კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 როგორ წავიდა იოსებ ოსორაული თვითმკვლელობაზე სამხედროების გადასარჩენად და რის გამო გამოუშვა სამსახურიდან მფრინავი მიხეილ სააკაშვილმა

თათია ფარესაშვილი ქეთი მოდებაძე


 კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის გათავისუფლების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. სოსო ოსორაულის გათავისუფლების თემაზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ერთი ვერსიით, შეიარაღებული დაჯგუფებები მილიონ დოლარს ითხოვდნენ. თუმცა, იყო საუბარი იმაზეც, რომ ამბოხებულები სანაცვლოდ თავიანთი თანამებრძოლების გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომლებიც კონგოს დემოკრატიულ მთავრობას პატიმრობაში ჰყავს. თითქმის ხუთი თვეა, რაც ოსორაული ტყვეობაში იმყოფება. ოფიციალური უწყებების განცხადებით, შესაძლოა, ის გარდაცვლილია, რასაც კატეგორიალად არ ეთანხმება მფრინავის ოჯახი და სამხედრო ექსპერტი დავით ნემსაძე.
დავით ნემსაძე (სამხედრო ექსპერტი):
იოსებ ოსორაული არის ქართველი სამხედრო, სისხლით, ხორცით და გულით. ის არის პოლკოვნიკი, შვეულფრენების ბაზის მეთაური. მონაწილე და ვეტერანი 2008 წლის ომის. ომში მან უმნიშვნელოვანესი ოპერაცია შეასრულა. ზუსტად მაშინ გაფრინდა, როცა საქართველოს საჰაერო სივრცე დახურული იყო რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდაცვისა და მოიერიშე ავიაციის მიერ და ბრიგადის ორი ბატალიონი იხსნა ალყიდან. ეს იყო თვითმკვლელობაზე წასვლა. მაგრამ შემდეგ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მის ნაწილში გააკეთეს „ენვერის ოპერაცია“, რომელიც „რუსთავი 2-მა” გააშუქა პირდაპირ ეთერში. ისე აჩვენეს, თითქოს ჯაშუშებს იჭერდნენ, სინამდვილეში კი, დაიჭირეს სამშობლოს პატრიოტები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით საკუთარი ქვეყნის წინაშე. მაშინ სოსო ოსორაული არ დაიჭირეს მხოლოდ და მხოლოდ ფასადური დემოკრატიის გამო. მაგრამ ის, როგორც ნაწილის მეთაური, უბრალოდ, გააგდეს შეიარაღებული ძალებიდან. არ შეიძლება, მაშინდელი რეჟიმი ჩემი შეფასების ობიექტი გახდეს და მათ ქმედებებზე ვისაუბრო. იმიტომ რომ, კრიტიკას არ ექვემდებარებიან. მაგრამ, იოსებ ოსორაული დაბრუნდა შეიარაღებულ ძალებში. დაბრუნდა მაშინ, როცა რეჟიმი შეიცვალა. მაგრამ თინა ხიდაშელის დროსაც იძულებული გახადეს, წამოსულიყო, რადგან ესენი მიზანმიმართულად ცდილობდნენ საბრძოლო ავიაციის დაშლას. ისეთი ძლიერი მფრინავი, როგორიც ისაა, რომლის აღზრდაც ქართულ სახელმწიფოს 72 კილო ბაჯაღლო ოქრო დაუჯდა, თავდაცვის სამინისტროდან წამოსვლის შემდეგ, სამინისტროს წინ „ბულკებს” ვერ გაყიდდა. სამხედრო მფრინავს, თუ აქტიური შეხება არ აქვს სამხედრო ტექნიკასთან, ის კარგავს კვალიფიკაციას, სამხედრო ფორმას და ხდება გამოუსადეგარი. ამიტომ იოსებ ოსორაული წავიდა იქ, სადაც ამ ყველაფერს შეინარჩუნებდა. თუმცა, არამხოლოდ ის, მასთან ერთად, 30-მდე ადამიანი, რომლებიც ასევე, იძულებულები გახდნენ, თავდაცვის სამინისტროდან წამოსულიყვნენ. ისინი შეურაცხყოფილები იყვნენ იქიდან გამოშვებით. მათ შორის არიან: ბორტტექნიკოსები, სამხედრო ინჟინრები, მომსახურების სპეციალისტები. ყველა კონგოში წავიდა და იქ დასაქმდა. კონგოს რესპუბლიკას სამხედრო ავიაციის ჩამოყალიბებაში ეხმარებოდნენ. ისინი არიან ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან  დასაქმებული პირები.
