კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ვისი დახმარებით შეძლო ამერიკის პროკურატურამ რაჟდენ შულაიას დაჯგუფების საქმის გახსნა და რატომ ფიგურირებენ ამ საქმეში ქართველი სპორტსმენები

თათია ფარესაშვილი ნინო სანებლიძე


  ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 8 ივნისს, ნიუ-იორკის სამხრეთით, რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს. დაკავებულებიდან 15 საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის, ეგრეთ წოდებული, „კანონიერი ქურდები“ და ცნობილი სპორტსმენებიც არიან. ჩამონათვალი ასეთია: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მიხეილ თორაძე, მამუკა ჩაგანავა, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, დიეგო გაბისონია, ერეკლე კერესელიძე და ნიკოლოზ ჯიქია. გავრცელებული ცნობით, დაჯგუფება ნიუ-იორკიდან ლას-ვეგასამდე მოსყიდვით, აზარტული თამაშებით, შეკვეთილი მკვლელობებით, პერსონალური მონაცემების მიტაცებით, საკრედიტო ბარათების თაღლითური მოქმედებით, იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო ვაჭრობით იყო დაკავებული.  პროკურატურა რამდენიმე დანაშაულზეც საუბრობს,  მათ შორისაა ატლანტიკ-სითიში სამორინეების გატეხა და სლოტ-აპარატების დაპროგრამება. გარდა ამისა,   დაჯგუფება ცდილობდა ღამის კლუბის გახსნას, სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობა იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან ერთად, ისინი იტაცებდნენ ტვირთებს. კერძოდ, გატაცებულია თამბაქოსა და 5 ტონა შოკოლადის პარტია. დაკავებულების დიდ ნაწილს გაყალბებული საბუთები აღმოაჩნდათ და ჰქონდათ პოლიციელების მოსყიდვის მცდელობა.
დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართველი მოკრივის, ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ხურციძისა და  შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონის, ლევან მაყაშვილის დაკავებას. როგორც ყველასთვის ცნობილია, ავთო ცოტა ხნის წინ საქართველოში იყო ჩამოსული და ამერიკაში 7 ივნისს, გამთენიისას გაემგზავრა. 8 ივლისს, ბილი ჯო სანდერსთან სერიოზული ბრძოლა ჰქონდა ჩანიშნული. მოკრივეს ოჯახის წევრებს მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და არც დაჯგუფებასთან კავშირის შესახებ იციან რაიმე.

მაყვალა ხურციძე (ავთანდილ ხურციძის დედა): 7-ში, გამთენიისას გაფრინდა. მარტო ეს ინფორმაცია მაქვს, მეტი არაფერი არ ვიცი. არავინ შეგვხმიანებია.
ომარ ხურციძე (მამა): რა დაჯგუფების წევრობა და ქურდობა, ის არის „ბოქსიორი.” შეცდომით ჰყავთ აყვანილი. იმ ხალხთან ერთად მოჰყვა, უბრალოდ.  როგორც ბადეს მოუსვამ წყალს და ყველა თევზი ერთად ამოგყვება, ავთოც ასე აღმოჩნდა დაჯგუფების წევრებთან ერთად. სხვებს ისიც მიაყოლეს.
მერაბ დვალიშვილი (მეგობარი, სპორტსმენი): ავთო და ლევანი არ არიან დამნაშავეები. გთხოვთ, დავუდგეთ გვერდით. დეტალები ზუსტად არავინ იცის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს გაუგებრობაა. ავთო ახალი დაბრუნებული იყო ამერიკაში. წინ დიდი სამზადისი ელოდა იმ ბრძოლისთვის, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. პანიკას ნუ მიეცემით, ცუდი არაფერი მოხდება. შესაძლოა ვინმემ რაიმე დააშავა, მაგრამ არა ავთომ და ლევანმა.


