კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 სიმწიფის ატესტატი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ უმწიფრები



  ისე მოხდა, რომ მე-12 კლასელების გამოსაშვებ გამოცდებზე 11 000 მოსწავლე ჩაიჭრა, თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული გამოცდები არცთუ რთულია (უფრო ზუსტად, მეტად მარტივია) და იმასაც დავამატებთ, რომ განათლების რეფორმამ საჯარო სკოლებში სრული ციკლი გაიარა, თამამად უნდა ვაღიაროთ, რომ განათლების რეფორმა უვარგისია.
  თუმცა მის უვარგისობას ის საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს, რომლებიც აგერ უკვე მეათე წელია, ტარდება და ჩვენი მოსწავლეებიც აგერ უკვე ათიოდ წელიწადია, ბოლო ადგილს იკავებენ მსოფლიო რეიტინგში: წაკითხულის გააზრებით დაწყებული და საბუნებისმეტყველო ცოდნით დამთავრებული.
  მეორე მხრივ, ნაცვლად იმისა, რომ ეს ჩავარდნა გარღვევად გამოვიყენოთ (იმ ლოგიკით, რომ ნებისმიერი წარუმატებლობა შანსია), ანუ სუსტ წერტილებს მივაკვლიოთ და თავს ვუშველოთ (ვინაიდან მხოლოდ გონიერება და განათლება თუ მოაშორებს ამ ჩვენს ქვეყანას განვითარებადის სტატუსს), მაგალითად, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე (მარიამ ჯაში) ფიქრობს, რომ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს, რომლებიც გამოცდაზე ჩაიჭრებიან, გამოცდის მეორედ ჩაბარების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.
  ეს ინიციატივა ხსენებულმა ქალბატონმა გვაუწყა კონფერენციაზე „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“ (რატომ იაკობ გოგებაშვილი არ გაიცინებს?!).
  ჯერჯერობით მას არ დათანხმებია განათლების მინისტრი (ალექსანდრე ჯეჯელავა), რადგან იგი შიშობს: „მეორე გამოცდის გაჩენამ, შეიძლება, შედეგიანობაზე უარყოფითად იმოქმედოს. მეორე გამოცდის იმედით, პირველს შეიძლება, ნაკლები მოტივაციით მიუდგნენ. ეს სერიოზული მსჯელობის საგანია.“
  ანუ ის კი არ აშინებს, რომ პირველივე გამოცდაზე 11 000 მოსწავლე იჭრება, არამედ იმას უფრთხის, რომ მეორისთვის უფრო მოტივირებულად მოემზადებიან.
  ერთი სიტყვით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ვფიქრობ, ატესტატები და დიპლომები, საერთოდაც, უგამოცდოდ უნდა დავარიგოთ (მაინც თეთრებია მათი ფასი), იმიტომ რომ, დამწიფებისა ვერც ვერაფერი გვეტყობა. –
скачать dle 11.3