კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რატომ შეაწყვეტინა ტყვეობიდან იაკობის გამოხსნა სტალინმა ბერიას

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


მიუხედავად იმისა, რომ სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, ლავრენტი ბერია „დიდი სამამულო ომის“ დროს სტალინისთვის შეუცვლელი ფიგურა იყო, „ენკავედეს“ შეფმა, ერთი თვითნებობის გამო, ლამის თავი დაკარგა... პროფესორი, სპეცსამსახურების ექსპერტი, პოლკოვნიკი ვასილი შკურნიკოვი წერს: „ბერია, ერთადერთი ადამიანი იყო სტალინის გარემოცვაში დიდი სამამულო ომის დროს, ვისაც ბელადი არავითარ შემთხვევაში არ შერისხავდა, მისი დიდი საჭიროების გამო. ბერია ტიტანური, არაადამიანური, წარმოუდგენელი მოცულობის სამუშაოს ასრულებდა ომის პერიოდში და ეს სტალინმა მშვენივრად უწყოდა. თვით გიორგი ჟუკოვიც კი არ დაინდო სტალინმა ომის დროს და რამდენიმეჯერ ეს სახელოვანი მხედართმთავარი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დააყენა შეცდომების გამო. თუმცა სიცოცხლე არ წაურთმევია მისთვის. ერთხელ კი ბერიაც სასტიკად შერისხა საბჭოთა ბელადმა და მართალია, „ენკავედეს“ შეფი სასიკვდილო საფრთხის წინაშე არ დაუყენებია, როგორც ჟუკოვი, მაგრამ მისი (ბერიას) თითქმის გაკეთებული საქმე ჩაშალა... საქმე ეხება კარგად დაგეგმილ ოპერაციას კოდური სახელწოდებით „სამხრეთული ნისლი“ და მიზნად ისახავდა ტყვედ ჩავარდნილი სტალინის უფროსი ვაჟის, უფროსი ლეიტენანტის, 34 წლის იაკობ ჯუღაშვილის გათავისუფლებას. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „1941 წლის 16 ივლისს, იაკობ ჯუღაშვილი ბელორუსიაში, ვიტებსკთან ახლოს, ლაზნოს რაიონში იმ დროს აიყვანეს ტყვედ, როცა უგონოდ იყო. ძვირფასი ტყვის ვინაობა, მოღალატე საბჭოთა ოფიცერ კონოკრადოვის მეშვეობით, უმალვე ფაშისტებისთვის გახდა ცნობილი. როგორც კი იაკობის პიროვნების იდენტიფიკაცია მოახდინეს, იაკობ ჯუღაშვილი ტყვეების ძირითადი ნაწილისგან გააცალკევეს და სასწრაფოდ გერმანიაში, ბავარიის სამხრეთით, ქალაქ ჰამელბურგის მახლობლად მოათავსეს ტყვეთა სპეცბანაკში. 22 ივლისს მე უკვე დაწვრილებითი ინფორმაცია მქონდა ამის შესახებ და ყველაფერი პირადად, ლავრენტი ბერიას მოვახსენე. ბერია დინჯი, აუღელვებელი ადამიანი იყო და ყველაზე მძიმე ინფორმაციებზეც კი არ ამჟღავნებდა რეაქციებს. იაკობის ამბავი რომ შეიტყო, სახე წამოეჭარხლა, ოფლმა დაასხა და ლამის შეჰყვირა:
– ფუი, ესღა გვაკლდა! პატრონს (სტალინს) არ გინდა ეს მოახსენო?
მე სარგადაყლაპულივით ვიდექი. ბერია კი ნერვიულად ბოლთას სცემდა კაბინეტში. ათიოდე წუთის შემდეგ კი მითხრა:
– პაველ ანატოლევიჩ, აქედან რომ გახვალთ, დაუყოვნებლივ დაიწყეთ იაკობის ტყვეობიდან გამოყვანის საიდუმლო ოპერაციისთვის მზადება. იცოდეთ, ყველაფერი ზესაიდუმლოდ უნდა მოხდეს და თვით პატრონმაც (სტალინმა) არ უნდა შეიტყოს ამის შესახებ. როცა საჭირო იქნება, მე თავადვე ვეტყვი მას.
