№24 გიგა კვენეტაძის ანეკდოტები
ქმარი მანქანაში ელოდება ცოლს. ძალიან დააგვიანა და ურეკავს:
– სად ხარ, დროზე ჩამოდი, გელოდები!
– გითხარი, ხუთ წუთში ჩამოვალ-მეთქი და რაღას მირეკავ ყოველ ნახევარ საათში?!
***
მეგრელმა „ლურჯი ვეშაპის“ თამაში დაიწყო და მეორე დღეს, ვეშაპმა თავი მოიკლა.
***
– ექიმო, შეიძლება თუ არა, ადამიანმა იცოცხლოს ავადმყოფობის გარეშე?
– ადამიანმა კი, ექიმმა – არა.
***
– ბოლო დროს, იმდენი ვიკითხე სიგარეტისა და ალკოჰოლის მავნებლობაზე, რომ ბოლოს თავი დავანებე.
– მოწევას?
– არა.
– აბა, დალევას?
– არა, კითხვას.
***
– ლელა, რატომ გააგდეთ პირადი მძღოლი?
– დეგენერატია და იმიტომ!
– მაინც, რა დააშავა?
– ჩემს ახალ თაყვანისმცემელს, ჯუმბერის უთხრა, მაგ ქალს 40 წელია, ვემსახურებიო.
***
მეგრელი ეუბნება ძმაკაცს:
– აჰ, ძამა, ცოლს ყაჩაღი ჯობია.
– რატომ?
– ყაჩაღი ფულს წაგართმევს და მერე, თვალით ვეღარ ნახავ.
***
მილიონერის ანდერძიდან ამონარიდი: „ჩემს სვიტერს, პიჯაკს და შარვალს ვუტოვებ ოჯახის ჩრჩილს.“
***
– წამო, შალვოვიჩ, ჯიმშერიმ ცოლი ითხოვა...
– სულ რავა მათხოვრობს ეგ უპატრონო... გუშინ, ორი ლარი ითხოვა ჩემგან.
***
– ქალიშვილო, გათხოვილი ბრძანდებით?
– რეგვენო! გათხოვილი და ქალიშვილი გინახავს?
***
– ჩემი ქმარი დაქორწინებამდე რომ უძრავ ქონებაზე მელაპარაკებოდა, მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, რომ იმპოტენტი იქნებოდა.
***
ბრაზობს გურული:
– ძაან გაფუჭდა ლიტერატურა, ძამა.
– რაზე ატყობ კი მარა?
– ა, ძამა, ადრე დაწერილ რომანში, ქალი კაცს 250-ე გვერდამდე არ აკოცებდა. ახლანდელ რომანებში კი, მესამე გვერდზე უკვე აბორტზე გარბიან.
***
– რა არის, კაცო, ეს სიმთვრალე, ღუპავს კაცს.
– რა მოგივიდა?
– სიდედრს ბოთლი მოვუქნიე.
– მერე?
– ავაცილე.
გიორგი ნაზღაიძის ანეკდოტები
ორი ლოთი საუბრობს:
– ამბობენ, ფეხშიშველი სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოაო.
– ხო, მართალია! როცა ფეხსაცმელებში ვიღვიძებ, თავი საშინლად მტკივა.
***
– წარმატებული მამაკაცი არის ის, ვინც უფრო მეტ ფულს აკეთებს, ვიდრე მისი ცოლი ხარჯავს.
– და, წარმატებული ქალი?
– წარმატებული ქალი კი, ის, ვინც ასეთ მამაკაცს იპოვის.
***
7 წლის გიორგი ეკითხება მამას:
– მამიკო, მე როგორ გავჩნდი?
– წერომ მოგიყვანა, შვილო.
– ჩვენი მეზობელი ნინიკო?
– ეგ, მაღზიაში იყიდეს მშობლებმა.
– ჩვენ ქვევით რომ ნიკუშა ცხოვრობს?
– ეგ, კომბოსტოში იპოვეს.
– რა იყო, ამ კორპუსში არავინ წვება ლოგინში?