კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 როგორ მოახერხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ, შემოსავალზე მეტი საპროცენტო განაკვეთის გადახდა სესხების მომსახურებისთვის

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა 1975 წელსაა დაბადებული. 1992-1997 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა და პროფესიით ეკონომისტია. 1998 წლის თებერვალ-დეკემბერში ავსტრიაში გაიღრმავა ცოდნა (Joint Vienna Institute), ასევე, როგორც ეკონომისტმა, 2012 წლის აგვისტოდან 2013 წლის ივნისამდე კი აშშ-ში (Williams College). ნიკოლოზ გაგუას შრომითი ბიოგრაფია 1997 წლის ოქტომბერში დაიწყო საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკურ სამსახურში, სადაც მან 1999 წლის ოქტომბრამდე იმუშავა ეროვნულ კონსულტანტად. 1999-2000 წლებში USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე მიწის ბაზრის განვითარების პროექტის ეკონომიკური ექსპერტი იყო; 2000-2001-ში – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი. 2001 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში გადაინაცვლა და რამდენიმე თვეს მთავარ ფინანსურ სპეციალისტად მუშაობდა, 2001 წლის დეკემბრიდან 2006 წლის იანვრამდე კი – ფონდის დირექტორად. იმავდროულად, 2004-2006 წლებში – „თბილისის წყლის“ საინფორმაციო სისტემების განვითარების კონსულტანტიც გახლდათ. 2006 წლის აგვისტოში შპს „სთრაიდ ჯორჯიას“ ფინანსურ დირექტორად დაინიშნა. 2010 წლის აპრილ-ოქტომბერში ფინანსთა მინისტრის მრჩევლად მუშაობდა. 2010-2012 წლებში მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელი რგოლის დირექტორი გახლდათ. 2011 წლის ოქტომბერში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში დაინიშნა, სადაც 2012 წლის აგვისტოში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო. 2013-2015 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს – ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი, 2015-2016 წლებში – მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი. 2016 წლის მარტ-ნოემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, იმ დროიდან მოყოლებული კი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეა.
ნიკოლოზ გაგუას მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლის სექტემბრით თარიღდება, რომელიც მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის რანგში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა 1985 წელს დაბადებული მეუღლე, ლილე მესხი და ორი შვილი: 2013 წელს დაბადებული დავითი და 2016 წელს დაბადებული დემეტრე.
უძრავ ქონებას მხოლოდ ნიკოლოზ გაგუა ფლობს: მიწის ნაკვეთს თბილისში, შატბერაშვილისა და კეკელიძის ქუჩების მიმდებარედ (526 კვ. მ.), ბინას თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე (110 კვ. მ.) და საცხოვრებელ სახლსა (405 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთს (400 კვ. მ.) კოჯორში. ავტომანქანა ორივე ზრდასრულ წევრს ჰყავს: ნიკოლოზ გაგუას – 2003 წლის „მერსედესი“ და ლილე მესხს – 2006 წლის „ბე ებ ვე“.
ნიკოლოზ გაგუა სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევა: არის 2011 წელს დაფუძნებული შპს „ვილსფორტ მენეჯმენტის პარტნიორი, ასევე, 2011 წელს დაფუძნებული შპს „ვილსფორტ აითის“ პარტნიორი და 2011 წელსვე დაფუძნებული შპს „უილსფორტ ჰორეკის“ პარტნიორი.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2015 წლის განმავლობაში ნიკოლოზ გაგუამ, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსმა, 35 000 ლარი, ხოლო ლილე მესხმა, როგორც თბილისის მერიის მთავარმა სპეციალისტმა, 5 200 ლარი.
ნიკოლოზ გაგუას ორი იპოთეკური (13 815 აშშ დოლარი და 12 698 ლარი) და ერთი სამომხმარებლო (30 811 ლარი) სესხი აქვს, რომელთა მომსახურება დაუჯდა 28 000 აშშ დოლარი და 3 812 ლარი.
скачать dle 11.3