№25 ეს საინტერესოა
* ერნესტ ჰემინგუეი პეირაფობიით (სახალხო გამოსვლების შიში) იტანჯებოდა. მან 5 ომი, 4 ავტოკატასტროფა, 2 ავიაკატასტროფა გადაიტანა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
* ედგარ ალან პოს სიბნელის ეშინოდა. პატარა ედგარს მათემატიკის გაკვეთილები სასაფლაოზე უტარდებოდა. სიღარიბის გამო მოსწავლეებს წიგნების შეძენის საშუალება არ ჰქონდათ. სასაფლაოზე კი პედაგოგის დახმარებით მიცვალებულის დაბადებისა და გარდაცვალების წლებს ანგარიშობდნენ.
* აგატა კრისტი დისგრაფიით (წერის უნარის დარღვევა, რომელიც არ არის დაკავშირებული ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან) იტანჯებოდა. ხელით წერა არ შეეძლო. ყველა მისი ნაწარმოები კარნახით დაიწერა.
* ლეონარდო და ვინჩი მონა ლიზას ტუჩებს 12 წელი ხატავდა.
* „მეტრო გოლდენ მაიერის“ ცნობილი სარეკლამო რგოლის ლომმა მწვრთნელი აღნიშნული რგოლის გადაღებიდან მეორე დღეს მოკლა.