№24 ქმარს ვუღალატე უცნობ მამაკაცთან და არ ვნანობ
ინტიმური საუბრები
ქმართან კარგი ურთიერთობა არასდროს მქონია, თუმცა, ღალატზე არც მიფიქრია. აზრადაც ვერ გავივლებდი სხვა კაცთან სექსუალურ ურთიერთობას. თუმცა, იმდენად გაუაზრებლად მოხდა ეს, ახლაც არ ვნანობ და ვფიქრობ, ღირსია. იმ დღეს, ვიჩხუბეთ, შეურაცხყოფა მომაყენა, მითხრა, მადლობა თქვი, ჩემი ცოლი რომ გქვია. მე რომ არ მომეყვანე სახლში, შიმშილით გაგძვრებოდა სული, დაძონძილი ივლიდიო. მართლია, არ ვარ მდიდარი ოჯახიდან და ქმრის ოჯახი გაცილებით კარგად ცხოვრობს, ვიდრე ჩემი მშობლები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, შეურაცხყოფა მომაყენოს და წამომაძახოს. ავყევი, ვიკამათეთ, ხელითაც შევეხეთ ერთმანეთს და ატირებულმა კარი გამოვიჯახ უნე. ვიფიქრე, ცოტას გულს გადავაყოლებ, სადმე დავჯდები, ტირილით გულს მოვიოხებ და მერე დავბრუნდები-მეთქი. მოკლედ, გავაჩრე ტაქსი და ჩავჯექი. მძღოლი, ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭი იყო. მკითხა, სად მიბრძანდებით, ცუდად ხომ არ ხართ, იქნებ მე დაგეხმაროთო. მოკლედ, დაახლოებით, ათ წუთში, მანქანა გადააყენა, მომიბრუნდა და მითხრა: ნუ ჩამომართმევთ უზრდელობაში ან ცნობისმოყვარეობაში, მაგრამ არ შემიძლია, ქალის ცრემლების ყურება. რა მოხდა, იქნებ მე გადამიშალოთ გული და ცოტა მოგეშვებათო. მეც, არ ვიცი, რა დამემართა, როგორ ვენდე უცნობ მამაკაცს, ყველაფერი მოვუყევი. ჩემკენ გადმოიწია, ჩამეხუტა და დამშვიდება სცადა. ისეთი სითბო წამოვიდა მისგან, არ მინდოდა გავეშვი. კარგა ხანს ასე ჩახუტებულები ვისხედით მანქანაში. მერე მთხოვა, იქნებ სადმე წავიდეთ, ყავა დავლიოთ და მშვიდად ვისაუბროთო. მეც დავთანხმდი. სადღაც გადარეკა, მგონი, ძმაკაცთან და უთხრა, ერთი ღამით ბინის ქირაობა მინდა და დამეხმარეო. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთოთახიან ბინაში ავედით და სწორედ იქ ვუღალატე ჩემს ქმარს უცნობ მამაკაცთან. იქ არ დავრჩი, სახლში გვიან დავბრუნდი, აბაზანა მივიღე, ბავშვებს დავხედე და საძინებელში შევედი. ვაჟბატონს ისე ეძინა, ვერც გაიგო ჩემი სახლში დაბრუნება. მთელი ღამე ვფიქრობდი ჩემს საქციელზე, მაგრამ არ მინანია. ღირსია ჩემი ქმარი, რაც გავუკეთე. უბრალოდ, მასთან დაშორება იმის გამო არ მინდა, რომ ხალხი ავალაპარაკო, შვილები მამის გარეშე დავტოვო, თორემ, ისეთი გარეგნობა მაქვს, საყვარლის გაჩენა და ცხოვრების თავიდან აწყობა, ნამდვილად არ გამიჭირდება. რაც იმ ღამით მოხდა, ამას ჩემი ქმარი ვერასდროს გაიგებს, ვერც ის ბიჭი მომაგნებს, რადგან არც სახელი და გვარი იცის და არც ჩემი ზუსტი მისამართი. შემომთავაზა კიდეც, იქნებ შევხვდეთ ხოლმეო, მაგრამ უარი ვუთხარი. უბრალოდ, კარგი ადამიანი აღმოჩნდა და შემპირდა, რაც ჩვენს შორის მოხდა, არავის ვეტყვი. სამყარო პატარაა, იქნებ სადმე შემთხვევით გადავეყაროთ, მაგრამ, არ შეგეშინდეს, ჩემგან ეს ამბავი არ გასკდებაო. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვენდე და ზუსტად ვიცი, თავის პირობას არ გატეხავს. კიდევ ვამბობ, ბევრი ქმარია ცოლისგან ღალატის ღირსი. მე ამას არც კი გავიფიქრებდი, მაგრამ გარემოებამ მოიტანა, ვუღალატე და არც ვნანობ.
ნანა, 42 წლის.