კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 გაშორდა თუ არა ქეთა თოფურია ქმარს და რატომ არჩია მან ფეშენებელურ კურორტზე დასვენებას წყნეთის სიწყნარეში ყოფნა

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


 ბოლო დროს, ბევრი ჭორი აგორდა, ქეთა თოფურიას გარშემო – ოჯახი დაენგრა, შვილს მარტო ზრდის, ქმარს – ლევ გეიხმანს დაშორდაო. ამაზე კომენტარს, თავად მომღერალი არ აკეთებს. ქეთა 11 ივნისს ჩამოფრინდა თბილისში და ახლა წყნეთში, სუფთა ჰაერზე ისვენებს. ნატო დუმბაძე, ქეთას ოჯახისა და თავად მომღერლის ახლო მეგობარი და გულშემატკივარია. ამიტომ, მასთან ვცადეთ გადაგვემოწმებინა, იყო თუ არა საქართველოში ქეთას ჩამოსვლა დაგეგმილი, ვისთან ერთად ისვენებს ის წყნეთში და ჩამოაკითხავს თუ არა ქმარი მას, საქართველოში.
– სოცილურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ქეთა თოფურია წყნეთში ისვენებს. ეს დაუგეგმავი ვიზიტია თუ გადაწყვეტილი ჰქონდა ჩამოსვლა საქართველოში?
მე ვიცოდი, რომ ქეთა საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას. დაუგეგმავი არ ყოფილა. როცა ტელეფონით ვესაუბრე, მითხრა, ჩამოვდივარ. ვიცი, ჟურნალისტები დაგიწყებენ რეკვას და გეხვეწები, დასასვენებლად ვარ და არანაირ ინტერვიუს არ მივცემო. 11 ივნისს ჩამოვიდა, ორი კვირა აქვს შვებულება და უნდა მშვიდად, სიწყნარეში, ოჯახთან ერთად გაატაროს. ძიძაც ჰყავს წამოყვანილი და ოლივია პირველად არის თბილისში.
– რატომ ჩამოვიდა ქმრის გარეშე და ეს ხომ არ ამყარებს იმ ეჭვს, რომ ის ლევ გეიხმანს გაშორდა? თუმცა, ამ ფაქტს, ქეთაც და მისი გარემოცვაც უარყოფს.
– ის, რომ ქეთა ქმარს გაშორდა, როგორც მისი ოჯახის დიდი ხნის ახლობელი და უფროსი მეგობარი, დანამდვილებით გეტყვით, რომ ჭორია. ლიოვაც აპირებს ჩამოსვლას და ისიც წყნეთში დაისვენებს. არანაირი საფუძველი არ არსებობს, იმისთვის, რომ ქეთა და ლიოვა დაშორდნენ. ცნობილ ვარსკვლავებზე ყოველთვის აგორებენ ჭორებს და ზუსტად ასე მოხდა ქეთას შემთხვევაშიც. ასეთ ჭორებს ქეთაც და მისი ოჯახის წევრები თუ ახლობლები, მშვიდად ვხვდებით. კიდევ ვამბობ, როცა ხარ ვარსკვლავი, ჭორების შემოტევებისთვისაც მზად უნდა იყო.
– ქეთა არ რეაგირებს მის გარშემო აგორებულ ჭორებზე და შესაბამისი რეაქცია არ აქვს? არ სწყინს?
– არანაირად არ რეაგირებს. იმის მერე, რაც რუსეთში სიმღერის გამო საქართველოში მოღალატედ გამოაცხადეს, რამე უნდა ეწყინოს?
– ბოლო პერიოდში, ამ თემაზე, ქეთა ჟურნალისტებთან შეხვედრას თავს არიდებს და ცდილობს, პირად ურთიერთობებზე კითხვებს პასუხი არ გასცეს. ეს კიდევ უფრო ამყარებს იმ ეჭვს, რომ მას ქმართან პრობლემები აქვს.
– კიდევ ვამბობ, მას არანაირი პრობლემა არ აქვს ქმართან და არც ჟურნალისტებთან შეხვედრას გაურბის. თუმცა, არ უყვარს პირადზე საუბარი. სულ ესაა და არ მგონია, რომ ეს ჭორების საბაბია. არ ვარ ვარსკვლავი, მაგრამ პირად ცხოვრებაზე საუბარს, მეც თავს ვარიდებ. არ არის აუცილებელი პირადი ურთიერთობების სახალხოდ გამოფენა და ეს ხასიათი მომწონს ქეთაში. ვიცით, რომ გათხოვდა, არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს, მზრუნველი ქმარი, ულამაზესი შვილი და ამაზე მეტი რა უნდა გავიგოთ?
– თავად თქვი, ქეთა ვარსკვლავიაო. ვარსკვლავების არა მარტო კარიერა, არამედ პირადი ცხოვრებაც ყველას აინტერესებს და ეს ბუნებრივია.
– ერთხელ ისაუბრა პირადზე, ერთ-ერთ ქართულ ტელეშოუში და ერთი და იგივეს ვერ გაიმეორებს.  თავად, საშინელი გრაფიკი აქვს და ახლაც მთხოვა, გეხვეწები, შენით ეცდებიან ჩემთან დაკავშირებას და დამასვენეთო. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ქართველ ჟურნალისტებს არ სწყალობს ქეთა და ინტერვიუზე უარს ამბობს, უბრალოდ, ახლა დასვენება უნდა და არავის ემალება.
