№24 ეს საინტერესოა
* დიდ ბრიტანეთში, მეორე მსოფლიო ომის დროს, გასაწვევ პუნქტებში დიდ ყურადღებას იჩენდნენ დალტონიკებისადმი, რადგან ისინი ხედავენ იმას, რაც ჩვეულებრივი, კარგი მხედველობის ადამიანისთვის შეუმჩნეველი რჩება. მათ ომის დროს ნიშნავდნენ მემიზნეებად, მოთვალთვალეებად, ბომბდამშენის მაკორექტირებლებად.
* კომპოზიტორი ჯუზეპე ვერდი აცხადებდა, რომ აპლოდისმენტები მუსიკის ზოგიერთი სახეობის განუყოფელი ნაწილია და მისი პარტიტურაში ჩანაწერაც კი მოითხოვა.
* მეთვრამეტე საუკუნის ყველაზე ნაყოფიერი მეცნიერი ლეონარდ ეილერი იყო. მისი ნაწარმოებების გადაწერას, ერთი ადამიანი ყოველდღიური 8-საათიანი შრომის შემთხვევაში, 50 წელს მოანდომებს.
* ოკეანის კუნძულების გრავიურის თვითნასწავლი ოსტატები თავიანთ ჩუქურთმებს მოლუსკების დახმარებით ხატავენ. სასურველ ნახაზს ქვაზე აკეთებენ და მასზე უშვებენ მოლუსკს. ზღვის მოლუსკის, ფინიკის, მიერ გამომუშავებული სიმჟავე ამოჭამს ქვას.