კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 როგორ შეაჩეჩა ხელში ბუბა კიკაბიძემ ნიუ-იორკის გრამფირფიტების მაღაზიის მეპატრონეს ლენინის „რეჩების“ ფირფიტები

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


 ბუბა კიკაბიძე ასეთ ისტორიას ყვება: „ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად 1977 წელს გავემგზავრე საგასტროლოდ „ორერასთან“ ერთად. იმ პერიოდში უცხოეთიდან დეფიციტური საქონელი რომ ჩამოგეტანა, რაიმე ნივთი უნდა წაგეღო გასაყიდად ან გასაცვლელად. ამერიკაში რას ატანდნენ და რას არა, არ ვიცოდი. შტატებიდან კი ფირფიტების ჩამოტანა მინდოდა. ამიტომ, არც ვაციე, არც ვაცხელე და მოსკოვში, გორკის ქუჩაზე „მელოდიის“ უზარმაზარ მაღაზიაში ლენინის „რეჩების“ (სიტყვით გამოსვლა) ათი ცალი ფირფიტა ვიყიდე, რაც სულ თორმეტი მანეთი დამიჯდა. საბჭოეთში ის მუქთადაც არავის უნდოდა. ვიცოდი, რომ ამერიკაში ამ ფირფიტებს დაუბრკოლებლად გამატანდნენ. ათივე ფირფიტა ჩანთაში ჩავალაგე და ნიუ-იორკში მშვიდობიანად ჩავიტანე. ბროდვეიზე უზარმაზარი ფირფიტების მაღაზია მდებარეობდა, სადაც აბსოლუტურად ყველა ჩანაწერი იყიდებოდა (რა თქმა უნდა, ლენინის „რეჩების” გარდა). იმ მაღაზიაში შევედი, მის მეპატრონეს კაბინეტში ვესტუმრე და ლენინის ფირფიტები ვუჩვენე.  ვკითხე: „ასეთი თუ გაქვს-მეთქი“. გაგიჟდა, არ მაქვს, მომეცი და რაც გინდა, წაიღეო. მე მას ლენინის „რეჩების” 10 დისკი დავუტოვე. სამაგიეროდ, სულ ორფირფიტიანი ცნობილი ჯგუფების ძვირად ღირებული ალბომები გამოვართვი. სასწრაფოდ წამოვედი იქიდან, რადგან მაღაზიის პატრონს ეგონა, მომღერალ ლენონის დისკები მივუტანე. სინამდვილეში კი, პროლეტარიატის ბელადის „რეჩები” შევაჩეჩე ხელში“.
скачать dle 11.3