– წყნეთში, როგორც ვიცი, ქეთას აქვს აგარაკი და იქ ისვენებენ?
– არა, ქეთას აგარაკზე რემონტია და ამიტომ, ბინა იქირავეს.
– როგორც წესი, მომღერალი შვებულების გატარებას, ყოველთვის უცხოეთში, ფეშენებელურ კურორტებზე ამჯობინებს. წელს რატომ გადაწყვიტა, შვილთან ერთად, წყნეთში დასვენება?
– ოლივია ჯერ ორი წლისაა, ძალიან პატარაა, ქეთა კი ძალიან ზრუნავს მასზე და წყნეთის ჰაერზე დასვენება, ამიტომაც გადაწყვიტა. შარშან იყვნენ იტალიაში, წელს კი საქართველოში გადაწყვიტეს ჩამოსვლა და დასვენება. ჯერ აქ დაისვენებენ, შემდეგ კი, ალბათ, სადმე კიდევ წავლენ.
– ქეთას კარიერული „ნათლია“ რუსეთში შენ ხარ. მეგონა, ოლივიას შენ მონათლავდი.
– ქეთას თავისი ბავშვობის სამეგობრო წრე ჰყავს. ის, რომ ქეთას კარიერული „ნათლია“ ვარ რუსეთში, არ ნიშნავს, რომ მისი შვილის ნათლიაც მე უნდა ვიყო (იცინის). არ არის ვალდებული ქეთა, რომ მე ვიყო მისი შვილის ნათლია. მე და ნატა – ქეთას დედა,  დიდი ხნის უახლოესი მეგობრები ვართ. ქეთას ოთხი წლის ასაკიდან ვიცობ, მაგრამ ის, რომ მის კარიერულ წინსვლაში მივიღე მონაწილეობა, არ ხდის მას ვალდებულად, რომ მისი შვილის ნათლია აუცილებლად მე ვიყო. ჩვენ  ერთი ოჯახი ვართ და ეს საკმარისია ჩვენთვის. ნათლიობა დიდი პასუხისმგებლობა, აღმსარებლობა და ზრუნვაა. მოდაში შემოსული შვიდი-რვა ნათლია კი, ჩემთვის მიუღებელია. ხუთი ნათლული მყავს და სამწუხაროდ, ჩემს ნათლულებს ხშირად ვერ ვხედავ. ამას ძალიან განვიცდი.
– თქვი, ქეთას ბავშვობიდან ვიცნობო. ახლა რომ უყურებ ოლივიას, დედას ჰგავს?
– ოლივია რომ დაიბადა, ამბობდნენ, არ ჰგავს ქეთასო. მე ქეთას დედას, ნატას დავენიძლავე და ნიძლავი მოვიგე – ოლივია დედას საოცრად ჰგავს – თვალებით,  ტუჩით, ცხვირით, თმით. ქეთაც მშვიდი, ლამაზი და საყვარელი  იყო და მისი შვილიც ამაში მას ჰგავს. ქეთას პატარაობისა და ოლივიას ფოტოები რომ ნახოთ, ამაში თავად დარწმუნდებით. ლიოვას იერიც აქვს, ამასაც ვერ ვუარყოფ, თუმცა, რომ გაიზრდება, უფრო დედას დაემსგავსება.
– ლიოვა როგორი მამაა?
– ძალიან მზრუნველი, გადაყოლილი, არაჩვეულებრივი და მუდმივ კონტაქტზე მყოფი.  ვიცი, რომ, როცა მოსკოვიდან სადმე მიდის, სულ სკაიპით ეკონტაქტება, ესიყვარულება. ასევეა ქეთაც. ცდილობს, გაანებივროს და თავისუფალი დრო შვილთან გაატაროს. ქეთაც და ლიოვაც მოსიყვარულე, მზრუნველი მშობლები არიან. როგორც ქეთა, ასევე, ოლივიაც ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული.
– აპირებს თუ არა ქეთა კიდევ შვილის გაჩენას?
– გვილაპარაკია ამაზე და უთქვამს, მინდა ოთხი შვილი გავაჩინოო. თავად დედისერთაა. ბევრი ნათესავი და მეგობარი ჰყავს, ძალიან მხიარულია, უყვარს ხმაური, კონტაქტი, ხალხმრავლობა და ბავშვების ჟრიამული. ოლივიას ძალიან უყვარს ქეთას ტანსაცმლის მორგება და უნდა ნახოთ, როგორი სასაცილოა ქეთას ტანსაცმელში გამოწყობილი (იცინის). რადგან შორი მანძილი გვაშორებს, ქეთას „ინსტაგრამით“ ვადევნებ თვალს და ოლივიას უკვე ვარსკვლავური იმიჯი აქვს – მოირგო ქეთას გარდერობი. ასე რომ, ჩემი აზრით, მომავალი ვარსკვლავი გვეზრდება.
– ესე იგი, მომავალში, სცენაზე ვნახავთ?
– აი, ეს ჯერ არ ვიცი, მთავარია, პატარა ვარსკვლავი უკვე გვყავს – სახელად ოლივია (იცინის).
скачать dle 11.3