კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რაში ეხმარება ადამიანს საკუთარი თავის სრული ურწმუნოება და რატომ უნდა გადაუხადოს ქრისტიანმა მადლობა მას, ვინც მის ცოდვებს ამხელს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 
დღეს ქრისტიანებს მრავალი განსაცდელის ჟამს გვიწევს ცხოვრება, განსაკუთრებით რთულია ის, რაც ხდება ჩვენ გარშემო, საპატრიარქოსა და ეკლესიაში. როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს მორწმუნეები, რა იარაღი უნდა გამოიყენონ მათ ხილული და უხილავი ბრძოლის წინაშე, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):


– თანამედროვე სექტანტები, როგორც მათი წინამორბედები, ყოყმანობენ, უარყოფენ „მამობას“ და ამბობენ: მათეს სახარებაში წერია: არავის უწოდო „მამაო“. მათეს სახარებაში იესო ქრისტე ამხობს ცრუ მამობას, ცრუ მღვდლობას, ცრუ ღვთისმოსაობას. ქრისტე მოვიდა, რათა დაემხო ცრუ რელიგია, ფარისევლები და მწიგნობრები ამხილა, უპირველეს ყოვლისა. მათეს სახარების 23-ე თავი ასე იწყება: „მოსეს ტახტზე დასხდნენ ფარისევლები და მწიგნობრები. ისინი რომლებიც ბევრს გკიდებენ კისერზე, ზურგზე და თვითონ იოტა არ უნდათ, რომ დაძრან. რასაც ისინი გეტყვიან, გააკეთეთ, მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ“, – ამბობს მაცხოვარი და შეგვიძლია, პირდაპირ დავუკავშიროთ თანამედროვეობას. ჩვენ გვყავს პატრიარქი, ეპისკოპოსები, სამღვდელოება – ყველას გვეწოდება „მამა“, ოღონდ არა ბუნებითი მამა, არამედ  მადლით მამა. ბუნებითი მამა იყო და არის უფალი, მაგრამ გარკვეული ადამიანები: პატრიარქები, ეპისკოპოსები, წმიდანები სულიწმიდის მადლით, ხელდასხმით ხდებიან მამები, ისინი, რომლებიც ქადაგებენ და შვეს მრევლი სახარებაში.
– შეიძლება, დღეს ყველა სასულიერო პირს ეწოდოს „მამა“?
მამა, რომელიც არ ქადაგებს, სულიერ დარიგებებს არ იძლევა, არ ცხოვრობს შესაბამისად, ფუტლარად რჩება და შეგიძლიათ, მამაოთი არც მიმართოთ. მოძღვრობა ხელდასხმით კი არ არის: ხელი დამასხეს და გავხდი მოძღვარი, – არა, მღვდელი შეიძლება გავხდე, მაგრამ ვერ გავხდე მოძღვარი. ვაკურთხებ მარილს, გადავიხდი პანაშვიდს, მაგრამ მოძღვარი რომ გახდე, სულიერად უნდა იშვე. უნდა იყო წმიდა მამების დარიგებისა და მორჩილების ქვეშ. ჭეშმარიტ სარწმუნოებაში უნდა იშვას ადამიანი, სხვაგვარად ვერავინ გადარჩება. შეიძლება, მოინათლო, ეზიარო, მაგრამ თუ ზეციდან არ იშვი, ვერ ცხონდები, – ამას ეუბნება მაცხოვარი ნიკოდიმოსს, რომელიც სინედრიონის წევრია, ერთ-ერთი რაბინი. ღამე მივა მასთან ჩუმად, რათა ეკითხება: ვინ ხარ, გვითხარი რას წარმოადგენ? მაცხოვარი პასუხობს: თუ ადამიანი ზეციდან სულიწმიდით, სისხლითა და ხორცით არ დაიბადება, ის ვერ იხილავს სასუფეველს ცათა. ნიკოდიმოსი კვლავ ბრკოლდება და ეკითხება: მე უკვე მოხუცებული ვარ და შეიძლება, მეორედ შევიდე დედაჩემის საშოში და ხელმეორედ დავიბადო? მაცხოვარი ეუბნება: შენ მოძღვარი ხარ და როგორ შეიძლება, ეს არ იცოდეო. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ იცის ბევრმა თანამედროვე მოძღვარმა, ქრისტიანმა. მარტო ტიტულები, მიტრები, გაბრწყინებული ჯვრები, მანტიები არაფერს უშველის. პირიქით, ეს ყველაფერი დიდი პასუხისმგებლობაა. ძალიან გაუჭირდება ცხონება პატრიარქს, ეპისკოპოსებს, გამიჭირდება მეც, რადგან საკუთარი თავის გარდა, მრევლიც მაბარია. მოძღვარი სამოთხეში წავიდეს და მრევლი – ჯოჯოხეთში, ან პირიქით – ასეთი რამ არ არსებობს. სადაც მიდის მოძღვარი, იქ მიდის მრევლიც, ან პირიქით. ბრმა წინამძღოლის მომყოლები ორივე ორმოში ჩავარდებიანო.
