№24 გაიგე შენი ხასიათი
იცოდით, რომ მანქანის მართვის თქვენეული მანერა თქვენს ხასიათზე მეტყველებს? შეიძლება, ყურადღება არ მიგიქცევიათ, როგორ გაქვთ ხელი ჩავლებული საჭისთვის. დააკვირდით და ბევრ საინტერესო ნიუანსს შეიტყობთ საკუთარ თავზე. ქვემოთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან შეარჩიეთ ერთი:
1. საჭეს მხოლოდ მარცხენა ხელს ჰკიდებთ, მეორე კი ფეხზე გიდევთ;
2. საჭეს ორივე ხელით ხართ ჩაფრენილი – აქეთ და იქით, შუა ნაწილში;
3. საჭეს ორივე ხელს ჰკიდებთ, მაგრამ ზედა ნაწილში, ცერა თითები კი თითქმის ეხება ერთმანეთს;
4. საჭეს მხოლოდ მარჯვენა ხელს ჰკიდებთ, მარცხენა კი მუხლზე გიდევთ;
5. საჭეს ორ ხელს ჰკიდებთ, მაგრამ დაბლა და თავისუფლად.
1. მინიმალისტი
თქვენთვის ცხოვრება მსუბუქია. თქვენი მეგობრების წრე გულწრფელი ადამიანებისგან შედგება. გჯერათ, რომ „ძველი მეგობარი ორ ახალზე უკეთესია“. ზედმეტ ადამიანებს და ნივთებს თქვენს ცხოვრებაში ადგილი არ აქვთ, მცირედიც გახარებთ და სიამოვნებას იღებთ მისგან.
2. პერფექციონისტი
გამუდმებით ცდილობთ, იყოთ უკეთესი, ყველაფერი გააკეთოთ სამაგალითოდ, ყოველგვარი შეცდომის გარეშე. გახდეთ იდეალური, სამსახური იქნება ეს, სახლი თუ ოჯახური ურთიერთობები, ძალიან დაძაბული ხართ.
3. თავგადასავლების მაძიებელი
სულ მოძრაობაში ხართ, მძაფრი შეგრძნებები თქვენი ცხოვრების ნაწილია, გარშემო მყოფები კი, თქვენში ამ ყველაფერს აფასებენ.
4. ბოსი
თქვენ ხართ ორგანიზებული, დისციპლინირებული, თავდაჯერებული, დარწმუნებული საკუთარ თავში, გარშემო მყოფები გენდობიან და რჩევას გეკითხებიან. მოქმედებთ ცივი გონებით და არასოდეს გეპარებათ ეჭვი საკუთარ გადაწყვეტილებებში.
5. საიმედო
ადამიანები თქვენში მხარდაჭერას პოულობენ. მზად ხართ, მოუსმინოთ და დაეხმაროთ. არ ეჭვიანობთ, ყოველთვის გულწრფელად გიხარიათ სხვისი წარმატება. ყველაფერს სიფრთხილით უდგებით და ამით აიხსნება თქვენ მიმართ ადამიანების ნდობა.
ნინო წულუკიძე