კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ისე გამათხოვეს, არავის უკითხავს, მინდოდა თუ არა იმ ადამიანთან ცხოვრება, რომელიც არც კი მომწონდა

თათია ფარესაშვილი ნანა, 42 წლის.

ინტიმური საუბრები

 იმის გამო, რომ წლები მემატებოდა, ოჯახმა ჩემი გათხოვება გადაწყვიტა და ისეთ ბიჭს გამაყოლეს, რომელიც მიყვარდა კი არა, არც ვიცნობდი. უბრალოდ, ერთხელ დაპატიჟეს ჩვენთან, სახლში, გამაცნეს, დამნიშნეს და ქორწილის დღეც დათქვეს. არავის უკითხავს, მინდოდა თუ არა გათხოვება და იმ ადამიანთან ცხოვრება, რომელიც არც კი მომწონებია. მოკლედ, გამათხოვეს და დაიწყო ჩემთვის სატანჯველი. არც დილის გათენება მიხარია და არც დაღამება. ყველა მეუბნება, რა შეუფერებელი წყვილი ხართო. მიუხედავად წლებისა, ასაკი საერთოდ არ მეტყობა. გენეტიკაც მიწყობს ხელს, რომ ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე. ჩემი ქმარი კი, დაბალი, მსუქანი და მელოტია. სწორედ ისეთი, როგორებს ზედაც არ ვუყურებდი. ყოველთვის მაღალი, გამხდარი, ელეგანტური ბიჭები მომწონდა. ჩემს მშობლებს დაუჟინიათ, კარგი ხასიათი აქვს, შეძლებულად ცხოვრობს, მუშაობს, არც განათლება აკლია და არც კულტურაო. არც გართობაზე ფიქრობს, არც იმაზე, რომ სადმე გასეირნება მინდა ან დაქალებთან წასვლა. სამსახურში წასვლისას, უნდა გავაცილო, მერე სადილი მოვუმზადო, მერე გავურეცხო, გავუუთოო და სამსახურიდან მოსულს გაღიმებული დავხვდე. ეს არის ჩემი მოვალეობა. კარგი შინამოსამსახურე ჰყავს ჩემი სახით და არა – ცოლი. რომ არ ვუყვარვარ, არც მიკვირს. ისე შემირთო ცოლად, არ მიცნობდა. ახლაც დილიდან საღამომდე სამსახურშია, იქიდან მოსული ან ტელევიზორს უყურებს, ან საბუთებში იქექება. ბავშვიც არ მყავს, რომ გავერთო მის მოვლაში გული გადავაყოლო. მას კი, ესეც არ ადარდებს. რომ ვთქვი, ბავშვი მინდა და ისეთ ასაკში ვართ, რომ არ გვეყოლოს, ძალიან ვნერვიულობ-მეთქი, იცით, რა მიპასუხა? ბევრი წყვილია, ვისაც შვილი არ ჰყავს, რა პრობლემააო. აზრი არ აქვს მასთან ამ თემაზე კამათს. ისე ვცხოვრობთ ერთ ჭერქვეშ, როგორც ორი უცხო ადამიანი. ჩემი დედამთილ-მამამთილი უკვე მოხუცები არიან, სოფელში ცხოვრობენ და უკვე მითხრა ჩემმა ქმარმა, ზაფხულში, ორი თვე მათთან წადი. მე შვებულება რომ მექნება, მერე ჩამოვალ. მიულაგ-მოულაგე, ცოტა შეეშველეო. აქ ხომ მოახლედ გამხადა, ახლა სოფელსაც უნდა მივხედო და მოხუც მშობლებს დავუჯდე მომვლელად. ხანდახან ვფიქრობ, რომ მიყვარდეს ჩემი ქმარი, იქნებ, ასე არც მელაპარაკა და ყელაფერი სიყვარულით გამეკეთებინა-მეთქი, მაგრამ, როცა გრძნობა არ გაქვს, არ მიგაჩნია შენიანად და თან, გულიც არ მიგდის, როგორ უნდა იზრუნო ასეთ ადამიანებზე? მისი მშობლების საწინააღმდეგო  არაფერი მაქვს, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ. აქ კიდევ ვახერხებ ჩემს ახლობლებთან შეხვედრას, საუბარს. სოფელში კი, იქ, სადაც არავის ვიცნობ, როგორ უნდა გავძლო? მოკლედ, ჩემი ცხოვრება მოხუცის ცხოვრებას ჰგავს – უსიყვარულოდ, ურთიერთობების გარეშე და მარტოსულად ვგრძნობ თავს. არ მინდა იმის გაფიქრებაც კი, რომ წინ ბევრი წელი, კიდევ ასეთ ყოფაში უნდა ვიყო.
скачать dle 11.3