–  სახელმწიფოს მხრიდან გაისმა ბრალდება იოსებ ოსორაულის კონგოს რესპუბლიკაში ფინანსური დაინტერესების გამო წასვლის შესახებ.
– ეს იყო იზორიას განცხადება. მე მას სახელმწიფოებრივ პერსონად ვერ აღვიქვამ. ის არის ჩინოვნიკი, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციასთან ვერ გავაიგივებ. როცა ფულად მოტივაციაზე მიუთითებს, უმჯობესია, მის მიერ მოყვანილ თანასოფლელთა გუნდს გადახედოს. ამ სიტყვას დასამცირებლად არ ვიყენებ, უბრალოდ, გენერალური ინსპექცია ისეთი ორგანოა, რომელშიც მაღალი კლასის სპეციალისტები უნდა მუშაობდნენ. როცა შენს სოფლელებს ნიშნავ ყველანაირი კვალიფიკაციისა და განათლების გარეშე, დანიშვნიდან ორ თვეში კი იმხელა პრემიებს აძლევ, რომ უმაღლესი მათემატიკის პროფესორსაც გაუჭირდება ნულების წაკითხვა, ასეთ ადამიანს მორალური უფლება არ აქვს, ისაუბროს დამსახურებულ მფრინავზე, 2008 წლის ომის ვეტერანსა და ოთხი შვილის მამაზე, რომელიც უსამსახუროდ დატოვეს. ბატონი იზორია შეიარაღებული ძალების შეურაცხყოფაა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვეკითხები: რა აძლევდათ მათ ამ უარგუმენტაციო განცხადების გაკეთების უფლებას ოსორაულის გარდაცვალების შესახებ? –  დაადასტურა მისი გარდაცვალება რომელიმე ორგანიზაციამ – კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ? – გაერომ? წითელმა ჯვარმა?.. თუ ვინმეს აწყობს აქ იოსებ ოსორაულის გარდაცვალება, მაშინ ეს სხვა კონტექსტში განსახილველი თემაა.
– ვის და რატომ უნდა „აწყობდეს” მისი გარდაცვალება?
– პირდაპირ ვიტყვი, ვეყრდნობი ქართული კონტინგენტიდან მოწოდებულ ინფორმაციას და ასევე, რაც აქვს ამერიკის ადამიანთა უფლებათა დაცვის ცენტრს. ის აცხადებს, რომ სიტუაცია მონიტორინგის ქვეშაა და არ ადასტურებენ იოსებ ოსორაულის გარდაცვალებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს პერსონების და არა თავად უწყების მიმართ, მათი დილეტანტიზმის გამო, ნდობა არ მაქვს. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზე გასული იყო. ფოტოები თუ ვიდეოები, რომლებიც იქიდან მიიღეს, ყველაფერი მათი მონიტორინგის ქვეშ იყო და კითხვებიც ამიტომ ჩნდება ამ უწყებასთან.
– ვიდეომიმართვაში, რომელიც საზოგადოებამაც ნახა, ოსორაული თითქოს ემშვიდობება ოჯახს. ეს ხომ არ გვაფიქრებინებს, რომ მან იცოდა მოსალოდნელი ბედის შესახებ და შესაძლოა, ახლა ცოცხალი აღარ იყოს?
– ტყვედ მყოფ ადამიანს არაფრის უფლება არ აქვს. თქვენ, ჩემგან განსხვავებით, ეს ვიდეო ბოლომდე არ გინახავთ. იქ იოსებ ოსორაული ამბობს, რომ დარწმუნებულია, ქართული სახელმწიფო მისი გათავისუფლების სანაცვლოდ მოთხოვნილ ფულს არ გადაიხდის.
