კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 როგორ იქცევა მელორ ვაჩნაძის ცოლი ქმრის დაპატიმრებისას და როდის გაჩნდა მის ცხოვრებაში სხვა გოგო

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


  მელორ ვაჩნაძე უკვე ოთხი წელია, მოდელ ნინი გოგიტიშვილზეა დაქორწინებული. წყვილს ერთი გოგონა ჰყავს. მელორს პირველი ქორწინებიდან კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავს. ამჯერად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ნინისა და მელორის ურთიერთობა მოექცა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი დაშორდა და მელორს მოდელ ლიზი წიგნაძესთან ჰქონდა რომანი.

მელორი: ცოლს არ დავშორებულვარ, უბრალოდ, ნაჩხუბრები ვიყავით. ოთხი წელია, მე და ნინი ცოლ-ქმარი ვართ, შვილი გვყავს. ოფიციალური ქორწილი ჯერ არ გვქონია, მაგრამ აუცილებლად გვექნება. ჯვარსაც დავიწერთ და ხელსაც მოვაწერთ. კარგია, რომ აქამდე ეს არ გაგვიკეთებია. ხელი რომ გვქონოდა მოწერილი, ალბათ, ოცჯერ გავაწერდით და თავიდან დავქორწინდებოდით (იცინის). იმ ეტაპამდე რომ მივალთ, როცა ასე ხშირად აღარ ვიჩხუბებთ, ოფიციალურადაც დავქორწინდებით. ბევრი ჩხუბი ყოფილა ჩვენ შორის. მიკვირს, ან არ ეზარება ეს ალაგება-ჩალაგება?! (იცინის). სანამ ბავშვი გვეყოლებოდა, ცოტა ბარგი ჰქონდა, მაგრამ  ახლა ბავშვის ნივთებიც დაემატა. თუმცა, მაინც ხუთ წუთში ასწრებს ყველაფრის ჩალაგებას და გარბის. ჩაბარგებაში არა, მაგრამ უკან დაბრუნებაში ვეხმარები და მართლა მიკვირს, როგორ ახერხებს, ხუთ წუთში იმხელა ბარგის შეგროვებას, რომ მერე, მიჭირს ხოლმე მოტანა. გურულია და ცოლად იმიტომ მოვიყვანე, სამოთხეში მინდა, მოვხვდე (იცინის). თუმცა, ჩვენი ჩხუბი ორი-სამი დღე გრძელდება. ერთმანეთს საშინელ სიტყვებს ვეტყვით, მერე ეს წავა თავის ნათესავებთან, ჩემგან შექმნის მონსტრს და ისინიც შეიცოდებენ. მოსწონს, როცა ყველა ეუბნება: ნინი, რა ცოდო ხარ. მაგრამ, უკვე ყველამ იცის, რომ ტყუილად მიდის. თუმცა, ბოლოს სერიოზულად ვიჩხუბეთ. ორი თვე ვიყავით დაშორებული და მხოლოდ ბავშვის გამო გვქონდა კონტაქტი. თუმცა, იმ მომენტებშიც არ ვლაპარაკობდით. რაც შეეხება იმ ამბავს, ეს ჭორი არ ყოფილა. ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა. იმ გოგოს მიმართ გრძნობები არ მქონია და ვერც მექნებოდა. ერთხელ შემიყვარდა და დღეს ეს ადამიანი გვერდით მყავს. თუმცა, ორი თვე რომ მარტო ხარ, ვიღაცასთან ერთად გაისეირნებ და ყავას დალევ. იმ საღამოს მეც და ის გოგოც ნასვამები ვიყავით. ფოტო დადო და მომნიშნა, მეც დავუშვი კედელზე. ვურჩიე, ამასთან დაკავშირებით ინტერვიუს ნუ მისცემ-მეთქი. თუმცა ეტყობა, მაინც წასძლია სულმა და მისცა. ამით არცერთი არ დავზარალებულვართ, მაგრამ თუ არ გასაჯაროვდებოდა, უკეთესი იქნებოდა. ვფიქრობ, ერთადერთი, ვისთანაც ბოდიში მაქვს მოსახდელი, ნინია – ჩემი შვილის დედა, რომელიც ძალიან მიყვარს.
ნინი: ბოლო დაშორებისას, იმ გოგოსთან ერთად გადაღებული ფოტოები ნანახი არც მქონდა. „კეთილისმსურველმა“ მეგობარმა დამირეკა და მითხრა: „იცი, რა მოხდა?!“ სიმართლე რომ ვთქვა, არ მიეჭვიანია, არც მელორის დაკარგვის შემშინებია და არც ის მიფიქრია, რომ იმ გოგოს მიმართ სერიოზული გრძნობა ჰქონდა. ჩემს გრძნობებშიც დარწმუნებული ვარ და ჩემი ქმრის სიყვარულშიც. ერთმანეთი ამ ჩხუბების დროსაც ძალიან გვიყვარს. უბრალოდ, გამიკვირდა, რატომ გააკეთა ეს. მით უმეტეს, დაშორებიდან იმდენი ხანი არ იყო გასული, რომ ვიღაც გოგოსთან დაეწყო ურთიერთობა. თან, მელორისგან ასეთ ნაბიჯს არ ველოდი, ისეთი არაა, ცოლს რომ ღალატობდეს. პირიქით, ძალიან ერთგულია.