ავთანდილ ხურციძის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც ის ამ ყოველივეს გაუგებრობას უწოდებს და წერს:
„მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა მომზადება დამეწყო 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს, უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება, განვაგრძო მომზადება სანდერსთან ბრძოლისთვის. მადლობა, რომ ყოველ წამს ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას!“.

  ავრცელდა ინფორმაცია, რომ ხურციძის დაკავება სულ სხვა გარემოებას უკავშირდება. მისი წარმატება  კრივში ბევრისთვის არასასურველი და ხელისშემშლელი იყო. ალბათ, ყველას გახსოვთ სანდერსის დაპირისპირება მასთან, პრესკონფერენციის დროს. შესაბამისად, სხვა ეჭვები ჩნდება სპორტსმენის დაკავების ფაქტზე. თუ მას ბრალი დაუმტკიცდა, 20-წლიანი პატიმრობა და 250 000 დოლარის გადახდა ემუქრება ჯარიმის სახით.
  ლევან მაყაშვილი უკვე ოთხი წელია, რაც ამერიკაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ერთი თვის წინ, მოსკოვში ჩატარებული ბრძოლების შემდეგ, ის საქართველოშიც იყო ჩამოსული. სპორტსმენის მამის, ლერი მაყაშვილის ინფორმაციით, მას აქამდე სამართალდამცველებთან პრობლემები არ ჰქონია და შვილის დაკავების შესახებ, ტელევიზიით შეიტყო.
თათა შავლაკაძე (ლევან მაყაშვილის მეუღლე): ეს იყო გაურკვევლობა და მალე დამთავრდება ყველაფერი. მადლობა ყურადღების და უამრავი ზარისთვის. იცოდეთ, ლევანი და ავთო არაფერში  არ არიან დამნაშავეები. ისინი ამ ამბავში მარტო იმიტომ მოჰყვნენ, რომ ცნობილი სპორტსმენები არიან, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკაშიც.
აღსანიშნავია, რომ 22 წლის წინ, 8 ივნისს, ნიუ-იორკში, ასევე მოხდა მასშტაბური დაჯგუფების დაკავება, სადაც დაიჭირეს რუსული მაფიის ეგრეთ წოდებული მეფე, ვიაჩესლავ ივანკოვი – კრიმინალურ სამყაროში ცნობილი, როგორც „იაპონჩიკი“.
ნიუ-იორკის პროკურატურის ინფორმაციით, ბანდიტურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა ქართველი, 40 წლის ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდი“ რაჟდენ შულაია, იგივე რომა პიტერსკი. ბანდას ბრალად ედება შეკვეთილ მკვლელობებში, ძარცვაში, ყაჩაღობაში, გამოძალვაში, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობაში მონაწილეობა. შულაიას მარჯვენა ხელი გახლდათ ზურაბ ჯანაშვილი. ორივე ბრუკლინის რაიონში ცხოვრობდა. დაჯგუფება მოქმედებდა 5 შტატის ტერიტორიაზე: ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, პენსილვანიაში, ფლორიდაში და ნევადაში. შულაიას ასევე, ჩამოყალიბებული ჰქონდა ქალთა დაჯგუფებაც. მათ დაყაჩარების დროს იყენებდა ხალხის დასაძინებლად.
თუკი მისი დანაშაული დამტკიცდება, საერთო ჯამში ემუქრება: გამოძალვისთვის – 20 წელი, შენახვისა და გადაზიდვისთვის - 5 წელი, კონტრაბანდული სიგარეტების გადაზიდვისა და შენახვისთვის – 5 წელი, ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის – 15 წელი, კაზინოს გატეხის მცდელობისათვის – 15 წელი.