– საუბარი იყო მილიონზე.
– ამწუთას თანხას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. იოსებ ოსორაულის აღზრდა 72 კილოგრამი ბაჟაღლო ოქრო დაჯდა. თუმცა, ფულით ყველაფერი არ იზომება. ის ფიქრობდა, რომ სახელმწიფო მის სანაცვლოდ მოთხოვნილ თანხას არ გადაიხდიდა. ეს ვიდეოში კარგად ჩანს, მაგრამ ის საზოგადოებას სრულად არ აჩვენეს.
– მისი სამსახურიდან იძულებით წამოსვლის შესახებ აღნიშნეთ. გავრცელებული ინფორმაციით, მის გათავისუფლებაში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დიდი როლიცაა.
– მაშინ იოსები სენაკის ბაზის მეთაური გახლდათ და ერთ-ერთ რუტინულ სასწავლო ფრენას ატარებდა. ამ დროს იქ მიშა სააკაშვილი დაფრინავდა თავისი „კუკუშკით”, როგორც ახასიათებდა ხოლმე, ასეთი გამოხდომები. ფრენის დროს რადიოკავშირი ღია ეთერით მყარდება. ოსორაულის საბრძოლო ბორტსა და ამ „კუკუშკას” შორის, რომელითაც სააკაშვილი დაფრინავდა, ჩართვა მოხდა. ფრენისას, საერთაშორისოდ დადგენილი ნორმების მიხედვით, ორი საკომუნიკაციო ენა არსებობს – ინგლისური და რუსული. იოსები რუსულად ლაპარაკობდა, რადგან ინგლისური არ იცოდა. ქართულად ტექნოლოგიურ ენაზე, უბრალოდ, ვერ ილაპარაკებ. მაშინ სააკაშვილმა მას მიმართა ინგლისურად, იოსებმა კი უპასუხა რუსულად – ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ საბრძოლო გამოყენების მფრინავი მოეხსნათ თანამდებობიდან. ამის შემდეგ საერთოდ რაღაზე უნდა ვილაპარაკო?! ანალოგიურად მოიქცა თინა ხიდაშელიც და რატომ არ მიკვირს, ნეტავ?!
– ჩვენ ვისაუბრეთ იოსებ ოსორაულის სანაცვლოდ მოთხოვილ თანხაზე, მაგრამ არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის თანახმადაც, შეიარაღებული დაჯგუფებები მის სანაცვლოდ საკუთარი თანამოაზრეების გათავისუფლებას ითხოვენ კონგოს რესპუბლიკისგან.
– ისინი მოლაპარაკების შინაარსს ცვლიდნენ, მაგრამ ეჭვი მეპარება, საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებობდეს ისეთი ძლიერი მომლაპარაკებელი, რომელიც ამ დონის ურთიერთობებში საკუთარ სარგებელს დაიჭერს. მოლაპარაკებების პროცესის სწორად წარმართვა საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანს შეუძლია. ეს რესურსი სამოქალაქო სექტორშია და ჯობია, იქ მონახონ.
კობა ოსორაული: ვიცი, რომ ჩემი ძმა ცოცხალია და ესენი ხელს არ ანძრევენ მის დასახსნელად. ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ვარ. რუსეთთან მიმართებითაც იყო იგივე შემთხვევა, მაგრამ მაშინ ლავროვი ჩავიდა კონგოში და ყველაფერი რამდენიმე დღეში მოგვარდა. ესენი, როგორც ვხედავთ, არაფრის მომგვარებლები არ არიან. რას ჰქვია, სავარაუდოდ გარდაცვლილია?! ორი-სამი კვირაა, გარდაცვლილიაო, იძახიან და ერთი ფაქტი ხომ მაინც უნდა მოიძიონ?! საგარეო საქმეთა სამინისტროში უთქვამთ, ჩვენ კაპიკის გადამხდელები არ ვართო. კი ბატონო, ფულს ჩვენ მოვიძიებთ. საფრთხე დიდია, მაგრამ მათთვის კაცის სიცოცხლე კაპიკის ფასია.
