კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 როგორ „დაირტყა“ ერთდროულად ქმარიც და საყვარელიც ნანა ნებიერიძემ და ვინ არის მამაკაცი, რომლის გამოც მას გათენება უხარია

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე



 მიუხედავად იმისა, რომ ნანა ნებიერიძეს სპორტში დიდი წარმატებები ჰქონდა, საზოგადოებამ ის ტელეშოუებიდან გაიცნო. სულ მალე ახალ სერიალში ნანა ცოლის, საყვარლისა და მრავალშვილიანი დედის როლშიც მოგვევლინება. მას ხშირად უწევს უცხოეთში მოგზაურობა და თავისი გამორჩეული გარეგნობის გამო, ყველგან ყურადღების ცენტრშია.
ნანა ნებიერიძე:
მოგზაურობის ფანი ვარ. მირჩევნია ვიყიდო საგზური, ვიდრე ძვირად ღირებული „შმოტკები“. ძალიან მიყვარს ლამაზი ჩასაცმელები, მაგრამ იმ ფულით უცხოეთში მირჩევნია დავისვენო. ჩემოდნის ჩასალაგებლად, მაქსიმუმ შვიდი წუთი მჭირდება და არასდროს არაფერი მავიწყდება. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ყველა მეუბნება, ამდენს რომ მოგზაურობა, ეტყობა, ეს შენი ზოდიაქოს ნიშნის ბრალიაო (იცინის).
– ვინ ხარ ზოდიაქოთი?
– ზოდიაქოთი „ტყუპები“ ვარ, 21 ივნისს მაქვს დაბადების დღე. მითხრეს, ამ ნიშნით დაბადებულს უყვართ მოგზაურობაო და თუ ჩემით ვიმსჯელებთ, ასეა. 22 ივნისს მივფრივავ ბაქოში და წელს ვერ ვიხდი დაბადების დღეს, მაგრამ გასულ წლებში, უცხოეთში ისეთი დაბადების დღეები მაქვს აღნიშნული, ალბათ, დიდხანს გამყვება ის ემოცია. ერთ წელს ამერიკაში გადავიხადე დაბადების დღე. იმ პერიოდში იქ ვმუშაობდი. წამიყვანეს რესტორანში და ისეთი სასწაული ზეიმი მომიწყვეს – მომართვეს დიდი, უზარმაზარი, წითელი კიბორჩხალა. ნამდვილ ზღაპარში მეგონა თავი. ეს დაბადების დღე ჩემთვის დაუვიწყარია. ვგიჟდები საჩუქრებზე. ძალიან მიყვარს, მაგრამ ის უფრო მახარებს, როცა ჩემ გვერდით ადამიანები ბედნიერები არიან. ჩემი დაბადების დღე აუცილებლად უნდა იყოს დღესასწაული, სადაც ყველა ბედნიერია. მით უმეტეს, თუ ეს უცხო გარემოში ხდება, ასმაგად დღესასწაულია. ბევრისგან გამიგია, გზა მღლისო. მე, პირიქით, რომ ვიცი, წინ სასიამოვნო დღეები მელის, მგზავრობა უფრო სასიამოვნოა. ვგიჟდები თვითმფრინავის საჭმელზე და ერთი სული მაქვს, როდის ჩამოატარებენ (იცინის).
– ბევრ ქვეყანაში გიწევს გამგზავრება. გასაგებია მგზავრობა რომ გიყვარს, მაგრამ გზაში რაიმე ექსტრემალური არ მომხდარა? აი, როცა სიკვდილს თვალებში ჩახედე და შეგეშინდა?
– შარშან, თურქეთიდან, იზმირიდან მოვფრინავდი და სიკვდილს გადავურჩი. საშინელ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ვერ დასვეს თვითმფრინავს, ცაში ქანაობა დაიწყო. მთელი ოცი წუთის განმავლობაში ვიჯექი და ხმამაღლა ვლოცულობდი. ცხოვრების ისეთი ნიუანსები ამოტივტივდა, რომ არ მახსოვდა და არც ვიხსენებდი, ტვინში იყო დალექილი. ექსტრემალურ სიტუაციში პანიკაში არ ვვარდები, უბრალოდ, სტრესი მაქვს და ისეთი რაღაცეები მახსენდება, თავად მიკვირს.
