კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 როგორ სწერს გარდაცვლილ მეგობარს დღემდე წერილებს ოლიკო კობახიძე და რა მხარდაჭერას გრძნობს ის მისგან

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


  ოლიკო კობახიძე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეთორმეტე მონაწილეა, რომელიც ხალხის გადაწყვეტილებით აღმოჩნდა ამ პროექტში. ოლიკო ღირსეულ კონკურენციას უწევს დანარჩენ მონაწილეებს და მან უკვე შეძლო მაყურებლისთვის თავის შეყვარება.
ოლიკო კობახიძე:
ჩემი ისტორია საინტერესოდ, სიუჟეტურად, ვითარდება. ახალი ჩამოსული ვიყავი პრაღიდან, სადაც ვსწავლობდი და მინდოდა, საკუთარი თავის რეალიზება მომეხდინა საქართველოში. დავიწყე სამსახურის ძებნა და ამ ძებნაში, საბოლოოდ, აღმოვჩნდი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, რაც ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. სრულიად გადავერთე ცეკვებზე და სამწუხაროდ, ჩემს პროფესიას დიდ დროს ვეღარ ვუთმობ. მიკვირს მათი, სხვა პროფესიას რომ უთავსებენ „ცეკვავენ ვარსკვლავებს,“ რადგან მე დროის 100 პროცენტს მართმევს.
– რთული იყო ამასთან შეგუება?
– თავიდან რთული იყო: ახალ გარემოში, ახალ სოციუმში მოვხვდი და თითქოს ყველა ეჭვის თვალით გიყურებს. არ გიცნობენ და თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლაც გიწევს. პირველ ლაივზე აუტსაიდერი ვიყავი და ამ ლაივს ჩემთვის დიდი ემოციური დატვირთვა ჰქონდა. მსგავს სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ, როცა სხვა წყვეტს შენს ბედს. ძალიან კარგად მიმიღო იმ სოციუმმა, რომელშიც ახლა ვარ და კომფორტულად ვგრძნობ თავს.
– ცეკვავდი ადრე?
– ქართულ ცეკვებთან მქონდა შეხება. უბრალოდ, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, თავის დანებება მომიწია, რადგან, ძირითადად, სწავლას ვუთმობდი მეტ დროს. ლათინური ცეკვების სწავლა ოცნებად მქონდა და ამ პროექტში მონაწილეობა ერთგვარი გამოწვევაც იყო ჩემთვის. თან, ახალ რაღაცეებსაც ვსწავლობ, არა მხოლოდ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურადაც ვიხვეწები, ვიზრდები. უფრო მეტად შემიძლია ემოციების კონტროლი, კიდევ უფრო კარგად ვგეგმავ დღის განრიგს, დეტალებზე ორიენტირებული გავხდი. მაქსიმალისტი ვიყავი, მაგრამ ახლა  კიდევ უფრო მეტად ვატან თავს ძალას, მაქსიმუმი გავაკეთო იმისთვის, რომ მაყურებლის წინაშე კარგად წარვდგე. სტრესული გარემოა, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს: მთელი ემოციები უნდა ჩადო, რომ მაყურებლამდე მიიტანო ის, რის თქმაც გინდა.
–  მომიყევი პრაღაში ცხოვრების შესახებ.
პრაღაში მაგისტრატურა დავამთავრე. მანამდეც დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი, მაგრამ პრაღამ კიდევ უფრო მეტად გაზარდა დამოუკიდებლობის ხარისხი. შევიძინე ბევრი მეგობარი. ძალიან გამიჭირდა პრაღიდან წამოსვლა, მაგრამ ბოლო მომენტში მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი – აქ გამომეყენებინა მიღებული ცოდნა. სულ ვამბობ, რომ რაღაცის დასასრული სხვა რამის დასაწყისია-მეთქი. პრაღაში დასრულდა ჩემი აყვავებული სტუდენტური ცხოვრება და საქართველოში კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება დაიწყო. პრაღაში ძალიან დიდი ქართული დიასპორაა, რომელიც ცდილობს, პრაღაში  მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები არ მოწყდნენ ქართულ ფესვებს. მეც ვიყავი ამ ყველაფრის თანამონაწილე. გვყავს ქართული მრევლი, ყოველ შაბათ-კვირას ვგალობდით ეკლესიაში და ამ ყველაფერში ძალიან გვეხმარებოდა მამა იოსები. თავიდან, პრაღაში ინგლისურად კი  ვსწავლობდი, მაგრამ ჩეხური ენაა იქ და ამიტომ, საზოგადოებასთან კონტაქტი იყო რთული. თუმცა, ამ ყველაფრის გადალახვაში ისევ ქართველები და ჩემი თანაკურსელები დამეხმარნენ. რაც უფრო გავიზარდე, თავგადასავლები გადამხდა, მით მეტად ვისწავლე ცხოვრება.
– რა თავგადასავლები გადაგხდა.
ირლანდიაშიც ვცხოვრობდი 3 თვე და საინტერესო იყო ის, რომ მქონდა ოქროსფერი ფეხსაცმელი. გამვლელები მაჩერებდნენ ქუჩაში და მთხოვდნენ, იქნებ მოგვყიდო შენი ფეხსაცმელიო, თან, ამით იმხელა პოზიტივს გადმომცემდნენ... ირლანდიაში ყოველ 10 წუთში წვიმს და მქონია მომენტები, უცხო მოსულა და მისი ქოლგის ქვეშ საინტერესო საუბარი გაგვიბამს. ეს ყველაფერი შენც იმაში გეხმარება, რომ სხვებს გაუზიარო დადებითი ემოციები, ენერგია.
