კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რატომ გააპროტესტეს სოფი ახალაძის გამარჯვება „მის მკერდის” კონკურსში და ვის მოპარეს საჯაროდ „მის მკერდის” კონკურსის ტიტულები

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე


 საქართველოში ყველაზე ლამაზმკერდიან ქალად სოფი ახალაძე დასახელდა. კონკურსი „მის მკერდი“ წელს მეორედ გაიმართა და  ამჯერადაც, სკანდალური ფინალი ჰქონდა. სოფის 3 ზომა მკერდი საზოგადოების რაღაც ნაწილმა გააკრიტიკა. რას ფიქრობს ამ საკითხზე თავად გამარჯვებული და კონკურის ორგანიზატორი, ნინო ადამაშვილი, ინტერვიუდან შეიტყობთ.  

– ნინო, როგორ შეაფასებ წლევანდელ კონკურსს და „რუსთავი 2-თან” რა საკითხზე გქონდა დავა?
– ეს კონკურსი უცხოეთში წლებია, ტარდება: უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში... ორგანიზატორები კი, დიდმკერდიანი ქალბატონები არიან. იქედან გამომდინარე, რომ მეც მსგავსი აღნაგობა მაქვს და სილიკონის ეპოქაში ვცხოვრობთ, გამიჩნდა სურვილი, საქართველოშიც ჩამეტარებინა მსგავსი რამ. ზოგადად, კონკურსების მიმართულებით, გამოცდილება არ მქონია. თუმცა, ჩემს თანაორგანიზატორთან, სოსო კავკავაშვილთან ერთად ჩავუყარე ამ ყოველივეს საფუძველი. წელს მეორედ ჩატარდა  „მის მკერდი“. 2016 წელს, ქასთინგი რომ გამოვაცხადეთ, ერთი ამბავი ატყდა. სასულიერო პირების მხრიდან იყო რაღაც კონკრეტული მოთხოვნები. იქ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციიდან დაგვიკავშირდნენ და ასე შემდეგ. წელს, ნახევარი კონკურსი წარიმართა შედარებით მშვიდად და უკვე, ფინალისკენ მივდიოდით, როცა  „X ფაქტორის” ამბები გამოაშკარავდა – ჩვენი კონკურსის სახელით გამოიყვანეს „ყალბი“ გოგონები. ოთხი გოგონადან ორი არ იყო ჩვენი მონაწილე. რეალურად კი, არსებობენ „მის სექსუალურობა“ და „მის შარმი“. ეს მათთვის ყველაზე  შეურაცხმყოფელი იყო, რადგან საჯაროდ მოპარეს ტიტული. თავიდან  „X ფაქტორმა” მეც შემომთავაზა, ჩემს გოგონებთან ერთად გავსულიყავი, მაგრამ, რომ ვიცოდი, ამ სფეროში ჩვენი შესაძლებლობები, მაშინვე უარი ვუთხარი. მივხვდი, ეს სასაცილო მომენტებისთვის იყო განკუთვნილი. გოგონებსაც მოვუწოდე, არ გასულიყვნენ. ამის შემდეგ გაირკვა, რომ „იღბლიან ბორბალშიც“ უნდა გამოსულიყვნენ ეს „ყალბი“ გოგონები და გადავწყვიტე, უკვე ჩავრეულიყავი. დავურეკე მათ პროდიუსერს და ვუთხარი, თუ ამ „ყალბ“ გოგონებს გამოიყვანდა, ვუჩივლებდი. მითხრა, რომ არ ახენებდა „მის მკერდის“ სახელს და მეც დავთანხმდი. თუმცა, პირობა ანონსშივე დაარღვიეს,  მომატყუეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩავატარეთ ბრიფინგი და ჩვენი იურისტი ამზადებს სარჩელს. მაქვს ერთ-ერთი „ყალბი“ გოგონას ჩანაწერები, რომელიც ჩვენთან დროებით მოვიდა და ბოლოს კონკურსი იმის გამო დატოვა, რომ მამა ჰყავდა სასულიერო პირი. ჩვენ არა ტელევიზიას, არამედ ორ გადაცემას ვუჩივით. ნიკა გვარამიასთან და სხვა პირებთან პრობლემა არ გვაქვს.
– წელსაც არ ჩაიარა კონკურსმა სკანდალების გარეშე. გიორგი მასხულიამ ერთ-ერთი მონაწილის დიპლომიც დაწვა... რეალურად, რა მოხდა?
– გიორგი მასხულია იყო ჟიურის რიგითი წევრი. მას „მის მკერდის“ კონკურსთან არანაირი შეხება არ აქვს საორგანიზაციო კუთხით. შესაბამისად,  არ ჰქონდა უფლება, პრეტენზია გამოეთქვა, თუ ვინ რომელ ადგილზე გავიდოდა.  დიახ, გიორგიმ ერთ-ერთი მონაწილის დიპლომს ცეცხლი მოუკიდა და ჩავაქრეთ. სოფის გამარჯვების წინააღმდეგი იყო და ფიქრობს, რომ ამ გოგოს ერთი ზომა მკერდი აქვს (იცინის), რაშიც ნამდვილად ვერ დავეთანხმები. სოფის სამი ზომა მკერდი ძალიან კარგი და ლამაზია. ამ გოგოს ფეხებიც თავის ადგილზე აქვს და ყველაფერი. მსოფლიო კონკურსებიდან მომივიდა მიწვევა, სადაც აუცილებლად გავგზავნი მას. როცა გოგო ასეთი მაგარია, არავის მივცემ უფლებას, მის ტიტულზე ილაპარაკოს. რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილებს, იყვნენ  გოგონები, რომელთაც ჰქონდათ 4-5 ზომა მკერდი და სამეულში უნდა შესულიყვნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ეს ჟიურის გაუთვითცნობიერებელი შეცდომაა.