ნინო ოსორაული (მეუღლე): ჩემი მეუღლე ცოცხალია. ბევრი მისი თანამშრომელია კონგოში და ისინი მისი გარდაცვალების ფაქტს არ გვიდასტურებენ, თუმცა მალე ხუთი თვე გახდება, რაც ტყვეობაშია. იმედი მაქვს, მალე დაბრუნდება სახლში საკუთარ შვილებთან. ოთხი შვილი გვყავს და მეოთხე, რომელიც ახლა ორი წლისაა, საერთოდ არ ჰყავს ნანახი. ოჯახში ძალიან მძიმე სიტუაციაა. ეს ადამიანი საოცრად იყო შეყვარებული თავის საქმეზე. 24 საათს სამსახურში ატარებდა. სანამ თანამშრომლებს არ დააბინავებდა, თვითონ სახლში არ მოვიდოდა. თუმცა, ხელისუფლებას რამდენჯერაც არ ესიამოვნებოდათ მისი აფრენა და დაჯდომა, ათას მიზეზს პოულობდნენ და სამსახურიდან უშვებდნენ, რაც არა მგონია, სამართლიანი იყოს. „ენვერის ოპერაციის” ჩატარებაზე თქვა უარი; კვიციანის დროს ჩხალთის დაბობვაზე უარი განაცხადა. შემდეგ უთხრეს, იმიტომ გიშვებთ, რომ განათლება რუსეთში გაქვს მიღებულიო და გამოუშვეს. ძალიან უყვარს საკუთარი საქმე და კონგოში წასვლა ამიტომ გადაწყვიტა. უნდოდა, ეფრინა, თავის საქმე ეკეთებინა. იმდენად იყო სამსახურზე შეყვარებული, რომ ძალიან ბევრჯერ, ბავშვი მყოლია ცუდად, მაგრამ ექიმთან ვერ გამყოლია იმიტომ, რომ სამსახური არ მიეტოვებინა.
– სახიფათო პროფესია აქვს. ალბათ, აქამდეც აღმოჩენილა საფრთხის შემცველ სიტუაციაში.
–  მუხროვანში რომ წყალდიდობა იყო, მაშინ ვერცერთი ბორტი ვერ აფრინდა სოსოს გარდა. შუაღამეს ძლივს ჩააღწია იქამდე და ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. მის გარდა ვერავინ გარისკა ამის გაკეთება. შიშველი ბიჭები წყალს მიჰქონდა, სოსო მიჰყვებოდა და ბევრი სამხედროს სიცოცხლე იხსნა. ვერავინ გაბედავდა იმის გაკეთებას, რაც სოსომ გააკეთა. თბილისში, 13 ივნისის ტრაგედია რომ დატრიალდა, მაშინ რატომ არ აფრინდა ერთი ბორტიც კი და რატომ ვერ გადაარჩინეს იმდენი ხალხი დაღუპვას? იმიტომ რომ, ვერავინ გარისკა იმ ამინდში აფრენა – არ ჰყავთ საქართველოში სოსოსნაირი მფრინავები და ვინც ჰყავდათ, ისიც მოიშორეს. სოსოც და დანარჩენი მფრინავები აიძულეს, აქედან წასულიყვნენ, თორემ არავის უხაროდა საკუთარი სამშობლოს დატოვება.  მაშინ მე ცხრა თვის ფეხმძიმე ვიყავი და მეოთხე შვილი მისი გაფრენიდან ერთ კვირაში გავაჩინე. უკვე ორი წელია, იქ არის. დეკემბერში უნდოდა ჩამოსვლა, მაგრამ არ გამოუშვეს. ბოლოს 26-ში, ველაპარაკე. თვითმფრინავი 27-ში დილით ჩამოვარდა და ტყვედ აიყვანეს. სახელმწიფო გვეუბნება, რომ ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ჯერჯერობით, ფაქტია, რომ ჩემი მეუღლე ისევ იქაა და არა საკუთარ ოჯახში.
скачать dle 11.3