კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 როგორ მოვუაროთ სისხლჩაქცევებსა და სილურჯეს

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე



* რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააცივოთ ნატკენი ადგილი. დაიდეთ ტრავმის ადგილას დოლბანდში გახვეული ყინული და გეჭიროთ 1,5 საათის განმავლობაში. პერიოდულად მოაშორეთ ყინული, რათა არ მოხდეს ტრავმირებული ადგილის მოყინვა. თუ დალურჯება ხელზე ან ფეხზე გაქვთ, მჭიდროდ შეიხვიეთ ეს ადგილი ელასტიკური ბინტით.
* თუ დალურჯება უკვე გაჩნდა, ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ სითბო. ის ხელს უწყობს უკვე არსებული ჰემატომის გაწოვას. გამოიყენეთ ყველანაირი გასათბობი საშუალება – კომპრესები, დაზელვა.
* აიღეთ ხახვი, გაასუფთავეთ, დაჭერით თხლად და დააყარეთ მარილი. მიღებული მასა გადაიტანეთ მარლაზე, გაახვიეთ მასში და დაიდეთ დალურჯებულ ადგილას. გაიმეორეთ დღეში 2-ჯერ. მარლის დადება არ შეიძლება 30 წუთზე მეტხანს. იმისთვის, რომ პროცედურის შემდეგ ხახვის უსიამოვნო სუნი მოიშოროთ, გამოიყენეთ წყალში გახსნილი ლიმონის წვენი ან ძმარი, შემდეგ კი კარგად დაიბანეთ საპნით.
* დალურჯების საწინააღმდეგო არაჩვეულებრვი ხალხური საშუალებაა კარტოფილის სახამებელი. გააზავეთ სახამებელი წყლით ფაფის კონსისტენციამდე და დაიდეთ დალურჯებულ ადგილას. უკვე მეორე დღეს ჰემატომის კვალიც არ დარჩება. ასევე ეფექტურია მეორე ვარიანტიც: კარტოფილი გახეხეთ და დაიდეთ დალურჯებულ ადგილას.
* დალურჯებულ ადგილას 30 წუთით დაიდეთ ბანანის ქერქის შიდა მხარე.
* ჩაალბეთ ნაჭერი მარილის ხსნარში და შეიხვიეთ დაზიანებული ადგილი. ასევე, შესაძლებელია შემდეგი ხერხის გამოყენებაც: აიღეთ 1 ჭიქა სუფრის მარილი და 1 ჭიქა 9-პროცენტიანი ძმარი. ჩაალბეთ ბამბა ხსნარში და დაიდეთ დალურჯებულ ადგილას 3-ჯერ დღეში, 30 წუთის განმავლობაში.
* სილურჯის წარმოქმნის მეორე დღიდან გაიკეთეთ 5-პროცენტიანი იოდის ბადე მანამ, სანამ დალურჯება არ გაგივლით.


დაასვენეთ თვალები

სამუშაო დღის შემდეგ დაქანცული თვალებისთვის კარგი იქნება, ჩაის ცივ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები, რომლებიც კარგად უნდა გაიკრათ ნაჭრით, 15-20 წუთის განმავლობაში.
ნახევარი ჩაის კოვზი სელის ზეთი, 10-15 წვეთი აბუსალათინის ზეთი, ქაფურის ზეთი 1-2 წვეთი – ამ ნარევის წასმა წარბებზე აუმჯობესებს მათ ზრდას, იცავს გაცვენისა და გაუფერულებისგან, მზისა და ქარის არასასურველი მოქმედებისგან.
გადაღლილ თვალებს ძალიან შველის, თუ ქუთუთოებს საჩვენებელი და შუა თითით დააწვებით, სანამ ყვითელი წრეები არ წარმოიქმნება. შემდეგ ერთბაშად აუშვით თითები, გაიმეორეთ 2-3 ჯერ.
თვალების მოვლისთვის ასევე, გამოიყენება კარტოფილის წვენი. გათალეთ კარტოფილი, ჩახეხეთ წმინდა სახეხზე და გამოწურეთ წვენი დოლბანდით. ამ წვენში დაასველეთ დოლბანდის ოთხი ფენა და დაიდეთ თვალებზე 15-20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ. გამოიყენეთ ანთების დროს, ქუთუთოების შეშუპებისა და შესიებული თვალებისთვის.
10 გრამი ღიღილოს ხმელი ყვავილი ჩაყარეთ 200 გრამ მდუღარე წყალში და 2 საათი  გააჩერეთ. ამ სითხეში დასველებული დოლბანდით თვალებზე საფენები გაიკეთეთ და თავად იხილავთ საკუთარ თვალთა ბრწყინვალებას.
თუ თვალები გადაგეღალათ, თვალის კაკლები რამდენჯერმე სხვადასხვა მხარეს ატრიალეთ – მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ და ქვემოთ, მაგრამ თავი უძრავად გქონდეთ.
 მხედველობის გაუარესების შემთხვევაში, თვალები ცივი წყლით ან მარილშეზავებული ცივი წყლით ამოიბანეთ.
თვალის დაღლილობის მოსახსნელად დახატეთ მინაზე წერტილი, დადექით მისგან 30 სანტიმეტრის დაშორებით და ხან მას დააკვირდით, ხან რომელიმე შორეულ საგანს.

