№24 ბრძნული აზრები
ტორო: სიკვდილი არის ისარი, რომელიც გესროლეს, ხოლო სიცოცხლე ის დრო, სანამ ისარმა შენამდე მოაღწია.
ლებოკი: ვისაც მგლების ეშინია, ცხვრები არ ჰყავს.
ლაიბნიცი: შეცდომების უარყოფა ორმაგი შეცდომაა.
ჰაბარტი: ღმერთი ეხმარება მას, ვინც უპირველესად, საკუთარ თავს ეხმარება.
დიზრაელი: ღმერთი საკუთარ გულში ეძებეთ, სხვაგან მას ვერ იპოვით.
გერცენი: გამარჯვება გვიჩვენებს, რა შეგვიძლია, ხოლო დამარცხება – რად ვღირვართ.
როლანი: უთქმელი სიტყვა შენი მონაა, წამოსროლილი – მეპატრონე.
ნიცშე: ადამიანი ანგელოზსა და მხეცს შორის გადებული ხიდია.
პუბლიუსი: ძნელია, შეინარჩუნო ის, რასაც სხვაც ბევრი მიელტვის.
უაილდი: ყოველთვის სასიამოვნოა, არ მიხვიდე იქ, სადაც სულმოუთქმელად ელიან შენს გამოჩენას.
შილერი: სამყაროს სიყვარული და შიმშილი მართავს.
ვოლტერი: თუ არ მუშაობ, ცხოვრება არ გინდა, თუ მუშაობ ცხოვრებისთვის არ გცალია.
ჩეხოვი: აუხსნელი რამაა სული. არავინ იცის, სად მდებარეობს, მაგრამ ყველამ იცის, როგორ გტკივა.
შექსპირი: საკუთარი ცოდვების განსჯა დაიწყეთ და დრო არ დაგრჩებათ სხვისი ცოდვების განსასჯელად.
სენეკა: სანამ უთანხმოება არ მოგივა ადამიანთან, ვერ გაიგებ, რას ფიქრობს სინამდვილეში ის შენზე.
ჰაინე: მამაკაცის სილამაზე გარეგნობაში კი არა, მის ქცევებშია.
ლესინგი: თუ გრდემლი ხარ – მოითმინე, თუ ურო – დაარტყი.
ჯეფერსონი: ადამიანთა უმეტესობა მიდრეკილია იტანჯოს, ვიდრე იბრძოლოს ტანჯვის მიზეზების აღმოსაფხვრელად.
ჰიტლერი: ხალხი ქალს ჰგავს – ის ძალას ნებდება.
ნაპოლეონი: ქორწინება ბუნების კანონი არ არის.