– რამდენჯერ ხარ სიკვდილს გადარჩენილი?
– რამდენჯერმე გადავურჩი სიკვდილს და ყველა ცას უკავშირდება. მიწაზე არც ავარიაში მოვყოლილვარ და არც რაიმე ექსტრემალურ სიტუაციაში. ახლა დავფიქრდი და ჩემი ცხოვრების კადრები მარტო ცაში გარბი-გამორბის თვალწინ. მიწაზე უფრო ამქვეყნიური ვარ (იცინის). პალმა დე მაიორკაში ვიყავი და მანქანა ვიქირავე – „ფოლკსვაგენ პოლო“. ჩვენ ხომ ქართველები ვართ და კანონი ყველგან უნდა დავარღვიოთ (იცინის). მოკლედ, სამჯერ წაიყვანეს ჩემი მანქანა და სამჯერ მიმიყვანეს პოლიციაში. ბოლოს რომ მივედი, პოლიციელები იცინოდნენ „გეორგიან ვუმენი“ მოვიდაო (იცინის). გაოგნებულები იყვნენ, საღოლ თქვენ, თუ საქართველოში ასე დადიხართო. სამი წლის წინ კი თურქეთში, ანტალიაში, ვისვენებდი. ყველა დამსვენებელს ეპატიჟებიან მასაჟზე და ჩემს ნომერში რომ მოვიდნენ: უი, თქვენ ნანა არ ხართო? გავოცდი, ახალგახსნილ, პრესტიჟულ თურქულ სასტუმროში როგორ მიცნეს-მეთქი. თან, მხოლოდ მე ვიყავი ქართველი, დანარჩენი სულ უცხოელები ისვენებდნენ. მასაჟისტი აღმოჩნდა ბათუმელი გოგო, სოფო და უფასო მასაჟიც „დავირტყი“ (იცინის).
– მართალია, რომ ამერიკაში ჩასულმა ბარგი დაკარგე და უფულოდ დარჩი?
– კი. ავიაკომპანიამ, რომლის თვითმფრინავითაც მივფრინავდი, ბარგი დამიკარგა. სულ ვამბობდი, ერთხელ ისე მოხდეს, უცხოეთში ტანსაცმლის გარეშე დავრჩე და თავიდან-ბოლომდე „ჩავიშმოტკო” ახალი „ზმანებით-მეთქი” და ამიხდა ოცნება (იცინის). რომ მითხრეს. თქვენი ბარგი დაიკარგაო, იმის ნაცვლად, ერთი ამბავი ამეტეხა, სიხარულით ჭკუაზე არ ვიყავი (იცინის). განცხადება დამაწერინეს და აეროპორტიდან პირდაპირ მაღაზიებში წამიყვანეს. თავიდან  ბოლომდე ჩამაცვეს. მოკლედ, ამერიკული ოცნება ასე ავიხდინე (იცინის).
– აზარტული თუ ხარ და უცხოეთში კაზინოებში თუ შედიხარ?
– აზარტული ვარ და ამერიკაში, ატლანტიკ სიტიში, კაზინოში რომ არ წახვიდე და ცნობისმოყვარეობა არ დაიკმაყოფილო – ამ ცდუნებას ვერც მე გავუძელი. წავაგე სამასი დოლარი და მივხვდი, კაზინო ნარკოტიკივითაა, არ არის ჩემი და ამ მხრივ, უიღბლო ვარ.
– რომელი ქვეყანა იყო შენთვის ისეთი, რომელმაც სხვა განზომილებაში გადაგიყვანა, მოგხიბლა და წამოსვლა აღარ გინდოდა?
