კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 შეიძლება თუ არა, ქალს საყვარელი ოჯახის გადარჩენაში დაეხმაროს

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე


 ღალატის ფაქტები ქალებშიც ისევე აქტუალურია და ხშირი, როგორც მამაკაცებში. განსხვავება ისაა, რომ ქალი კაცზე გაცილებით უკეთ ახერხებს შენიღბვას და ღალატის დამალვას. განსხვავებულია მოტივაციაც. ქალს ღალატისკენ გაცილებით სერიოზული მიზეზები უბიძგებს, ვიდრე მამაკაცს. ქალებს სჭირდებათ საყვარელი და სწორედ სიყვარულის დეფიციტია სუსტი სქესის წარმომადგენლებში ღალატის მაპროვოცირებელი.


მანჩო (42 წლის):
სიყვარულის გარეშე ცხოვრება დამთრგუნველია და მძიმე – ჩემთვის პრაქტიკულად, აუტანელი. შეიძლება, ვინმემ თქვას, ამხელა ქალს რა სიყვარული აუტყდაო, მაგრამ დამიჯერეთ, წლებს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. მე ზუსტად ისეთივე ემოციური და მგრძნობიარე ვარ, როგორც ოცი წლის წინ – უფრო მეტადაც კი. სამწუხაროდ, მამაკაცებს ეს არ ესმით. ყოველ შემთხვევაში, ჩემმა ქმარმა ვერ გაიგო ან არ უნდა, რომ გაიგოს. ჩვენი პრობლემებიც აქედან დაიწყო. უფრო  სწორად, გაცილებით ადრე დაიწყო და ჩემი ქმრის მიზეზით. მაშინ მართლა მყარი ოჯახი მქონდა და ქმარზე ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა. ერთ დღეს გავიგე, რომ ქმარი მღალატობდა. აღარ მოვყვები, რამხელა დარტყმა იყო ეს და როგორი მძიმე „გვერდითი“ მოვლენები ჰქონდა. დედაჩემმა „გამოიჭირა“. ძალიან ცუდად ჟღერს, ხომ? მაგრამ ჩვენ ჩასაფრებულები არ ვყოფილვართ. წინასწარ არაფერი დაგვიგეგმავს მის წინააღმდეგ და საერთოდ, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ღალატი შეეძლო, ისევე, როგორც საკუთარ ღალატს ვერაფრით წარმოვიდგენდი და დავუშვებდი.
როცა დედაჩემმა რეალური სამხილები დააგროვა სიძის საწინააღმდეგოდ, მითხრა – არ მინდა, ტყუილში იცხოვროო. უნდა იცოდე, რომ ქმარი გატყუებსო. ჯერ არ მჯეროდა. ისე ვინერვიულე, კინაღამ მოვკვდი. დედაჩემს საშინლად ვეჩხუბე – იმას რას ვერჩოდი, მაგრამ გააფთრებით ვიცავდი ქმარს. თუმცა, რადგან „ეჭვის ჭია“ ჩამისახლდა, ვეღარ მოვისვენე, სულ გაღიზიანებული და აფორიაქებული ვიყავი. ვხედავდი, როგორ „ცივდებოდა“ ჩემ მიმართ ქმარი და სულ უფრო გულგრილი ხდებოდა. არადა, სწორედ იმ პერიოდში მჭირდებოდა ყველაზე მეტად საყვარელი მამაკაცის სითბო და მხარდაჭერა.
– მიიღებდით მოღალატე ქმრისგან ამ მხარდაჭერას?
– მივიღებდი. მე მინდოდა ეს, მჭირდებოდა. იმიტომ რომ, არ ვიყავი მის ღალატში დარწმუნებული. არ მინდოდა, ეს დამეშვა და ჩემი ცხოვრება დამენგრია.
– ანუ, მზად იყავით, გეპატიებინათ, თუკი ეს სიმართლე აღმოჩნდებოდა?
– მე ქმრისა და ოჯახის შენარჩუნება მინდოდა, თან ვხვდებოდი, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, თუკი საკუთარ თავს არ ვუშველიდი.
– რას გულისხმობთ „თავის შველაში“ – ქმართან განქორწინებას?
– არა. მე ეს არ მინდოდა, პირიქით, ურთიერთობისა და ოჯახის გადარჩენაზე ვფიქრობდი. სითბოსა და სიახლოვის დეფიციტი მაგიჟებდა. ისე მინდოდა, ვინმეს მაგრად ჩავხუტებოდი.