წითელი მოცვის სასარგებლო თვისებები
წითელი მოცვის შემადგენლობაში ბევრი სასარგებლო ნივთიერება შედის, ამიტომ მისი გამოყენება შვებას მოგგვრით სხვადასხვა დაავადების დროს. სამკურნალოდ იყენებენ  წითელი მოცვის ფოთლებსა და ნაყოფს.
მის ფოთლებში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დიდი რაოდენობა განაპირობებს მის მრავალმხრივ გამოყენებას. ფოთლებისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური და შემკვრელი საშუალება. ფოთლების წყლიან გამონაწურს იყენებენ ცისტიტების, თირკმელების კენჭოვანი დაავადების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, კერძოდ, ოსტეოქონდროზის, სახსრების რევმატული დაავადების დროს.
როგორ მოვამზადოთ ნაყენი მისი ფოთლებისგან?

1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ფოთლები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და გადაწურეთ. მიიღეთ გაცივებული 1-2 სადილის კოვზი 3-4-ჯერ დღეში. ასევე,  2 სადილის კოვზი ფოთლები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი, ანადუღარი წყალი, დაახურეთ თავზე და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაზე 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ დადგით ოთახის ტემპერატურაზე 10 წუთით: გადაწურეთ. დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნახარში ანადუღარი წყლის დამატებით შეავსეთ საწყის მოცულობამდე. შეინახეთ გრილ ადგილას  2-3 დღე-ღამის განმავლობაში და მიიღეთ ნახევარი ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.
წითელი მოცვის ნედლი ნაყოფი ან მისგან დამზადებული მურაბა კარგია დაბალი მჟავიანობის, გასტრიტების, კუჭის აშლილობის, ნიკრისის ქარების, რევმატიზმის დროს. ნაყოფის წვენს სვამენ მაღალი წნევის, შაქრიანი დიაბეტის დროს, იყენებენ სურავანდის საწინააღმდეგოდაც. მას აქვს მკვეთრად გამოხატული ანტიმიკრობული თვისებები.

როგორ მოვიქცეთ მუცლის შებერილობის დროს
მუცლის შებერილობისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას და დაიმახსოვრეთ პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელიც ამ დროს სასარგებლოა. ეს პროდუქტებია: მოხარშული მჭლე ან ნაკლებად ცხიმიანი ძროხის ხორცი, კანგაცლილი მოხარშული ქათმის ხორცი, მოხარშული თევზი, შედედებული რძის პროდუქტები: ხაჭო, უმარილო ჭყინტი ყველი, ნაღებმოხდილი მაწონი, ნადუღი, ბოსტნეული. თუ ადამიანს შეკრულობისკენ აქვს მიდრეკილება, შეუძლია, უმი ბოსტნეულის სალათები მიირთვას. დაკეპილი კომბოსტო ან გახეხილი სტაფილო, ზეთმოსხმული და მწვანილით შეზავებული, შესანიშნავია შეკრულობის დროს. თუ ფაღარათს უჩივით, მოშუშული ან მოხარშული ჯობია.

