კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 როდის არის აუცილებელი ჩიყვის ქირურგიული მკურნალობა

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

  ენდოკრინული ორგანოების  პათოლოგიებიდან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები მაღალი სიხშირით გამოირჩევა. ამ ორგანოს პათოლოგიების მკურნალობაში განსაკუთრებული და წამყვანი ადგილი უკავია ქირურგიულ მეთოდს.  ოპერაცია ფარისებრ ჯირკვალზე დღეისთვისაც კი, რთული ქირურგიული პროცესია.
  წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილიან საავადმყოფოში, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით,  დიდი წარმატებით   კეთდება ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე. ოპერაციული მკურნალობა გულისხმობს ფარისებრი ჯირკვლის სრულ ამოკვეთას, ანუ თირეოიდექტომიას. აღსანიშნავია, რომ  პაციენტი კლინიკაში, უმრავლეს შემთხვევებში, მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში რჩება.  ოპერაციის ღირებულება, მიუხედავად კლინიკის გუნდის მაღალი კვალიფიკაციისა და პირობებისა, ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე სხვა კლინიკებში.
გვესაუბრება თეიმურაზ სესიტაშვილი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ს ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი,  წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს ექიმი ქირურგი.

– ბატონო თეიმურაზ, რას წარმოადგენს ჩიყვის ოპერაციული მკურნალობა და რამდენად უსაფრთხოა პაციენტისთვის?
– უნდა აღინიშნოს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან საკმაოდ დაიხვეწა ოპერაციული ტექნიკა და ორმოცდაათიანი წლებისთვის  უკვე საგრძნობლად შემცირდა ამ ოპერაციის გართულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ადრე ყველა ოპერაცია ითვალისწინებდა ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის ნაწილობრივ ამოკვეთას. ეს კი უკვე აღარ შეესაბამებოდა  ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიის თანამედროვე მოთხოვნებს,  რომლის თანახმადაც, აუცილებელია, ამოიკვეთოს ჯირკვალი მთლიანად ან მისი ერთი წილი, ასევე სრულად, ანუ, დღეს მიდგომები მთლიანად შეცვლილია.
– ყველა ადამიანს შეიძლება, გაუჩნდეს კითხვა, თუ რამ გამოიწვია ასეთი რადიკალიზმი?
ამ საკითხში გარკვევისთვის საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მოკლე მიმოხილვა.  ტერმინი – ჩიყვი გულისხმობს ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ამა თუ იმ ხარისხით. ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს კვანძებით, დიფუზური გადიდებით და შერეული ტიპით. ამ დროს ფარისებრი ჯირკვლის, როგორც ენდოკრინული ორგანოს, ფუნქციური მდგომარეობა შეიძლება, იყოს დაქვეითებული, ნორმალური ან მომატებული. ჩიყვის ოპერაციული მკურნალობის ჩვენებაა ფარისებრი ჯირკვლის გადიდება მე-3 ხარისხით და ზემოთ, კვანძოვანი ჩიყვი და მომატებული ფუნქციური მდგომარეობა, როცა მედიკამენტური მკურნალობა უშედეგოა.
– როგორ ზუსტდება დიაგნოზი?
