კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რასელის იპოსტასი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ვეგეტაციურად გამრავლებულები


  განა იმიტომ, რომ უსაქმო კაცი მახათებს დასდევდაო, სავარაუდოდ, რაკი ფული ჯოჯოხეთს ანათებს (და პოლიტიკური პარტია რას მიქვიანო), „გირჩად“ წოდებულნი მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციის („ბიბლიური თავისუფლება“) შექმნას არ დასჯერდნენ (მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ახალგაზრდებს დაეხმარონ, თავი აარიდონ სამხედრო-სავალდებულო სამსახურს) და აწ უკვე გადასატანი ეკლესიის შეძენის იდეაც მოუმზიანდათ, დიდი ალბათობით, „დაბოლილ“ თავებში (თუმცა ისინი „გასაბერს“ უწოდებენ და სავსებით გასაგებია, რა ასოციაციის გამოსაწვევადაც).
  უფრო მეტიც, ვისაც მათ რელიგიურ მრწამსში ეპარება ეჭვი, უღმერთოებად მოიხსენიებენ. მომყავს ციტატა: „ხელისუფლება ცდილობს, „ბიბლიური თავისუფლება“ წარმოადგინოს არარეალურ რელიგიურ ორგანიზაციად. უღმერთო ადამიანები არგუმენტად ცდილობენ, გამოიყენონ ტრადიციული რელიგიური დენომინაციებისთვის დამახასიათებელი ატრიბუტების არქონა.“
 მაგრამ ისინი ვერ შეაჩერა „უღმერთოთა“ ძალისხმევამ და ასე განსაჯეთ (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „ბიბლიური თავისუფლების“ იერარქების ლოცვა-კურთხევით, გადაწყდა საღვთო მსახურებისთვის შევიძინოთ ეკლესია, რომლის გამოყენების შესაძლებლობა უნდა მიეცეს „ბიბლიური თავისუფლების“ 500-მდე მღვდელმსახურს (ვეგეტაციური წესით მრავლდებიან ბემურაზები?!)“.
 რაციონალური მსჯელობით კი იმ დასკვნამდე მისულან, რომ „ეკლესია უნდა იყოს მობილური და იაფი. ბაზარზე არსებული არჩევანიდან ასეთია გასაბერი ეკლესია.“
 რაც მთავარია, ითხოვენ, შეგვეწიეთ „ამ საშვილიშვილო საქმეში“ („საშვილიშვილო საქმედ“ კი ქვეყნის დაცვის მოვალეობიდან თავის დაძვრენა და ნარკოტიკების სრული დეკრიმინალიზაცია-ლეგალიზაცია მიაჩნიათ) 3 000 აშშ დოლარის შესაგროვებლადო.
 იმ მარტივი მიზეზით, რომ ვინ არ გვინახავს ამ ქვეყნის ბედკრულ ისტორიაში, მაგრამ ამდენის მკადრებელი – არავინ, იმედი ვიქონიოთ, „გირჩნი“ მიჰყვებიან მწერლის შეგონებას: „სამშობლოს თუ გაყიდი, კაი ფასი დაადე, არ გააპუსტიაკო“. –

скачать dle 11.3