№25 ბრძნული აზრები
პოლ ვალერი: დროა, ვისწავლოთ უნდობლობა ჩვენივე აზრის მიმართ, იმიტომ რომ, ის ჩვენი აზრია.
სიუნ ცზუ: თუ გაიგე, რომ შენს ბანაკში ჯაშუშია, მოისყიდე და ახლოს გყავდეს.
მაკიაველი: რომ შეიცნო ხალხი, მეფე უნდა იყო და რომ შეიცნო მეფე, ხალხს უნდა ეკუთვნოდე.
ლეონარდო და ვინჩი: როდესაც მოყვასს ვეხმარები, დაღლას ვერ ვგრძნობ.
მონტენი: მაღალი თანამდებობის პირებზე უბედურნი მხოლოდ ისინი არიან, ვისაც მათი შურთ.
ჩაპეკი: ბევრი რამაა მოფიქრებული იმისთვის, რომ არ იფიქრო.
კონფუცი: ძველ მითებს ხალხი ქმნიდა, ახლებს თავად მითის გმირები თხზავენ.
ლოკი: ჩამოხრჩობილის სახლში თოკის დანიშნულებაზე შემზარავი წარმოდგენა ექმნებათ.
ფრანკლინი: საჭიროა, მტერს უკეთესად იცნობდე, ვიდრე მოკეთეს.
სოლომონი: თუ გინდა, ვინმეს გაუტოლდე, უნდა მიბაძო.
ლესინგი: არ არსებობს უგუნურისთვის სასარგებლო სიბრძნე.
როკფელერი: არასდროს არაფერი გეყოფა, თუ არ იცი, რამდენია საკმარისი.
დეკარტი: თუ განმარტოება გინდა, ხალხმრავალ ქალაქში წადი.
აპდაიკი: ვიკინგების ძველი წესის თანახმად, რაც არ შეგიძლია შეინარჩუნო, შენ არც გეკუთვნის.
ტოლსტოი: დიდი სიყვარული მხოლოდ დიდი შეცდომის შემდეგ მოდის.
შექსპირი: მე შემიძლია, მთელი ცხოვრება ჩაკეტილ სივრცეში ვიჯდე, მაგრამ უსასრულობის მეფე ვიყო.
ციცერონი: ადამიანი სხვა ადამიანს მანამ ვერ იტევს გულში, სანამ მონუმენტად არ აქცევს.
დიდრო: სამშობლოსთვის თავს სწირავენ, მისი ღალატისთვის კი მხოლოდ სახელს.
შოუ: კაცს მაშინ დაუფასდება, როცა კაცად სცნობენ, ქალს – როცა ქალად შეიცნობს საკუთარ თავს.
მოპასანი: ქალს ვრცელი მოთხოვნილებები აქვს, მამაკაცს – ღრმა.