როგორც კი ბერიასგან გამოვედი, ჩემს ბიჭებს დავუძახე, შევკრიბე და მიუხედავად იმისა, რომ ყველა უკიდურესად დატვირთული იყო, თორმეტკაციანი ჯგუფი შევკარი. მათ სამხრეთ ბავარიიდან იაკობ ჯუღაშვილის წამოყვანის ოპერაცია დავავალე, რომელსაც კოდური სახელწოდება „სამხრეთული ნისლი“ ვუწოდეთ. გეგმის მიხედვით, იაკობი ნისლიან ღამეს უნდა მოგვეტაცებინა სამხრეთ ბავარიიდან, 5-დან 8 სექტემბრის მონაკვეთში. ბერიას ძალიან მოეწონა ჩვენი გეგმა, რომელსაც საგულდაგულოდ გაეცნო. 1941 წლის 5 სექტემბერს კი, როცა ოპერაცია უკვე დაწყებული გვქონდა, მოულოდნელად, მისი შეწყვეტის ბრძანება მივიღე და უკვე ადგილზე  მყოფი ჩემი სადივერსიო ჯგუფი უკან გამოვიძახე. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ოპერაციის გაუქმება თავად სტალინისგან მომდინარეობდა.“
ბერიას ვაჟი, სერგო ბერია თავის მოგონებებში წერს: „ომის დრო მამა უკიდურესად დაკავებული იყო და სამსახურში ათენებ-აღამებდა. სახლში იშვიათად გამოჩნდებოდა ხოლმე. 1941 წლის 5 სექტემბერს, მამა გვიან მოვიდა და შევატყვე, უგუნებოდ იყო. ძალიან ვუყვარდი და მართალია, ფერებით არ მანებივრებდა, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი მის სითბოსა და უზომო სიყვარულს. იმ საღამოს კი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე თექვსმეტი წლის მოზარდი ვიყავი, მამამ გულში ჩამიხუტა და თმაზე მომეფერა, რაც ჩემთვის ძალიან უჩვეულო იყო. ამ სცენას დედაც შეესწრო და მართალია, არაფერი უთქვამს, მაგრამ მასაც ძალიან გაუკვირდა. მამას მხოლოდ ათი წლის მერე, 1951 წელს გავახსენე ეს ამბავი და ვკითხე:
– ასე მოულოდნელად რატომ ჩამიხუტე გულში და მომეფერე მაშინ, თუ გახსოვს საერთოდ-მეთქი?
– რა, არ შეიძლება, რომ შვილს მოეფერო? – კითხვა შემიბრუნა მამამ.
– როგორ, არ შეიძლება, – ვთქვი მე და ოთახიდან გასვლას ვაპირებდი, მამამ გამაჩერა და მითხრა:
– მახსოვს, შვილო, როგორ არ მახსოვს, იმ დღეს რა დამავიწყებს. სწორედ იმ დღეს გამოუტანა განაჩენი სტალინმა იაკობს. ეს რომ გავიაზრე, ამიტომაც ჩაგიხუტე გულში და გეფერებოდი.
– რა განაჩენი? – ვკითხე მამას, რადგან იაკობის მოტაცების გეგმაზე არაფერი მსმენია.
მამამ მიამბო, რომ ჩეკისტები თურმე იაკობ ჯუღაშვილის ტყვეობიდან გამოხსნის ოპერაციას ატარებდნენ და უკვე სამხრეთ ბავარიაში იმყოფებოდნენ. 5 სექტემბერს, დილით, მამას სტალინისთვის მოუხსენებია ეს. სტალინი კი უკიდურესად გაბრაზებულა და მამასთვის ამ ოპერაციის სასწრაფოდ შეწყვეტა უბრძანებია, თან უთქვამს: ამხანაგო ბერია, თვითნებური გადაწყვეტილების მიღებასა და მოღალატე ტყვეების გადარჩენაზე ზრუნვას, გირჩევნიათ, საკუთარ თავზე იზრუნოთ. კარგად დაიმახსოვრეთ,  ჩვენში შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ. მოღალატე კი მოღალატეა, გინდა, ის მეწაღის შვილი იყოს და გინდა, გენერალური მდივნისო... ხშირ შემთხვევაში, სტალინის ეს სიტყვები განაჩენს ნიშნავდა. მამამ ეს კარგად იცოდა, მაგრამ სტალინს შეჰბედა:
– ამხანაგო სტალინ, იაკობი მოღალატე არაა. ის უგონო მდგომარეობაში ჩაიგდეს ტყვედო...
სტალინს კი არაფრის გაგონება არ უნდოდა და მართალია, მამა არ დაუსჯია, მაგრამ საკმაო მრისხანება დაატეხა, რაც არც მანამდე და არც მას მერე მომხდარა“.
საგულისხმოა, რომ 1943 წლის 13 მარტს სტალინმა ბერია კაბინეტში დაიბარა და მტრის ზურგიდან მათ მხარეს გადასული, ნიკიტა ხრუშჩოვის უფროსი ვაჟის მოტაცება დაავალა. მოღალატე ლეონიდ ხრუშჩოვი პავლე სუდოპლატოვის ხელქვეითებმა სუფთად წამოიყვანეს მტრის ზურგიდან  და მოსკოვში ჩაიყვანეს. ბერიამ სტალინს ოპერაციის წარმატებით დასრულება პირადად უპატაკა. მოღალატე მფრინავი ხრუშჩოვი გაასამართლეს და დახვრიტეს... ვიაჩესლავ მოლოტოვი ამის შესახებ ამბობდა: ლეონიდ ხრუშჩოვს სრულად დაუმტკიცდა დანაშაული და ის სამართლიანად დახვრიტეს. მართალია, მამამისმა მას ობელისკი დაუდგა და გმირადაც შერაცხა, მაგრამ ეს იყო ტყუილი. სწორედ დახვრეტილი შვილისთვის იძია მან შური მკვდარ სტალინზე. ბერიას კი, შეთქმულება მოუწყო, რომელშიც მე და ჩემი კოლეგებიც ჩაგვითრიაო...“
скачать dle 11.3