– დღეს საკმაოდ რთული სიტუაციაა ქვეყანაში, საპატრიარქოში. უამრავი რამ გახდა ნათელი, ღია და ეს ბევრ ადამიანს აბრკოლებს.
– ძალიან მძიმე სიტუაციაა დღეს ეკლესიაში, საპატრიაქროში. ამას კი ეძახიან ბრძოლას. როცა არ ებრძვი საკუთარ თავს, ცოდვას, ღმერთი თვითონ იწყებს მოქმედებას და გარკვეული ადამიანების მიერ იქნება მხილებული ყველა უღირსი სასულიერო პირი, რა თქმა უნდა, ჩემი თამადობით. არ უნდა შეგეშინდეთ ამის – ღმერთი უშვებს ყველაფერს. გემმა უკვე დაიწყო ტორტმანი, ვინც გადარჩება – გადარჩება, ვინც არა – წყალში გადავარდება და დაიხრჩობა. ამდენი ხანი იყო მშვიდობა, ვიძახდით: ივერია გაბრწყინდებაო. ბევრს ეგონა, რომ გაბრწყინდა, მაგრამ ღმერთმა დაგვანახვა: თქვენ ხართ ბჟუტავი პატრუქები, რომელიც შეიძლება, დღეს ან ხვალ ჩაქრეს. ვიყოთ ქრისტესთან, რადგან ეშმაკმა ღია ბრძოლა გამოგვიცხადა. შეშინებულები კი არ უნდა ვიყოთ, მადლობა უნდა გადავუხადოთ მათ, ვინც გვამხილა. შიშვლები აღმოვჩნდით და მოდი, შევიმოსოთ. ავიღოთ იარაღი, ლოცვანი, სახარება. საპატრიარქოში, აკადემიაში, რაც ხდება, იგივე მოხდება ოჯახებშიც. ვიღაცამ უნდა მითხრას, როგორ უნდა გავზარდო შვილები? ცოლზე ხელი რომ არ უნდა ავწიო, ამის შესახებ სხვამ უნდა მითხრას? რომ არ უნდა შევიგინო, არ უნდა მოვიპარო, არ უნდა მივითვისო ეკლესიის ქონება, ამაზე ვინმე მღვდელმა უნდა მამხილოს და მერე დაიჭირონ ის მღვდელი? ეს სხვამ უნდა გვითხრას, თუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ? არ შეიძლება, ჩუმად ვიყოთ, უნდა ამოვიღოთ ხმა. არ შეიძლება, პატრიარქის ნათესავი იყო და მიითვისო ათასი რაღაც. დღეს არ ამოვიღებთ ხმას, ხვალ სხვა იტყვის და ამით პატრიარქს ვაყენებთ შეურაცხყოფას, რომელიც ჩუმად არის და ტირის. მეცოდება, მან შემიფარა უღირსი შვილი და ამდენი რამ ჩამაბარა. ასე უნდა იფიქროს ყველა სასულიერო პირმა, ეპისკოპოსმა, ასეთი უღირსები რომ ვართ და გული რომ ვატკინეთ იესო ქრისტეს, პატრიარქს. რამე თქვეს ტყუილი? აჩვენეს ის, რაც ხდება და პასუხი აგე ამ ყველაფერზე. ამიტომ სანამ ძალიან არ ავყროლებულვართ, მივხედოთ ჩვენს ცოდვებს, ეკლესიას, შინაგან მდგომარეობას. სხვას ნურაფერს გადავაბრალებთ. რა თქმა უნდა, გვებრძვიან, მაგრამ ჩვენ მივეცით ამის საშუალება და ღმერთმაც დაუშვა ჩვენზე ეს ბრძოლები.