  პრობლემის მოსაგვარებლად, უპირველესად, უნდა იცოდეთ, რა პროდუქტები იწვევს შებერილობას. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს: რძის პროდუქტები – მოერიდეთ ამ პროდუქტებს ან მათი რაოდენობა შეამცირეთ, მათ შორის: რძე, იოგურტი, ყველი. ბროკოლი, ბოსტნეული, სატაცური – ეს პროდუქტებიც ხშირად იწვევს შებერილობას. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ საკუთარ რაციონში მათ რაოდენობას შეამცირებთ. ლობიო – ალბათ, ყველამ იცის, რომ ლობიო შებერილობას იწვევს. იმისთვის, რომ ამ პროდუქტში არსებული შაქრის რაოდენობა შეამციროთ, მომზადების წინ ის წყალში დაალბეთ. საღეჭი რეზინი – ღეჭვის დროს, ზედმეტ ჰაერს ყლაპავთ – შედეგი კი, ნათელია. მარილიანი საკვები – მარილიანი საკვები ნატრიუმითაა მდიდარი. ამიტომ რაციონში მარილიანი პროდუქტების რაოდენობა აუცილებლად შეამცირეთ. ვაშლი და მსხალი – ეს ხილი ხსნად ბოჭკოს შეიცავს. ეს კი ნამდვილი პრობლემაა მგრძნობიარე კუჭისთვის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე უარი თქვათ. უბრალოდ, მიიღეთ ის არც ისე დიდი რაოდენობით. დამატებით განმარტებას არ საჭიროებს გაზიანი სასმელის მავნებლობა ამ თვალსაზრისით.
ხშირ შემთხვევაში, მუცლის შებერილობას, კუჭში შეკრულობას სტრესი, ნაწლავებში ბაქტერიების ნაკლებობა, ან დიეტა იწვევს. ასეთ დროს ეფექტურია ფენხელი – დიდი კამა. ფენხელი და ფენხელის თესლი ძალიან ეფექტურად ებრძვის მუცლის შებერილობას. კამის ნაყენი: აიღეთ ორი სადილის კოვზი კამის თესლი, დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 8-10 საათი. მიირთვით ორი სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
ასევე, ძალიან სასარგებლოა კვლიავი. განსაკუთრებით მისი თესლი. ეს პროდუქტი ასევე სასარგებლოა ნაწლავებში „კარგი“ ბაქტერიების გამრავლებისთვის. კვლიავის თესლის ნაყენი: აიღეთ ერთი სადილის კოვზი თესლი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 30 წუთი და გადაწურეთ. მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
ეფექტური საშუალებაა პიტნის ჩაი, ისევე, როგორც გვირილის ჩაი. ის ხშირად გამოიყენება ბავშვებში დიარეის დროს. გვირილის ნახარში: აიღეთ ერთი სადილის კოვზი გვირილის ყვავილი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. გადმოდგით და გააჩერეთ 4 საათი. მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. არაჩვეულებრივი შედეგი მოაქვს ანანასს. ის აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას და ამცირებს მეტეორიზმის რისკს. შებერილობის პრობლემა, ძალიან მარტივად, ოხრახუშის დახმარებითაც შეგიძლიათ, მოიგვაროთ. ასევე გამოიყენეთ ვაშლის ძმარი და ლიმონი. 1 ჭიქა წყალს 1-2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი შეურიეთ და დალიეთ. თუ ლიმონის გამოყენება გსურთ, შეგიძლიათ წყალს ნახევარი ლიმონის წვენი შეურიოთ და მიიღოთ. შესანიშნავი საშუალებაა გვირილის ნაყენი: 1 სადილის კოვზ გვირილას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 50 მილილიტრი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. ეფექტურია მცენარეული ნაღველმდენი საშუალებებიც: კრაზანა, ვარდკაჭკაჭა, რომლებიც ჰეპატოპროტექტორული თვისებებითაც გამოირჩევა და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთების დროს საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. ფაღარათისას, ეფექტურია მრავალძარღვა, რომელიც გამოდის ფხვნილებისა და გრანულების სახით. ძალიან კარგია მონელებისთვის, განსაკუთრებით – დაბალი მჟავიანობის დროს, რომელსაც ხშირად ახლავს თან მეტეორიზმი. კარგი იქნება, თუ ცილოვან საკვებზე მეტად კარტოფილსა და ბრინჯს მიირთმევთ. კარგია უმი კარტოფილის წვენი, რომელიც 200 მილილიტრი უზმოზე უნდა მიიღოთ და ნახევარი საათით წამოწვეთ. საუზმე რეკომენდებულია წვენის დალევიდან ერთი საათის შემდეგ. მკურნალობის კურსი 10 დღეს მოიცავს. შემდეგ 10-14 დღე შეისვენეთ და იგივე გაიმეორეთ. რაც მთავარია, საკვები კარგად დაღეჭვეთ. ეცადეთ, სწრაფად, ფაციფუცით არ ჭამოთ. ჭამის დროს არ ისაუბროთ და შეეცადეთ, ჭამის შემდეგ სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.скачать dle 11.3