კრიმინალური ავტორიტეტი რაჟდენ შულაია დაიბადა 1977 წლის 3 თებერვალს, ლენინგრადში. 1998 წელს ის საფინანსო ეკონომიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა. შემდეგ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. საქართველოში მის ნათესავებს მასზე არანაირი ინფორმაიცა არ მოეპოვებათ და ამბობენ, რომ რაჟდენთან კავშირი თითქმის 30 წელია არ ჰქონიათ.
 რაჟდენ შულაია „კანონიერ ქურადად“ 2013 წელს აკურთხეს ქურდულ, ეგრეთ წოდებულ „სხოდკაზე” კვიპროსზე, სოხუმელი ქურდის, მერაბ ჯანგავაძის ახლობლებმა. ცერემონიალს ესწრებოდა ანთიმოზ კუხილავა, თემურ ნემსიწვერიძე – იგივე „წრიპა“, გივი გორდელაძე, როინ უგლავა, იგივე „მათევიჩი“, გიორგი უგლავა –  იგივე „ტახი“ და სხვები. რაჟდენთან ერთად, ქურდული ტიტული მიიღეს: დათო კრასდოდასკიმ, გოგა ქუთაისკიმ და სხვებმა. პირველად რაჟდენ შულაია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, ძარცვისა და ადამიანების გატაცების ბრალდებით მიეცა. 2013 წელს ის ლიტვაში დააკავეს თემურ ნემსიწვერიძესთან ერთად, პოლიციის ფართომასშტაბიანი შემოწმების დროს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  შულაიას მფარველი გახლდათ შაქრო კალაშოვი, მეტსახელად „შაქრო მალადოი.“
რაჟდენ შულიას ურთიერთობა სპორტსმენებთან, მოკრივე ნიკოლაი ვალუევთან გადაღებული ფოტოთიც დასტურდება. ნიკოლაი ვალუევი პირველი რუსი მოკირვეა,  რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. თუმცა, ამ საქმეში ეს სპორტსმენი არ ფიგურირებს.
რაც შეეხება სხვა დაკავებულ ქართველებს, უვადო პატიმრობა ემუქრება ნიკოლოზ ჯიქიას შეკვეთილი მკვლელობებისა და იარაღის უკანონოდ ვაჭრობისთვის. ქართველთაგან, სწორედ მას აქვს ყველაზე მძიმე სასჯელი. აკაკი უბილავას, სავარაუდოდ, 20 წელს მიუსჯიან. მიუხედავად ინფრომაციის გასაჯაროებისა,  მისი ოჯახის წევრები ამ ფაქტს არ ადასტურებენ. გიორგი ლომაშვილის ბრალი 40-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს ნარკოდანაშაულისა და კორუფციისთვის. ნაზო გაფრინდაშვილი ერთადერთი ქართველია, რომელიც ამ დროისთვის გაათავისუფლეს. ის რამდენიმე საათი იმყოფებოდა დაკითხვაზე. გაფრინდაშვილი მისი დაკითხვის ერთ-ერთ მიზეზად, რაჟდენ შულაიასთან მის შესაძლო კავშირს ასახელებს. როგორც ის აცხადებს, მას შემდეგ, რაც კავშირი არ დადგინდა, სამართალდამცველებმა ის გაუშვეს.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2014 წელს დაიწყო. საქმეში ჩართული იყო სამი ინფორმატორი. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ყოფილი რუსული დაჯგუფების წევრი, რომელმაც 6 წელი მოიხადა შეკვეთილი მკვლელობისთვის და შემდეგ დაიწყო მართლმსაჯულებასთან თანამშრომლობა. ის CS-1-ის სახელითაა ცნობილი და სწორედ მას მიუძღვის ლომის წილი ამ საქმეში. როგორც ირკვევა, ინფორმატორს კავშირი ჰქონდა დაჯგუფებასთან და ბოლოს ის 31 მაისს შეხვდა ბანდის წევრებს. ამ ეტაპისთვის კიდევ, 5 დამნაშავეს ეძებენ.
ნიუ-იორკის პროკურატურა ამ დაჯგუფებას უწოდებს რუსულ კრიმინალურ სინდიკატს, მაგრამ მასში შედიან საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკის წარმომადგენლები, ძირითადად, ქართველები. მათივე თქმით, ეს ყველაზე დიდი პოსტსაბჭოური დაჯგუფებაა, რომელიც გაშიფრეს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
скачать dle 11.3