– თუ არსებობს უხილავი და ხილული ბრძოლის წინააღმდეგ იარაღი?
– ასეთი წიგნია ნიკოდიმოს მთაწმინდელის „უხილავი ბრძოლა“, რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს. ჩვენ ვართ მებრძოლო ეკლესიის შვილები და ყველას სჭირდება საჭურველი. ეს საჭურველი მას კარგად აქვს აღწერილი. ქრისტიანს, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება მუზარადი, რაც არის საკუთარი თავის სრული ურწმუნოება. ანუ, პირველი იარაღი არის ის, რომ საკუთარი თავის რწმენა არ გამაჩნია, მე მივდივარ ბრძოლაში უფალი იესო ქრისტეს სახელით. მეორე: აბჯარი – ეს არის უფლის ვნებების შემეცნება. უფალს გააჩნდა უვნებო ვნებები, მისი ვნება იყო ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე: იღლებოდა, გაურბოდა განსაცდელს, ტიროდა, შიოდა. ის, რომ უფალი ჩვენსავით იყო ადამიანურ ბუნებაში, ოღოდ ცოდვების გარეშე – ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. როცა საბრძოლველად მივდივართ, გავიხსენოთ, რომ იესო ქრისტე ჩვენთვის ჯვარზე გაეკრა და გამარჯვება მოგვიტანა. ამ მოგებაში შენც უნდა მიიღო მონაწილობა – საკუთარი თავი უნდა გადაარჩინო იესო ქრისტეს დახმარებით. მესამე: ფეხსაცმელები – სიმდაბლე, საკუთარი სნეულებების შეცნობა. სიმდაბლის გარეშე ვერავინ ცხონდება. მეოთხე: ფარი – ეს არის განსაცდელში მოთმინება და გულრგილობასთან განრიდება. დღეს ყველანი განსაცდელში ვართ, ოღონდ – მეტ-ნაკლებად. თუ ადამიანი ტირის, წუხს, განსაცდელში წუწუნებს, წყდება განსაცდელი მასზე და წყდება ასევე მადლიც, ცხონებისკენ წარმატება. შენ თუ დაიწყე წუწუნი, შეგიმსუბუქდება განსაცდელი და ვერ მიიღებ გამარჯვების ჯილდოს. მეხუთე: ცალ ხელში ხანჯალი – ეს არის გონებითა და სიტყვით ლოცვა, ცოდნით განპირობებული. ხშირად ლოცვების კითხვაც კი გვეზარება და მამები გვირჩევენ: თუ ვერ ლოცულობ, წაიკითხე მაინცო. როცა სწორად ვლოცულობთ, გონება არ გვეფანტება, გონება ამუშავებს სიტყვებს და მე ვხდები, რომ ცოდვილი ვარ, ამპარტავანი, მეზვერე – ეს არის გონებით ლოცვა. მეორე ხელში შუბი: როცა ადამიანში შემოდის ვნებები, კი არ უნდა თქვა: რა ვქნა, მინდოდა ხაჭაპური და ვჭამე, სიგარეტი მინდოდა და მოვწიე.  როგორც კი ვნებების შემოსვლა დაიწყო, მაშინვე დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოუცხადო, სხვანაირად დამარცხდები და აზრი არ ექნება ბრძოლას. მეექვსე: საზრდელი, რითაც ძალას იკრებენ მტრის წინააღმდეგ – ეს არის  საღმრთო ზიარება. პირველი საზრდელი წმიდა ზიარების მიღებაა, ოღონდ არა ისე, როგორც დღეს ვეზიარებით. ნაჩქარევი აღსარება, მაგიური ზიარება რაში გჭირდებათ? ზიარების შემდეგ შეწუხდი, დაინახე საკუთარ  თავში ცოდვები და გამოსწორებაზე იფიქრე.  

скачать dle 11.3