– ანუ, „მის მკერდს“  მხოლოდ მკერდის ზომის მიხედვით არ ირჩევთ?
– აღნაგობაც აუცილებელია, თუმცა ეს არასტანდარტული კონკურსია. მთავარია, მკერდის სილამაზე.
– სოფი, მგონი, მარტო მკერდის მიხედვით არ შეგაფასეს, არა?
სოფი ახალაძე: ნამდვილად ეგრე იყო. საცურაო კოსტიუმით რომ გამოვედი, ნინომაც აღნიშნა, რა რეაქცია ჰქონდა დარბაზს. მთლიანობაში იმდენად კარგი გამოსვლა იყო,  ჟიურის მკერდის კონკურსი სულ დაავიწყდა (იცინის).
– პირველი ნაბიჯები იყო ეს შენთვის მოდის სფეროში? ამ კონკურსში საიდან მოხვდი?
– არა, მანამდე გიორგი მასხულიასთან ვიყავი ჩვენებაზე. ჩემს მეგობარს, ნინო ნადირაშვილს დაუკავშირდა მის მკერდის ორგანიზატორი, რომელმაც ჰკითხა, ხომ არ ჰყავდა გოგონები კონკურსისთვის. მან კი ჩემი მონაცემები გადაუგზავნა და ქასთინგზე მივედი. ბოლოს ისე მოხდა, რომ დავრჩი კონკურსში. სიმართლე გითხრათ, ჩემზე დიდმკერდიან გოგონებს რომ ვხედავდი, გამარჯვების იმედი არ მქონდა და ყოველთვის ვამბობდი, მე არ მაქვს 5 ზომა მკერდი ამ ტიტულის მოსაგებად-მეთქი. ჩემი მკერდი სამი ზომაა და არც ვფიქრობდი გამარჯვებაზე. გვირგვინი რომ დამადგეს, კიდევ ვერ ვიჯერებდი.
ნინო: როცა სოფი გამოაცხადეს გამარჯვებულად, დიდი ამბები მიდიოდა. ერთ-ერთმა რუსულმა არხმა ლაივი ჩართო, სადაც გააჟღერეს, რომ საქართველოში ირჩევდნენ გოგონას, რომელსაც დიდი მკერდი არ ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, არც ველოდებოდი, თუ ჟიური ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რადგან რეალურად, მართლა იყვნენ დიდმკერდიანი გოგონები. სოფის უფრო მე-2, მე-3 ადგილისთვის ვვარაუდობდი. ნინო ნადირაშვილმა გამომიყვანა და მითხრა, სოფის აძლევენ პირველ ადგილს და მაგრად დადექი, ტიტული არ წაართვანო (იცინის).
სოფი: 35 ქულით გავუსწარი მეორე ადგილს (იცინის).
– რას ნიშნავს შენთვის ეს ტიტული?
– ჯერ კიდევ არ მაქვს გააზრებული, რომ გავიმარჯვე. ეიფორიაში ვარ. ბევრს ნიშნავს. ამ კონკურსით ჩემი ცხოვრების შეცვლა მინდოდა. პროფესიით ექთანი ვარ, ვმუშაობდი მე-4 სამშობიაროში 5 წელი. თუმცა, დაბალი ანაზღაურების გამო, წამოვედი. დღეს ვმუშაობ ერთ-ერთ „სლოტებში“, რომლის სახელიც ერთხელ დავასახელე და ვიღაც ბიჭმა მომწერა, თამაშს ნუ დამაწყებინებო (იცინის). შევიცვალე სამსახური და დღესდღეობით, მიმტანი ვარ. გრაფიკიდან გამომდინარე, იმდენად გადაღლილი ვიყავი, სულ ვფიქრობდი, რით შემეცვალა ჩემი ცხოვრება.
– მამაკაცების დამოკიდებულება როგორია მას შემდეგ, რაც საქართველოში ყველაზე ლამაზი მკერდის მქონე ქალად დაგასახელეს?
– პიკია (იცინის). მანამდეც იყვნენ თაყვანისმცემლები, მაგრამ ახლა, ხომ საერთოდ... მწერენ ხშირად, მაგრამ მკერდს არ უსვამენ ხაზს. მეუბნებიან, რომ მათი ფავორიტი ვიყავი და აუცილებლად უნდა გამემარჯვა.
ნინო: ეს სიტუაცია გააბუქა გიორგი მასხულიამ და ააგორა შავი პიარი – თითქოს სოფის აქვს ერთი ზომა მკერდი. ასევე, სიტუაცია გაამწვავა ჩვენმა შარშანდელმა მის დეკოლტემ.
– სოფი, რა ხდება პირად ცხოვრებაში?
სოფი: მეუღლეს გაშორებული ვარ, უკვე 6 წელია. მყავს 14 წლის ბიჭი. ამჟამად თავისუფალი ცხოვრება მაქვს. ბავშვმა თავიდან არ იცოდა ეს ყველაფერი. მერე ვუთხარი და ცოტა გაუჭირდა გაგება. ჩემს მეგობარს ეუბნებოდა, რომ დიდად არ მოსწონდა ეს ყველაფერი. ახლა კიდევ, სულ მიმეორებს, რომ ჩემით ამაყობს.
скачать dle 11.3