კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რას უნდა დააკვირდეთ, რომ ღალატის მსხვერპლი არ გახდეთ

თათია ფარესაშვილი მიხეილ ცაგარელი


 ადამიანში ღალატისკენ მიდრეკილებას დიდწილად განაპირობებს მისი ზოდიაქოს ნიშანი. ამიტომ, იმის გასარკვევად, თუ რამდენად ერთგული იქნება თქვენი ინტერესის ობიექტი, უმჯობესია, სერიოზული ურთიერთობების დაწყებამდე, მისი დაბადების ზოდიაქოს ნიშანს დააკვირდეთ.

ვერძი - ერთგულია, თუმცა, უყვარს სიახლე და ავანტიურა. თუ პარტნიორი არ მოაწყენს და ეცდება, მის გვერდით მეტი დრო დაჰყოს, ვერძი მისი ერთგული იქნება სიცოცხლის ბოლომდე.
კურო - ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ნიშანია. მას ღრმად სწამს სიყვარულის და სჯერა, რომ თუ შეუყვარდა, სიკვდილის ბოლომდე მისი ერთგული იქნება. თუმცა, თუკი ღალატის მსხვერპლი გახდა, შეუძლია, „რევანშის” სახით, თავადაც უღალატოს პარტნიორს და ამაზე, უკან არ დაიხევს.
ტყუპები - არასტაბილური, საკმაოდ ცვალებადი ნიშანია. ამიტომ, მისი ერთგულების იმედი არ უნდა გქონდეთ. შესაძლოა, ღალატზე არ წავიდეს, მაგრამ, ფლირტის სახით, მაინც ეცდება, ხანდახან გაძვრომა-გამოძვრომას, რადგან ეს, მის ხასიათში დევს.
კირჩხიბი - არასტაბილურია და ნებისმიერ დროს შეუძლია, გიღალატოთ. ამის ბრალი მისი ცვალებადი ხასიათია. კირჩხიბი პრეტენზიული და ჭირვეულია. ითხოვს მუდმივ ყურადღებას. თუკი პარტნიორმა ყურადღება მოაკლო, იმისკენ გაიწევს, ვინც ამ ემოციურ დანაკლისს მარტივად შეუვსებს.
ლომი - ერთი შეხედვით პოლიგამიურ შთაბეჭდილებას ტოვებს და გგონიათ, თაყვანისმცემელთა არმია ახვევია. შესაძლოა, ეს ასეცაა, მაგრამ ლომი საკმარისად პრინციპულია საიმისოდ, რომ ნამდვილ სიყვარულს უღალატოს. ამიტომ, თუკი მისი გულის მოგება შეძელით, მისი ერთგულების იმედიც გქონდეთ.
ქალწული - შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ. როგორც წესი, ქალწული მონოგამიურობით გამორჩეული ნიშანია. მისი წესრიგის სიყვარული და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა, პირად ურთიერთობებზეც ვრცელდება.
სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშანს, სხვებისგან სამართლიანობის ძლიერი გრძნობა გამოარჩევს. ამიტომ, როგორც წესი, სასწორისგან გამიზნული ღალატი მოსალოდნელი არ არის. თუმცა, უვნებელი ფლირტისკენ გული მიუწევს, მაგრამ პარტნიორმა ეს ტრაგედიად არ უნდა აღიქვას.
მორიელი - ერთ-ერთი ყველაზე ვნებიანი, სექსუალურად საოცრად აქტიური ნიშანია. ამიტომ, მორიელს რომ თავი მოაწონოთ, საუკეთესო და მრავალფეროვანი სექსი უნდა შესთავაზოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აუცილებლად გიღალატებთ, მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილებების გამო.
მშვილდოსანი - სიახლეებისა და თავგადასავლების მოყვარული ნიშანია. ამიტომ, მისგან ერთგულებას ნუ ელით. მშვილდოსანი უფრთხის ზედმეტ პასუხისმგებლობას და ცდილობს, ემოციურად არავის მიეჯაჭვოს. თუ თქვენც მასავით ავანტიურისტი და ცვალებადი ხართ, შესაძლოა, გაძლოთ კიდეც ერთად.
თხის რქა - ამ პარტნიორს, შეგიძლიათ, ხშირ შემთხვევაში, თვალდახუჭული ენდოთ. მოწესრიგებული, დისციპლინირებული თხის რქა, როგორც წესი, ყოველთვის ახერხებს, გრძნობები გონებით მართოს. ამიტომ, ძალზე იშვიათად ემორჩილება ცდუნებას.
მერწყული - არაპროგნოზირებადი ნიშანია. საქმეს ართულებს ისიც, რომ მერწყულებს არ უყვართ ახსნა-განმარტებები და თავის მართლება. ისინი მარტივად მიდიან სასიყვარულო ავანტიურაზე და ამას გარემოებათა მიზეზით ხსნიან.
თევზები - ბუნებით ნაკლებად არიან მიდრეკილნი ღალატისკენ. თუმცა, თევზები საკმაოდ ლაბილური, ხათრიანი ნიშანია. ამიტომ, შესაძლებელია, პარტნიორს შემთხვევით უღალატონ, ხშირად თავადაც რომ ვერ აცნობიერებენ საკუთარი დანაშაულის სიმძიმეს, ისე.скачать dle 11.3