კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ეს მნიშვნელოვანია

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



არსებობენ ქალები, რომლებიც ყოველდღე სამსახურში სიარულს სახლში ჯდომას ამჯობინებენ.  მათი პროფესიული არჩევანი დიასახლისობაა. თუმცა, არის მოსაზრება, რომ  ხანგრძლივად სახლში ჯდომა ქალის ბუნებაზე უარყოფითად აისახება.
უკვე დიდი ხანია, რაც ყვავილებით მოჩითული ხალათით შინ აღარავინ დადის, მაგრამ ზოგიერთ ქალს სახლში ჩასაცმელად მხოლოდ შელახული, მოძველებული  ტანსაცმელი ემეტება. ანუ, თუ დიასხლისი ხარ, გამოდის რომ დროის უმეტეს ნაწილს სწორედ ასე ჩაცმული ატარებ. რატომ დაგავიწყდათ, რომ საყვარელი ადამიანისთვის მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოიყურებით. საშინაო ტანსაცმელი არა მარტო მოხერხებული, არამედ ლამაზი და სექსუალურიც  უნდა იყოს.
საშინაო ფეხსაცმელსაც მიაქციეთ ყურადღება. დიდყურა კურდღლებისა და ფუმფულა ძაღლის ფორმის ფაჩუჩების დრო წავიდა.
როგორც წესი, დიასახლისები გაცილებით ეჭვიანები არიან, ვინაიდან სახლში  ყოფნის დროს, თავში ათასგვარი სისულელე მოსდით. ამიტომ, სახლში „ჩამჯდარი“ ქალების უმეტესობა ქმრის გრაფიკის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს.  ასეთ დროს ცნობისმოყვარეობა საღ აზრს ჯაბნის და ხელი თავისთავად გაგექცევა ქმრის პიჯაკის ჯიბისკენ. თუ ამის საშუალება გექნება, მის მობილურსაც გადაამოწმებ: ვის დაურეკა, ვინ დაურეკა, ვისი მესიჯის ზარი წრიპინებდა ცოტა ხნის წინ...
ნაზი, მეგობრული ურთიერთობის შესანარჩუნებლად, ადამიანის კონტროლი საუკეთესო საშუალება სულაც არ გახლავთ, რადგან ამით შენს პარტნიორს მუდმივად ტყუილის თქმას აიძულებ. რაც მეტის გაგებას მოინდომებ, მით მეტად მოაქცევ ჩიხში და მით უფრო აგრესიული იქნება მისი საპასუხო რეაქცია.
არის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ – თუ  თქვენსას მაინც არ იშლით და  ქმრის მობილური „ხელებს გწვავთ“, ვიდრე მისი პატრონი სააბაზანოში ღიღინებს, სანამ შიგ „შეძვრომას“ მოინდომებთ, დაფიქრდით – მზად ხართ თუ არა იმისთვის, რაც შესაძლოა, იქ დაგხვდეთ.