მელორი: მაგას მტკიცებით ფორმაში რომ ამბობ, „მგონია” მაინც დააყოლე (იცინის).
ნინი: მე თუ შენ არ გიცნობ... მოკლედ, ეჭვიანობით არა, მაგრამ გავბრაზდი, რადგან არ იყო ჩვენი დაშორებიდან იმდენი დრო გასული, ვიღაც გოგო ჰყოლოდა. იმ გოგოსგანაც გამიკვირდა ეს ნაბიჯი – ხომ იცოდა, რომ ბიჭს ცოლ-შვილი ჰყავს და ახალი ნაჩხუბრები ვიყავით. თუმცა ვიფიქრე, ასაკით პატარაა და შეიძლება, პიარის მიზნით გადადგა ეს ნაბიჯი-მეთქი.
მელორი: ჰო, მაგრამ ისიც ცნობილი გოგოა. პიარის მიზნით არა, უბრალოდ, საკუთარი სურვილი  ხმამაღლა თქვა.
ნინი: აბსოლუტური იგნორი იყო ჩემი მხრიდან, არაფერი შემიმჩნევია. მერე თვითონ გამოჩნდა და შევრიგდით. მაგრამ, იმ გოგოს გამო არა (იცინიან).
– შენს ადგილას ბევრი ცოლი, პირიქით, არ შეურიგდებოდა ქმარს სხვა გოგოს არსებობის გამო.
– ეს არ იყო ღალატი. იმ პერიოდში ჩვენ დაშორებულები ვიყავით. ღალატია, როცა ცოლი გყავს და იმ დროს დადიხარ სხვა გოგოებში. ის გოგო არც შეყვარებული იყო და არც არავინ.
მელორი: ჩვეულებრივი მეგობარია. თან, მეც არეული ვიყავი. ისე, მადლობა მინდა, ვუთხრა. იმ პერიოდში სიცხე მქონდა და წამლები მოჰქონდა ჩემთან.
ნინი: ძალიან ზრუნავდა, ხომ? მაშინ მეც მინდა, მადლობა ვუთხრა, ჩემს ქმარზე რომ ასე იზრუნა. კარგი გოგოა (იცინის).
მელორი: შენ ხომ არ გიეჭვიანია?! (იცინის).
ნინი: არა, იმიტომ რომ, ვიცი, მე გიყვარვარ.
მელორი: მე და ნინი დიდი ხანია, ერთად ვართ. ეს არ არის ხანმოკლე გატაცება. ცოლად რომ მოიყვანენ გოგოს, სამ-ოთხ თვეში გამოფხიზლდებიან და ფიქრობენ, ეს რამ მომაყვანინა, ბევრად უკეთესიც შემეძლო მომეყვანაო. ჩვენ მსგავსი დამოკიდებულება არ გვქონია. თავდაპირველი გრძნობა გვაქვს ახლაც და აქამდე, ერთი ამოსუნთქვით მოვედით.
– ამჯერად რამ გადაგადგმევინა შერიგებისკენ ნაბიჯი?
– ერთხელ ჩემი შვილი, დისშვილებთან ერთად, კახეთში წავიყვანე ნათესავებთან. ღამით ბავშვი ჩემთან უნდა დარჩენილიყო, მაგრამ კახეთში რომ წავედით, ნინისთვის ამის თქმა საჭიროდ არ ჩავთვალე. ურთიერთობა არ გვქონდა მაშინ და ანგარიში რატომ უნდა ჩამებარებინა?! გზაში „ლაივი“ გვქონდა ჩართული და გაიგო, სადაც ვიყავი. განგაში ატეხა, ბავშვს აღარ განახებო – „ბოროტი ჩაერთო“. სასამართლოში ხომ არ დავიწყებდი ბავშვის ნახვის საათებზე სირბილს, ჭკუა ვიხმარე და გადავწყვიტე, ცოტა დამეთბო ურთიერთობა. თავიდან ეს მიზანი მქონდა, მაგრამ ბადე რომ გაქვს გადაგდებული, გგონია, თევზს დაიჭერ და ამ დროს თვითონ გადაიქცევი თევზად, ისე დამემართა (იცინის). ერთ საათში მივხვდი, რომ არ შემეძლო ამ ადამიანის გარეშე ცხოვრება.
ნინი: დავიწყებ იქიდან, რომ, როცა მამას ბავშვი სადმე მიჰყავს, დედამ ყოველთვის უნდა იცოდეს, სად არის მისი შვილი. ეგ სპეციალურად გააკეთა, რომ გავბრაზებულიყავი და პირველს მე დამერეკა.
