№24 მარტივად დასაცავი, შვიდდღიანი, საზაფხულო დიეტა და მინუს შვიდი კილოგრამი
ეს დიეტა, საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია. ერთი კვირა, დღის განმავლობაში, მხოლოდ იმ ერთი პროდუქტის ჭამას ითვალისწინებს, რომელსაც თვითონ აირჩევთ, სურვილისა და გემოვნების მიხედვით. ეს კიდევ უფრო აჩქარებს წონის დაკლებას, ზედმეტი სტრესის გარეშე.
ორშაბათი - მიირთვით რომელიმე, ერთი სახის ბოსტნეული. მაგალითად, პომიდვრის, სტაფილოს, ბოლოკის ან კიტრის სალათა, ცოტა ცხიმით. 200 გრამს დაასხით ნახევარი კოვზი ზეთი, მარილის გარეშე.
სამშაბათი - მიირთვით მხოლოდ ერთი სახის ხილი. შეუზღუდავი რაოდენობით შეგიძლიათ მიიღოთ ვაშლი. ძლიერი შიმშილის შემთხვევაში კი, დალიეთ 100 გრამი კეფირი ან თხევადი იოგურტი.
ოთხშაბათი - მიირთვით კენკრა. სასურველია, მოამზადოთ კენკრის მიქსი, რომელიც ორგანიზმს უჯრედისით, ვიტამინებითა და მინერალებით შეავსებს.
ხუთშაბათი - მიირთვით მხოლოდ ხაჭო და კეფირი. ამგვარი პროდუქტების მიღება აუცილებელია, რადგან ცილებსა და სასარგებლო ცხიმებს შეიცავს, რაც ძალიან სჭირდება ორგანიზმს დიეტის დაცვის პერიოდში.
პარასკევი - მიირთვით მხოლოდ ბოსტნეული. ამჯერად ის სახეობა აირჩიეთ, რომელიც არ მიგიღიათ კვირის განმავლობაში. სალათა მარილის გარეშე უნდა ჭამოთ და აუცილებლად დალიეთ ორი ჭიქა მინერალური წყალი.
შაბათი - მიირთვით კენკრის მსუბუქი დესერტები, კეფირი ან თხევადი იოგურტი.
კვირა - მიირთვით მხოლოდ ხილის უშაქრო წვენი.