– რა ბედი ეწია შენს ოქროსფერ ფეხსაცმელს?
– ისევ მაქვს ჩემი ოქროსფერი ფეხსაცმელი. ერთ ადამიანს იმდენად მოეწონა, რომ დაჟინებით მთხოვდა მიმეყიდა.
– რა კუთხით აპირებ შენი პროფესიის გაგრძელებას?
– ოჯახის ყველა წევრი სამედიცინო სფეროსთან არის დაკავშირებული. თავიდან მეც მინდოდა, ამ სფეროში ვყოფილიყავი ჩართული. საბოლოო ჯამში, იურიდიულ ფაკულტეტზე გავაკეთე არჩევანი. „თესეუში” სამოქალაქო სამართლის კუთხით ვისწავლე, პრაღაში – ბიზნესისა და ევროპის სამართლის. მაგრამ, ჩემი ბოლო სამაგისტრო ნამუშევარი მივუძღვენი საავტორო სამართალს, რომელიც ძალიან საინტერესოა. კიდევ უფრო აქტუალურია საავტორო სამართლის გავრცელება ინტერნეტში – ჩემი სამაგისტრო ნაშრომის სათაური იყო. ხშირად ხდება ინტერნეტსივრცეში საავტორო უფლებების დარღვევა, კრიმინალი, ბევრი გამხდარა ბულინგის მსხვერპლიც. აქედან გამომდინარე, ავირჩიე ეს განხრა და როგორც კი დასრულდება პროექტი, ამ კუთხით გავაგრძლებ მუშაობას.
– შენი უფლებებიც დარღვეულა ინტერნეტში?
– მე გამიტეხეს „ფეისბუქი“, რომელიც ძალიან ცუდად გამოიყენეს – არასასიამოვნო მიმოწერებს ახორციელებდნენ სხვადასხვა ადამიანთან. ძალიან ვინერვიულე, რადგან, როცა ადამიანი სახელს გიტეხს, შენი სახელით ცუდად მოქმედებს, ეს შენზე ცუდად აისახება. ვერ გამოვააშკარავე ის ადამიანი. მაშინ იმდენადაც არ ვიყავი ინფორმირებული, როგორ და რანაირად უნდა გამეკეთებინა ეს. დღემდე ხდება „ფეისბუქიდან” პირადი ინფორმაციის მოპარვა და მინდა, ამის პრევენცია მოხდეს, ხალხი უფრო მეტად გაიზარდოს ამ კუთხით.
– რამდენიმე დღის წინ შენს „ფესბუქზე“ გულისამაჩუყებელი, თბილი პოსტი დაწერე, რომელიც გარდაცვლილ ადამიანს მიუძღვენი. ვინ იყო ის შენთვის?
– ის იყო ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი. გარდა იმისა, რომ ნათესაური კავშირი გვქონდა, ჩემი სულიერი მეგობარი გახლდათ. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და სამწუხაროდ, უდროოდ გარდაიცვალა. ეს იყო უდიდესი ტკივილი. გარდაიცვალა პრაღაში წასვლამდე ერთი კვირით ადრე. ეს იყო საშინლად დიდ ტრავმა ჩემთვის. 4 ივნისს დაბადების დღე ჰქონდა და მივუძღვენი ეს პოსტი. პრაღაში შემიქმნეს ისეთი ემოციური ფონი, რომ ეს ყველაფერი გადამელახა, რადგან ჩემთვის ძალიან რთული იყო კონსტანტინეს გარდაცვალება. სხვა გამოსავალი არ მქონდა, უნდა წავსულიყავი. დღემდე არ მგონია, რომ კოკუნა ჩემ გვერდით არ არის. მასთან სულ მაქვს ცალმხრივი კონტაქტი. ხშირად ვწერ წერილებს, საკუთარ ემოციებს ვუზიარებ ჩემს დღიურში. კოკუნასგან არა მხოლოდ მე, სხვებიც დიდ მხარდაჭერას ვიღებთ.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში – შეყვარებული თუ გყავს ან როგორი კრიტერიუმები გაქვს?
– ინდივიდუალურია ყველაფერი. მთავარი კრიტერიუმი ჩემთვის მაინც არის ის, რომ ადამიანი უნდა იყოს განათლებული, შინაგანი კულტურით. დადებითი ენერგია შიგნიდან უნდა მოდიოდეს და ერთ ტალღაზე უნდა ვიყოთ. შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ და ზოგჯერ მეცინება, ამას რომ ვამბობ – 25 წლის ვარ. არ ვარ იმ კატეგორიის, ადვილად რომ უყვარდებათ. პირიქით, რთული იქნება და ჯერ კიდევ წინ არის ის ერთადერთი. თუ ვიპოვი ჩემი ცხოვრების თანამგზავრს, დიდი სურვილი მაქვს, იმ ერთ ადამიანთან ერთად გავატარო მთელი ცხოვრება. ვნახოთ, რას მიმზადებს ბედი.
P.S. ფოტო მოგვაწოდა ფოტოგრაფმა გიორგი ცაავამ.
скачать dle 11.3