– და სხვა გოგოს შემდეგ, შენ როგორ გადაწყვიტე შერიგება, რა გააკეთა შენთან შესარიგებლად?
მელორი: არაფერი, უბრალოდ, რომ მხედავს, შოკში ვარდება დღემდე და ეგრევე შემირიგდა (იცინიან).
ნინი: გაბრაზება მართლა მალე გადამდის. რომ შემომხედავს და გამიცინებს, მაშინვე მავიწყდება ყველაფერი. გულში რომ ინახავენ ბრაზს, ასეთი არ ვარ (იცინის).
მელორი: რას ამბობდი? „შუა ხნის ასაკის კრიზისიო?!“
ნინი: ჰო, ეგეც ვიფიქრე, შუა ხნის ასაკის კრიზისი ხომ არ დაეწყო ჩემს ქმარს-მეთქი (იცინის). თუმცა, კარგად ვიცნობ და არ მიფიქრია, რომ ამ გოგოს გამო დავკარგავდი. ერთსაც ვიტყვი, ჩემს ქმარს ვერავის დავუთმობ, ჩემია და „ვსო”.
– მელორის გარშემო სულ ხმაურია, ძალიან ბევრჯერ იყო დაპატიმრებული. ალბათ, შენც არ გიწევს სტანდარტულად ცხოვრება. როგორ შეეჩვიე ამ ყველაფერს?
– თავიდან მიჭირდა, მაგრამ მერე შევეჩვიე.
მელორი: რომ მოვიყვანე, მეორე დღეს დამიჭირეს (იცინის).
ნინი: ცოლად რომ გავყევი, მეორე დღეს ბათუმში წავედით და იქ მოხდა ცნობილი „პიაცას ამბები“.
მელორი: ისე, მაგაში რომ იძლეოდნენ ნობელის პრემიას, ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც ცოცხალ სააკაშვილს სილა გააწნა – რამე მაჩუქონ არ შეიძლება?! (იცინის).
ნინი: ყველაფერში ამყოლი ვარ, რასაც არ უნდა აკეთებდეს, გვერდით ვუდგავარ. ეს ამბავი რომ მოხდა, ძალიან განვიცადე, მაგრამ არ შემშინებია. პირიქით, მაქსიმალური შემართებით ვიყავი, რომ ყველაფერში დავხმარებოდი.
მელორი: ჩემი ცოლი რეალური ჩიკაა (იცინის).
ნინი: მიმწოლი ვარ და ყოველდღიური პრობლემების არ მეშინია. მელორის ექსცენტრიკულ ხასიათს მშვენივრად ვიღებ. მით უმეტეს, ახლა, დრო რომ გავიდა, უკვე ზეპირად ვიცი, რა უნდა გავაკეთო. რომ დამირეკავენ და მეტყვიან: „მელორი დაიჭირეს“, მე ვპასუხობ: ააა, კარგი, ახლავე და უკვე ვიცი, სად დავრეკო და რა გავაკეთო. თან, პროფესიით იურისტი ვარ. ასე რომ, ჩემი ქმარი ჩემს ხელში არ დაიკარგება (იცინიან).
მელორი: 33-ჯერ ვარ დაპატიმრებული და ყველა ოქმს ვინახავ (იცინის).
– პოლიტიკურ ასპარეზზე რა ხდება ამ ეტაპისთვის?
– ყოველთვის ვცდილობ, კარგი დავინახო. თუმცა ჩემი ბევრი მეგობარი უკვე დაუპირისპირდა ამ ხელისუფლებას. მეც ბევრ საკითხთან დაკავშირებით მიჩნდება კითხვები და რაღაცეები არ მომწონს. მინდა, ხელისუფლებას ვუთხრა, რომ დაფიქრდეს, მელორ ვაჩნაძესაც ჰყავს ოჯახი და არსებობა სჭირდება. ხალხს რომ ჰგონია, მილიონერი ვარ, სინამდვილეში, რაც დავქორწინდით, ქირით ვცხოვრობთ. ბევრს ჰგონია, რომ მინისტრის პოსტზე ნაკლებს არ დავთანხმდები. თუმცა, სახელმწიფო სამსახურში  სხვა პოზიციაზეც არაჩვეულებრივად ვიმუშავებ და ვინც მიცნობს, დამეთანხმება, თუ საქმეს ხელს მოვკიდებ, აუცილებლად საფუძვლიანად გავაკეთებ, ბოლომდე მივიყვან. ჯერ ვუყურებ სიტუაციას და თუ არაფერი შეიცვლება, ალბათ, დავუბრუნდები ძველ მდგომარეობას და მერე უკვე ამ მთავრობას მივუთითებ, სად აქვთ ლაქები.
– შენს ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად რა მიგაჩნია?
– ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ჩემი ოჯახია.
скачать dle 11.3