– და საყვარელი გაიჩინეთ?
– ასე ვერ ვიტყოდი. „საყვარლის გაჩენა“ ის არ არის, რაც მე გავაკეთე. არ მოგატყუებთ, ქმრის მიტოვებაზეც ვიფიქრე, მაგრამ მივხვდი, რომ ვერ შევძლებდი. გრძნობა ისევ ძლიერი მქონდა მის მიმართ – შვილები... თოთხმეტწლიანი ურთიერთობა, უამრავი რამ, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა. გალიაში მოქცეული მხეცივით ვიყავი. აქეთ-იქით ვაწყდებოდი, გამოსავალს ვერ ვპოულობდი და ვიტანჯებოდი. უსიყვარულოდ ცხოვრება არ შემეძლო. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ცუდად ვიყავი. ორი უცხო ადამიანი ცხოვრობდა ერთ ჭერქვეშ და ერთმანეთს აწამებდა.
– თქვენს ქმარს სიახლოვე არ უცდია?
– მე ვერ მივცემდი ამის საშუალებას. როცა ვაცნობიერებდი, რომ მიღალატა, როცა წარმოვიდგენდი, როგორ ეხვეოდა და კოცნიდა სხვა ქალს, მასთან მიკარების ყოველნაირი სურვილი მიქრებოდა, სახეს ვარიდებდი. ვეუბნებოდი, არ გაბედო, არ მომეფერო, გული მერევა-მეთქი. არ ვატყუებდი, სწორედ ამას ვგრძნობდი... და გამოჩნდა კაცი, რომელმაც ჩემი ტკივილები დროებით დამავიწყა. მე თან ვეძებდი მას, თან არც ვეძებდი. თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ ეს გარდაუვლად მოხდებოდა. თუ არ მოხდებოდა, საკუთარ თავს გავანადგურებდი – ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდოდი ამისკენ. არც არავის იმედი მქონდა.
– დაქალებს მიმართავენ ხოლმე ამ დროს ქალები.
– დაქალებს რა შეუძლიათ? მოგისმენენ და მორჩა! მაინც სეირის ყურება უნდა ყველას, რეალურად, ვერაფრით გეხმარებიან. ის კაცი კი დამეხმარა. ძალა მომცა და თითქოს ხელახლაც დავიბადე, მკვდრეთით აღვდექი. უბედური ქალი არავის მოსწონს, თვით საკუთარ ქმარსაც კი. ამიტომ, ძალიან გამიკვირდა, ყურადღება რომ მომაქცია. შორიდან ვიცნობდი. დიდი მეგობრობა არ გვაკავშირებდა. თითქოს ყველაფერი შემთხვევით მოხდა, მაგრამ მე მივდიოდი ამისკენ. მჭირდებოდა ეს ღალატი – ამჯერად უკვე ჩემი მხრიდან. ძალიან მოსიყვარულე და ალერსიანი იყო, წარმოუდგენლად ალერსიანი. ვიცოდი, ეს არ იყო სიყვარული. არც მჭირდებოდა ძლიერი გრძნობა და სერიოზული ურთიერთობა. მოკლედ, როგორც კი სხვა კაცის მკლავებში აღმოვჩნდი, დავმშვიდდი. არ ვიცი, რა დავარქვა ამას – შურისძიებით გამოწვეული სიამოვნება თუ, უბრალოდ, ისევ ქალად ვიგრძენი თავი, მაგრამ მთლიანად შევიცვალე, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. გამოვანათე, რომ იტყვიან. ეს არც ჩემს ქმარს დარჩა შეუმჩნეველი. დღე არ გავიდოდა, ბოდიში არ მოეხადა ჩემთვის.
– იმ კაცთან დიდი ხანი გქონდათ ურთიერთობა?
– არა, ერთი თვის განმავლობაში სამჯერ შევხვდი და დავშორდი. ავუხსენი, რატომ აღარ გავაგრძელებდი ურთიერთობას და გაიგო. საკმაოდ შეგნებული აღმოჩნდა. შეიძლება, შურისძიება ცუდი რამეა... შეიძლება, არ მეპატიება, მაგრამ მე ამით ოჯახი გადავარჩინე. ჩვენს ურთიერთობაში მეორე სუნთქვა გაიხსნა. იქნებ ვინმემ თქვას, ვის სჭირდება ასეთი ოჯახიო. მე მჭირდება.
скачать dle 11.3