– ჩინეთმა, ნამდვილად სხვა განზომილებაში გადამიყვანა. ისეთი აურა აქვს ამ ქვეყანას, გრძნობ, რომ სასწაულში მოხვდი. თუმცა, იქ დარჩენა ნამდვილად არ მომდომებია. საერთაშორისო ტურნირზე ჩავედით. სასტუმროდან რომ გამოვდიოდი, ქუჩაში ხალხი ჩერდებოდა და მაკვირდებოდა. ძალიან გამხდარი, დიდი ცისფერი თვალებით, ჩინელებისთვის „მეხუთე ელემენტი“ ვიყავი. მენეჯერმა მითხრა, მოდი რა, შუშის კოლბაში ჩაგსვამ და ხალხი მოვა შენს, როგორც სამუზეუმო ექსპონატის, სანახავადო (იცინის). ასე რომ, ჩინელებისთვის ჩემი სიგამხდრითა და თვალებით „ნონსენსი“ გავხდი. სხვათა შორის, ყველა ქვეყანაში, სადაც ვყოფილვარ, ყურადღებას ვიქცევ. ავსტრალიაში, ოლიმპიადაზე რომ ჩავედით, ქუჩაში ჯერ მაკვირდებოდნენ, მერე მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ, საიდან ხართო. მეხვეწებოდნენ, აქ გადმოდი საცხოვრებლად, სამსახურს მოგცემთ, ბინას, დაზღვევას და უზრუნველ მომავალს შეგიქმნითო. იქ, ქალების დეფიციტია და ლამაზ ქალს ყველა თვალს აყოლებს. თან, მეუბნებოდნენ, ასეთი ლამაზი ქალები თუ გყავთ საქართველოში, ისინიც წამოიყვანეო (იცინის). რა ვქნა, უცხო ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ. იქ მოგზაურობა და დასვენება მირჩევნია.
– უცხოეთში ეგზოტიკური სამზარეულო თუ დააგემოვნე?
– პარიზში გავსინჯე ლოკოკინა. ვიცოდი, რას ვჭამდი და ძალიან მომეწონა. მაგრამ, ჩინეთში გავსინჯე ხორცი, მომეწონა, გემრიელად მივირთვი და ბოლოს რომ მითხრეს, ძაღლის ხორცი იყოო, იქ დასრულდა ჩემი ეგზოტიკურობა.
– ამბობ, ყველგან ყურადღებას ვიქცევო. დავიჯერო, შენს ცხოვრებაში არ გამოჩნდა მამაკაცი, რომელმაც შეძლო შენი ყურადღების მიპყრობა და ვის გვერდითაც მოგზაურობა, ყოველდღიურობა, კიდევ უფრო რომანტიკული გახდება?
– ჩემს გვერდით არის ერთადერთი და უკანასკნელი მამაკაცი, რომლის გამო დაღამებაც და გათენებაც მიხარია. ეს არის ჩემი ალექსანდრე, ჩემი შვილიშვილი. ის ჩემს ცხოვრებაში ორწელიწად-ნახევარია მთავარი კაცია. მისგან არაფერი მწყინს და ყველაფერს ვუსრულებ. დილით, როცა სარკესთან ვწესრიგდები, დგას და დაკვირვებით მიყურებს. ვეკითხები,  „ბუ“ მოგწონვარ, მპასუხობს – კი და იმ დღეს უბედნიერესი ვარ. ის არის ჩემი ყოველი დღის განწყობა და პოზიტივი. ჯერ პირადულისთვის არ მცალია. ამ მხრიც პაუზა ავიღე. იმედია, მომავალში გამოჩნდება მამაკაცი, რომელსაც ყველაფერს ვაჩუქებ.
– ახალ სერიალში გიღებენ, რომელიც სულ მალე გავა ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე. რა როლი გაქვს და ვის თამაშობ?
– მე ვარ ნანი, კოტეს ცოლი. მყავს საყვარელი და სამი შვილი – ორი ბიჭი და ერთი გოგო. ასე რომ, ქმარიც „დავირტყი,” საყვარელიც მყავს და მრავალშვილიანი დედაც გავხდი (იცინის).
– არ შემიძლია არ გკითხო, საოცარ ფორმაში ხარ და ეს დიეტების დამსახურებაა თუ გენეტიკის?
– დიეტაზე არ ვარ. ამით ორგანიზმს სტრესში ვერ ჩავაგდებ. თან, როცა დიეტაზეა ადამიანი, განწყობაზეც ცუდად მოქმედებს. უბრალოდ, არ ვჭამ ცომეულს, ვერიდები მარილს და შაქარს.  რომ მეკითხებიან, როგორ ინარჩუნებ წონას და ასე როგორ გამოიყურებიიო, ვპასუხობ, ჩემი დიეტა ჩემი გენეტიკაა-მეთქი (იცინის).
скачать dle 11.3