კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 შიში შეიქმს სიყვარულსო?!

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ ვიპარტნიოროთ

 ამ ჩვენი მრავალგზის იავარქმნილი კონსტიტუციის თითქმის საბოლოო ვარიანტს უკვე ყველა გაეცნო: გემახსოვრებათ, რომ თვით სახალხო განხილვებიც კი მოეწყო (თითქოს მოქალაქეებს კონსტიტუციას ვერ ვაგდებინებდეთ ხელიდან და დღენიადაგ მას ჩაჰკირკიტებდნენ) და მეტიც, თვით ვენეციის კომისიამაც კი გაგვიზიარა თავისი დასკვნები.
 სხვათა შორის, არც ისეთი აღტაცებული, როგორც მმართველი გუნდი იმედოვნებდა და არც ისეთი შეშფოთებული, რასაც ოპოზიცია ელოდა.
  ანუ არსობრივად პათოსს დაეთანხმა, შენიშვნები კი, ძირითადად, პრეზიდენტის პირდაპირ თუ ირიბად არჩევის წესს, გამარჯვებული პარტიისთვის დარჩენილი ხმების ავტომატურად მითვლას, ბარიერის დაწევასა და მისთანებს ეხება; რაც მთავარია, ევროპელმა კონსტიტუციონალისტებმა შემოგვითვალეს, რომ კონსტიტუციაში ქორწინებისთვის მიძღვნილი მუხლი (ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით) არამც და არამც არ უნდა იძლეოდეს ერთსქესიანი პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტაციის საფუძველსო (იმიტომ რომ „ჩემი გული, შენი გული ჯაჭვით არის გადაბმული“). იმას გარდა, რომ აღმსარებლობის თავისუფლება აშკარად უნდა აღიაროთო (მეტი რაღა, როდესაც ყველას თანასწორობას აღიარებს ეს ჩვენი უთანასწორო ბრძოლაში დაცემული კონსტიტუცია?!).
ასეა თუ ისე, რაკი ფორმულირება საკმაოდ ნათელია (ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით) და, რაც მთავარია, პარტნიორობა და ოჯახი თუ ქორწინება სრულიად განსხვავებული ცნებებია, ჩნდება ეჭვი, ვითომ ვენეციის კომისია არისტოტელესთან მწყრალადაა?! –
скачать dle 11.3