კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ხორციელი და სულიერი



ხორციელი ადამიანები იოლად ეგუებიან ამ წუთისოფელს; სულიერნი კი მასში თავს ყოველთვის მწირად და უცხოდ გრძნობენ.
ხორციელნი ეძებენ და ამბობენ, რომ თავიანთი წარმოშობის წყაროს საკუთარი სახლის ეზოში, ნაგვის გორაზე პოულობენ. ამიტომ, როცა მას ედრებიან, სიამაყეს განიცდიან თავიანთი ადამიანური ხატების გამო.
სულიერნი ეძებენ და პოულობენ თავიანთი წარმოშობის წყაროს მაღლა, გაცისკროვნებულ ვარსკვლავებს ზემოთ, გონებისთვის მიუწვდომელ და ენით გამოუთქმელ სიწმიდეში. ამიტომ, მდაბლდებიან და მწუხარებენ, რადგან ხედავენ, თუ რამდენად დაშორდნენ ღვთის ხატებას.
სულიერნი არ ეძებენ პასუხს კითხვაზე: ვინ შემქმნა მე? – რადგან კარგად ესმით, რომ მთელ სამყაროში ვერავის უწოდებ შემოქმედს, გარდა ჭეშმარიტი ღმერთისა. ხორციელები კი, როდესაც ეს კითხვა აწუხებთ, პასუხს საკუთარი სახლის ეზოში, ნაგვის გროვაში პოულობენ, ოღონდაც კი, არავისი ეშინოდეთ და არავისი რცხვენოდეთ.

ღმერთისგან ჩვენ სიცრუე გვაშორებს
ღმერთსა და ჩვენ შორის გამყოფი მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეა. თუ ვიტყვით, რომ ღმერთისგან ჩვენ ჭეშმარიტება გვყოფს, ეს იგივეა, ვთქვათ, რომ ღმერთსა და ჩვენ შორის გამყოფი ღმერთია.
ცრუ აზრები, ცრუ სიტყვები, ცრუ გრძნობები, ცრუ სურვილები – აი, სიცრუის ერთობლიობა, რომელსაც მივყავართ არარსებულისკენ, ილუზიებისა და ღვთის უარყოფისკენ. ამ გზიდან უკან ვერ დაბრუნდები ძლიერი, ცხოვრებისეული ძვრების გარეშე – სანამ დაბრმავებული ადამიანი სავლეს მსგავსად, მიწაზე არ განერთხმება და სანამ მას ღმერთი არ წამოაყენებს მტვრისა და უძლურებისგან და არ დაუბრუნებს მხედველობას.

განშორება
მტრების ერთმანეთთან განშორება მათ შორის ურთიერთსიძულვილს აძლიერებს.
მეგობრების ერთმანეთთან განშორება მათ შორის ურთიერთმიჯაჭვულობას განამტკიცებს.
დედის შვილთან განშორება, მათ შორის სიყვარულს ამძაფრებს.
ღმერთთან ჩვენი განშორება ამრავლებს ღმერთის ჩვენდამი სიყვარულს. როდესაც ამას ვგრძნობთ, სირცხვილი გახურებულ რკინასავით გვწვავს და ვჩქარობთ მასთან დაბრუნებას მეტი სისწრაფით, ვიდრე მისგან გამოვიქეცით; და ვბრუნდებით უმეტესი სიყვარულით.
ადამიანთა უმრავლესობის სულის ისტორია – ეს არის ღმერთისგან დროებით გამოქცევისა და მასთან სწრაფი დაბრუნების მონაცვლეობა.
ჰოი, ოღონდაც დედამიწაზე ჩვენი უკანასკნელი დღეებისას არ აღმოვჩნდეთ ღმერთთან განშორებაში, არამედ, რაც შეიძლება, ახლოს აღმოვჩნდეთ მასთან!

სიკეთე სხვადასხვანაირია
თუკი ღმერთი გწამს და ფიქრობ, რომ გრძნობითი და ბუნებითი სიკეთეები ერთადერთია, ასე ღმერთი ადამიანს უგზავნის, მაშინ შენ არასწორად ფიქრობ ღმერთზე.
ნებისმიერი გრძნობითი და ბუნებითი სიამოვნება მთავრდება სიმწრით. ხოლო, ღმერთი მონადირე არ არის, რომელიც ტკბილი მისაზიდით აბამს მხეცს მახეში.
გრძნობითი და ბუნებითი სიკეთეები – ეს არის ღვთის მეორე ხელით ბოძებული ძღვენი. მისი პირველი ხელიდან გამოსული ძღვენი – ეს სულიერი ნიჭია.
გრძნობით და ბუნებით სიკეთეებს ღმერთი ადამიანებს აძლევს ერთადერთი განზრახვით – შეახსენოს მათ უმაღლესი, უტკბილესი და მარადიული სიკეთე. ისინი წინასახეა მომავალი სიკეთეებისა. უგუნურია ის, ვისაც ეს არ ესმის და უბედურია ის, ვინც ამას ვერ გაითავისებს.
გრძნობითი და ბუნებითი სიკეთეები, ისევე, როგორც გარემოუცველი სამყარო, მხოლოდ და მხოლოდ ნადიმზე მიწვევაა. ბედნიერია ის, ვინც თავს არ ინუგეშებს მხოლოდ მიწვევით და იჩქარებს, გამოეხმაუროს მეფეს. კეთილეყოფა მას, ვინც მიწვევას ნადიმად არ ჩათვლის.
უბედურია და ორმაგად უბედური ის, ვინც დაკმაყოფილდება მიწვევით და ამაო და პატივმოყვარე უგუნურებაში მეფეს დაივიწყებს.

ჭეშმარიტი ცხოვრება

შეიძლება, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ეს სიმართლეა: ჩვენ ამქვეყნად იმიტომ მოვდივართ, რომ მისგან თავი დავიხსნათ. ისევე, როგორც ადამიანები ომში სიამოვნების მისაღებად კი არ მიდიან, არამედ მისგან სახსნელად!
დიდი სიკეთის გამო მიდიან ადამიანები საომრად; უფრო დიდი სიკეთისთვის, ვიდრე მიწიერი ცხოვრებაა, ჩვენ მარადიული და უკეთესი ცხოვრებისთვის ვიბადებით ამქვეყნად.
ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველთვის მიიჩნევდნენ თავიანთ ცხოვრებას სამხედრო სამსახურად. როგორც ჯარისკაცები ითვლიან თავიანთი მსახურების დღეებს და სიხარულით ფიქრობენ შინ დაბრუნებაზე, ასევე ქრისტიანებიც მუდმივად ფიქრობენ თავიანთი ცხოვრების დასასრულზე და ზეციურ სამშობლოში დაბრუნებაზე.

скачать dle 11.3