ყველაფერი
  არჩევნით იწყება


ყველა ქალს ჰყავს საოცნებო პრინცის იდეალი, მამაკაცი, რომელიც რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად, ის უნდა იყოს მაღალი, სიმპათიური, ჭკვიანი, საქმიანი, იუმორის გრძნობით სავსე. მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ  ამ იდეალის ძიებაში ვართ – რომ ვიპოვოთ ის, ან მასთან მიახლოებული პიროვნება.  სამწუხაროდ,  ხშირ შემთხვევაში,  რჩეული სრულიად არ შეესაბამება ამ იდეალებს, პირიქით, საკმაოდ  შორსაც კია მისგან.
რა ხდება ამ დროს?  – ჩვენ გარკვეულ კომპრომისზე მივდივართ, რადგან მარტო დარჩენის გვეშინია  და იმას ვჯერდებით, რაც ყველაზე ხელმისაწვდომია.
ჩვენ რეალობაში,  როდესაც საბაზრო ღირებულებებმა წინ წამოიწია, ურთიერთობებსაც თითქოს კომერციული ფაქტორები განსაზღვრავს. თუ შენ ხარ ჭკვიანი, ლამაზი, განათლებული, შესაბამისად, შენი საბაზრო ღირებულებაც მაღალია და უხეშად რომ ვთქვათ,  უფრო მეტად „გაყიდვადი“ ხარ.  სწორედ ეს  ზრდის  თვითშეფასების კრიტერიუმს.  
ძნელია რაღაც კომპრომისებზე წასვლა, როცა მიგაჩნია,  რომ შენ ხარ წამყვანი ძალა ურთიერთობაში. სინამდვილეში კი, პირიქითაა.
თუმცა, ისევე, როგორც ყველა სახის ურთიერთობაში, მედალს მეორე მხარეც აქვს. ამბობენ, ნაკლებად წარმატებულ პარტნიორებს  იმის გამო ვირჩევთ, რომ ვფიქობთ – ამ შემთხვევაში მათი მხრიდან ღალატის ნაკლები შანსია.
შეგვიძლია კი,  შევცვალოთ  ადამიანები ჩვენს სასიკეთოდ, ან უფრო მეტად სასურველნი გავხდეთ მათთვის?
ურთიერთობაში არ ხდება ისე, რომ ორივეს თანაბრად უყვარდეს.  ერთს ყოველთვის მეტად უყვარს,  მეორეს – ნაკლებად. შესაბამისად, ის, ვისაც მეტად უყვარს, უფრო მეტ კომპრომისზე მიდის მეორე ადამიანის დაკარგვის შიშით. ცხოვრებაში ყოველდღე გვიწევს არჩევნის გაკეთება, ხშირ შემთხვევაში, ეს  მხოლოდ წვრილმანი არჩევანია. თუმცა, ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ცხოვრების პარტნიორს ეხება…
შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად უამრავი შანსი გვეძლევა, მაგრამ საინტერესოა, რამდენად ვიყენებთ ამ ყველაფერს?

ის, რაც  ქალს
 სიცოცხლეს უმწარებს

 თუ  ქალებს მამაკაცების მიმართ პრეტენზიები უჩნდებათ, ამაში ძლიერი სქესიც არის დამნაშავე.  იმისათვის, რომ იდეალური მამაკაცის იმიჯს მიესადაგებოდეთ, გთავაზობთ იმ თვისებებისა და ჩვევების ჩამონათვალს, რომლებიც ქალებს ძალიან აღიზიანებთ.
საყვარელი ქალი აუცილებლად გაბრაზდება, თუკი მის რჩეულს:
1. უნიტაზის თავსახურავის დახურვა ავიწყდება;
2. შიშველი მამაკაცი წინდებით, ქალში სიმპათიას ნამდვილად არ იწვევს.;
3. ქალი ისეთი არსებაა, შეუძლია, საყვარელი მამაკაცის მანქანაზეც კი იეჭვიანოს. ამიტომ, როდესაც მამაკაცი საკუთარ მანქანას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, ქალი ამ დროს მიტოვებულად გრძნობს თავს;  
4.  ქალებს ნაკლებად მოსწონთ ისეთი მამაკაცები, რომლებსაც ბევრი საჭმლის ჭამა სჩვევიათ. ასეთ შემთხვევაში ხომ სწორედ  ქალია იძულებული, დააკმაყოფილოს მამაკაცის გასტრონომიული მოთხოვნები, ანუ,  მუდმივად სამზარეულოში იტრიალოს;
5. ქალის გამხიარულება ძნელი არ არის.  მაგრამ  იმ ანეკდოტებზე, რომლებიც მამაკაცების საზოგადოებაში სიცილ-ხარხარს იწვევს, ქალებს არც ეღიმებათ, ამიტომ ქალთან საუბრისას მოერიდეთ ისეთი ანეკდოტის მოყოლას, რომელიც რთული აღსაქმელია;
6. შეიძლება, ქალმა ყურადღება არ მიაქციოს ძვირფას, ლამაზ ჰალსტუხს, მაგრამ მის თვალში მამაკაცის მიმართ სიმპათიები იკლებს, თუ ფეხსაცმელზე გაცვეთილ ქუსლს, გახსნილ ზონარებსა და ჭუჭყიან ზედაპირს ნახავს;
7. ნებისმიერ ქალს სურს, რომ საყვარელი მამაკაცი, მხოლოდ მისით იყოს აღფრთოვანებული. გახსოვდეთ, ნებისმიერი მცირედი შეცდომაც კი ქალს საშინელი შურისძიებისკენ უბიძგებს;
8. მოერიდეთ  საყვარელ ქალთან დედაზე გაუთავებელ ლაპარაკს, მით უმეტეს, ნუ შეადარებთ დედას და ცოლს ერთმანეთს.скачать dle 11.3