№24 როგორ ვებრძოლოთ ბუნებრივი საშუალებებით სახეზე გამონაყარს
სახეზე გამონაყარი ბევრს აწუხებს, განსაკუთრებით კი – მოზარდებს. გთავაზობთ მათთან ბრძოლის ბუნებრივ საშუალებებს, რომელიც არც დიდ დროს მოითხოვს და არც ძვირი დაგიჯდებათ.
1. წყალი – მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი და ლიმონის წვენი – ყოველდღიურად 7–8 ჭიქა წყლის დალევა გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და დააჩქარებს კანის აღდგენის პროცესს.
2. თაფლი – კანის სწრაფად აღსადგენად, გამონაყარზე წაისვით თაფლი, ათი წუთი გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
3. პომიდორი – A ვიტამინით მდიდარი პომიდორი ხელს უშლის გამონაყრის გაჩენას. ამიტომ, ხშირად მიირთვით პომიდორი.
4. რაციონიდან მთლიანად ამოიღეთ და მაქსიმალურად შეამცირეთ შემდეგი პროდუქტები: ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები, ცომეული, ტკბილეული, ცხოველური ცხიმები.
5. დაიბანეთ სახე დღეში ორჯერ და არა – მეტჯერ. ამისთვის, გამოიყენეთ ნელთბილი წყალი და ნაზი საპონი.
6. ნუ შეეხებით სახის კანს ჭუჭყიანი, დასაბანი ხელებით.
7. დაძინებამდე აუცილებლად მოიცილეთ სახიდან მაკიაჟი.
8. გამოიყენეთ ალოე ვერას გელი ან მისივე წვენი წაისვით გამონაყარზე და დაიტოვეთ.
9. ვაშლის ძმარი – ის სწრაფად აღადგენს კანს, კლავს გამონაყრის გამომწვევ ბაქტერიებს და მოგაშორებთ ზედმეტ ცხიმს კანზე. სუფთა, მშრალ კანზე დაიდეთ ძმრიანი ბამბის ტამპონები - 1 სადილის კოვზი ძმარი გააზავეთ 8 კოვზ წყალთან და გაიჩერეთ 10 წუთით. ვაშლის ძმრის ნაცვლად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ლიმონის წვენი.
10. კვერცხის ცილა – პროტეინებით მდიდარი კვერცხის ცილის ნიღაბი განკურნავს და აღადგენს თქვენს კანს. კვერცხის გულისგან განაცალკევეთ ცილა და წაისვით სუფთა სახეზე. დაიტოვეთ თხუთმეტი წუთით და ჩამოიბანეთ.
11. შვრიის ფაფა – მოამზადეთ შვრიის ფაფა წყლით, შაქრის გარეშე და სუფთა სახეზე დაიდეთ ნიღაბივით. გაიჩერეთ 10–15 წუთით და ჩამოიბანეთ. შედეგს რამდენიმე პროცედურის შემდეგ შენიშნავთ.
12. ყინულის კუბიკები – კანის გასაჯანსაღებლად ყველაზე მარტივი და ადვილი გზაა. მიუხედავად იმისა, რომ დაუყოვნებლივ შედეგს არ იძლევა, რეგულარული გამოყენებით, შესანიშნავ ეფექტს მიიღებთ. გაიჩერეთ ყინულის კუბიკები გამონაყარზე, ყოველდღიურად, 10–15 წუთის განმავლობაში.