– დიაგნოზის დადასტურებისთვის გამოიყენება გამოკვლევის სხვადასხვა მეთოდი. მაგალითად: ულტრაბგერითი კვლევა, ეგრეთ წოდებული, ექოსკოპია; ჯირკვლის წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია – პუნქტატის ციტოლოგიური კვლევით; ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობრივი განსაზღვრა. უნდა აღინიშნოს, რომ კვანძოვანი ჩიყვის 15-17 პროცენტი შეიძლება, იყოს ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე ანუ კიბო. სამწუხაროდ,  21-ე საუკუნეშიც კი, თანამედროვე კვლევის მეთოდები  არ გვაძლევს  საშუალებას  100 პროცენტით დაისვას ეს დიაგნოზი. ეს შესაძლებელია მხოლოდ ოპერაციისას ამოკვეთილი მასალის სრული მორფოლოგიური გამოკვლევით. სწორედ კიბოს შესაძლო არსებობა გახლავთ ფარისებრი ჯირკვლის რეზექციაზე, ანუ ნაწილობრივ ამოკვეთაზე უარის თქმის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პაციენტებს დასჭირდებათ განმეორებითი ოპერაცია, რაც დარჩენილი ქსოვილების სრულ ამოკვეთას გულისხმობს და ტექნიკურად საკმაოდ რთულია.  შემდეგი მიზეზი გახლავთ ის,  რომ ჩვეულებრივი, კვანძოვანი ჩიყვის დროს გაკეთებული რეზექციების შემთხვევებში, აღინიშნება ძალზე ხშირი რეციდივი და პაციენტებს ასევე, ესაჭიროებათ განმეორებითი ოპერაციები. დიფუზური ტოქსიური ჩიყვის დროსაც კი, თუ ადრე მიღებული იყო, ეგრეთ წოდებული, სუბტოტალური რეზექციის წარმოება, ანუ ქსოვილის  მცირე უბნების შენარჩუნება ენდოკრინული ფუნქციისთვის, უგულვებელყოფილია ასევე,  რეციდივების არსებობის გამო. ოპერაციის შემდგომ პერიოდში საჭიროა ჩანაცვლებითი თერაპია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით,  რაც გაცილებით ადვილად მიმდინარეობს ჯირკვლის სრული ამოკვეთის შემთხვევაში.
უნდა აღინიშნოს ისიც,  რომ რეზექციის გაკეთებისას ტოვებდნენ ჯირკვლის იმ უბნებს, სადაც ძალზე ახლოსაა განლაგებული, ეგრეთ წოდებული, პარათირეოიდული ჯირკვლები და შებრუნებითი ნერვები. არ უნდა მომხდარიყო მათი დაზიანება, რასაც მოჰყვებოდა სავალალო შედეგები – კალციუმის ცვლის მოშლა კრუნჩხვებით და ხმოვანი იოგების დამბლა. ფარისებრი ჯირკვლის სრული ამოკვეთისას ქირურგი მანიპულირებს მისი კაფსულის ირგვლივ. საჭირო ხდება პარათირეოიდული ჯირკვლებისა და შებრუნებითი ნერვების ვიზუალიზაცია, მათი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, რაც ქირურგის გაცილებით მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს.
– ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია, პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმს
– გეთანხმებით,  ჩვენი რჩევა იქნება, კისრის წინა ზედაპირზე გამობერილობის შემჩნევის შემთხვევაში, პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმს  სათანადო გამოკვლევებისთვის. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ექოსკოპიური კვლევით აღმოჩენილი, დაქვეითებული ექოგენობის  წარმონაქმნების აღმოჩენის შემთხვევაში,  რასაც მცირე ზომების დროსაც ესაჭიროება ფუნქციური გამოკვლევა. ასევე, საყურადღებოა თირეოტოქსიკოზის კლინიკური ნიშნების არსებობა, რაც შეიძლება გამოვლინდეს ჭარბი ოფლიანობით, კანკალით, ტაქიკარდიით, ნერვული აშლილობებით და სხვა. პაციენტებმა, რომელთაც ჩიყვის გამო ესაჭიროებათ ქირურგიული მკურნალობა, ოპერაციამდე უნდა გაათვითცნობიერონ, თუ ფარისებრი ჯირკვლის რა პათოლოგია აღენიშნებათ და რა მოცულობის  ოპერაციულ ჩარევას სთავაზობს ქირურგი. არგუმენტი, რომ თირეოიდექტომიის შემდგომ მუდმივად საჭირო იქნება ჰორმონის დალევა, მისაღები არ არის იმ რისკებთან შედარებით, რაც შეიძლება, მოჰყვეს ფარისებრი ჯირკვლის ნაწილობრივ ამოკვეთას.
საკონტაქტო ტელეფონი: 599 94 11 14.скачать dle 11.3