიური თვისებები. დევინკანი აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს.
იყენებენ პირველი და მეორე სტადიის ჰიპერტონული დაავადებების, თავის ტვინის ათეროსკლეროზის დროს, აგრეთვე, იმ დაავადებების შემთხვევაშიც, რასაც თან ახლავს თავის ტვინის სპაზმები. კარგი თერაპიული ეფექტი აქვს ტაქიკარდიის დროს. მასში შემავალი ალკალოიდი ვინინი  ამცირებს სისხლის წნევას. გველის სუროს იყენებდნენ, აგრეთვე, ცხვირიდან, ფილტვებიდან, საშვილოსნოდან სისხლის დენის, ფაღარათების, ციების, მალარიის, ხველის დროს და ასე შემდეგ. მის ნახარშს კომპრესებად  ხმარობენ ეგზემებისა და გამონაყრების დროს. გველის სუროს ნახარშს ივლებენ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებებისა და კბილის ტკივილის დროს.
გველის სუროს ბალახის ნაყენის მოსამზადებლად 1 სადილის კოვზ ნედლეულზე 200 მილილიტრი წყალი აიღეთ. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა 3-ჯერ დღეში ჰიპერტონიული დაავადების დროს.
მცენარე შხამიანია, ამიტომ აუცილებლად დაიცავით ექიმის მითითებები.скачать dle 11.3