№25 ხუთდღიანი დიეტა, დაბალანსებული რაციონით
დაბალანსებული რაციონით, ორგანიზმისთვის კომფორტული კვების რეჟიმითა და დაბალი კალორიულობით, ხუთდღიანი დიეტა წონაში დაკლების საუკეთესო საშუალებაა.
საუზმე
100 გრამი წიწიბურის, ჰერკულესის ან ბრინჯის ფაფა, ოღონდ მომზადებამდე 12 საათით ადრე, დაალბეთ წყალში და შემდეგ ხარშეთ 15 წუთი. ასევე, მწვანე ჩაი და 100 გრამი ნებისმიერი ხილი.
სამხარი
200-250 გრამი ნებისმიერი ხილი.
სადილი
150 გრამი ბოსტნეულის წვნიანი, 150-200 გრამი ბოსტნეულის სალათა და 100 გრამი ცილის შემცველი პროდუქტი, მაგალითად, თევზი, ხორცი, კვერცხი, ზღვის პროდუქტები.
ვახშამი
100 გრამი ხაჭოს დესერტი კენკრითა და ხილის წვენი ან ხილისა და ბოსტნეულის სალათა 1 კოვზი არაჟნით ან ნაღებით.
დაძინებამდე სამი საათით ადრე, მიიღეთ ცილის შემცველი ის პროდუქტი, რომელიც უკვე მიირთვით დღის განმავლობაში.
არ დაგავიწყდეთ, დღეში, სულ მცირე, 2 ლიტრი წყლის დალევა.