კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 სად და როდის „იხსენებს სხეული თავის წარსულს” და რას ყვებოდა სამი წლის გოგონა თავისი, მარავალი საუკუნის წინანდელი ცხოვრების შესახებ

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი


 დეჟავუ (ფრანგული სიტყვა, ნიშნავს – უკვე ნანახს) – განსაკუთრებული მდგომარეობა, როცა ადამიანს ეჩვენება, რომ ის უკვე იყო მსგავს სიტუაციაში და თითქმის ზუსტად იცის, რა მოხდება შემდეგ წამს. სტატისტიკის თანახმად, ადამიანთა 90 პროცენტზე მეტს ერთხელ მაინც განუცდია ცხოვრებაში მსგავსი რამ. დეჟავუს ეფექტი დღემდე არ არის სრულად შესწავლილი. ამ ფენომენის ახსნას ცდილობენ ექიმები, ფსიქოლოგები, ეზოთერიკოსებო, მაგები და ჯადოქრები, რელიგიის მსახურნი... სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელთა მძაფრმა ინტერესმა ამ თემისადმი, რამდენიმე ჰიპოტეზა წარმოშვა. შევეცდებით, კითხვებზე, თუ: რა იწვევს დეჟავუს ეფექტს? შეიძლება თუ არა მისი გამოყენება საკუთარი ინტერესების შესაბამისად ან – კონტროლირება? – პასუხი ბატონი გიორგისგან მივიღოთ, რომელიც, როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, დიდი ხანია, ამ საკითხებს იკვლევს.

– უკვე ნანახს ნიშნავსო, მაგრამ იქნებ მაინც უფრო გასაგებად აგვიხსნათ, რა შეგრძნებაა ეს დეჟავუ?
– წარმოიდგინეთ, ხართ აბსოლუტურად უცხო ადგილას, მაგრამ ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, რომ ოდესღაც აქ უკვე იყავით: ნანახი გაქვთ აქაურობა, გიგრძნიათ ეს სურნელი, ელაპარაკეთ ამ ხალხს. ზოგი იმასაც კი ზუსტად ასახელებს, რა არის მის ზურგს უკან, ანდა, რა დგას კარიდან მარცხნივ. მდგომარეობა დეჟავუს დროს ჰგავს წაკითხული წიგნის ხელახლა გადაკითხვას ან დიდი ხნის წინ ნანახი ფილმის განმეორებით ნახვას.
– როგორ ხსნიან ამ მოვლენას სპეციალისტები?
– მეცნიერებს დღემდე არ აქვთ დეჟავუს ბუნებრივი ეფექტის ერთიანი, შეთანხმებული ახსნა. ნევროლოგთა აზრით, დეჟავუს ეფექტი შეიძლება, გამოწვეული იყოს ადამიანის ტვინის ერთ-ერთი ნაწილის, ჰიპოკამპის დარღვევით, რომელიც ინფორმაციას ინახავს – ამა თუ იმ მიზეზით ჩავარდნისას კი, ახალ სიტუაციას აღიქვამს ისე, როგორც კარგად ნაცნობს. ამის მიზეზი შეიძლება, იყოს: სტრესი, გონებრივი გადაღლა, მაგნიტური ნისლი... ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ დეჟავუს სიზმრების სამყაროსთან აქვს კავშირი. ფროიდის აზრით, ძილში ადამიანის ტვინი ასი ათასი სიტუაციის მოდელირებას ახდენს, რომელთაგანაც ზოგიერთი მაქსიმალურადაა მიახლოებული ამა თუ იმ ამბავთან რეალური ცხოვრებიდან. ეს კი ბადებს შეგრძნებას, რომ ნანახი უკვე განცდილი გაქვს. ეს ადამიანის იდუმალი ფანტაზიის ერთგვარი შეხსენებაა...
– როგორ ხსნიან ამ ყველაფერს ეზოთერიკოსები?
– ეზოთერიკოსები დეჟავუს ხსნიან რეინკარნაციის თეორიით, რაც სულის მრავალჯერადი გარდასახვაა. ყოველი ჩვენგანის სულს სხვადასხვა სხეულში უთვალავი ცხოვრება აქვს გამოვლილი. ნაცნობ სიტუაციაში მოხვედრისას კი, წინა ცხოვრებიდან მოდის სიგნალი, რომ ეს უკვე შეგვემთხვა. უძველეს დროში ხალხს სჯეროდა „წინა ცხოვრების”. განსხვავდებოდა სხვადასხვა ხალხის დაკრძალვის ტრადიციები, მაგრამ ყველა რიტუალი თუ ქმედება მიმართული იყო ერთადერთი მიზნისკენ: მიეცეს სულს სხეულის მშვიდად დატოვების საშუალება, რომ მერე, დედამიწაზე ახალი სახით, ახალ ფიზიკურ სხეულში დაბრუნდეს. ამ თეორიის მიხედვით, დეჟავუ – სხვა არაფერია, თუ არა წინა ცხოვრებიდან ფრაგმენტების გახსენება. მსგავსი ჰიპოთეზა გვხვდება პითაგორასთან და უფრო შორს წავიდა პლატონი: სწამდა რა სულის უკვდავების, ის ამტკიცებდა, რომ ფიზიკურ სხეულში ჩასახლებამდე სულიერი საწყისი განჭვრეტს სამყაროს, მოვლენებს, ხალხს, ადგილს. სული არა მარტო ყველაფერს ხედავს და ესმის, ის ასევე, აანალიზებს, აფასებს, გამოაქვს დასკვნები. უკვე სხეულში კი, სული „იხსენებს თავის წარსულ ნააზრევს”. ასე მიმდინარეობს არსებულის აღქმის პროცესი და ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ადამიანი თავისი ცხოვრების გარკვეულ მომენტებს „ცნობს”. სულის ჩასახლების თეორიას ემხრობა მე-20 საუკუნის შვეიცარიელი ფსიქოლოგი კარლ გუსტავ იუნგიც, რომელიც მიიჩნევდა, რომ თვითონ მე-18 საუკუნეში ცხოვრობდა და იყო ექიმი.  
– ცნობილი ფაქტია, როცა ლევ ტოლსტოი გადმოვარდა ცხენიდან, იმ მომენტში იგრძნო, რომ ზუსტად ასე გადმოვარდა ვიღაც სხვა, ორი საუკუნის წინ და ის სხვა თვითონ იყო...
– უფრო მეტსაც გეტყვით, მსგავსი ისტორია შემიძლია გიამბოთ, რომელიც ჩემს ნაცნობ ქალბატონს გადახდა. სამი წლის იყო, უცნაური ლაპარაკი რომ დაიწყო – ყვებოდა „თავისი ცხოვრების” შესახებ, რითაც, ყველას აოცებდა და აშინებდა. რაც იზრდებოდა, მით უფრო წვრილად და დეტალურად აღწერდა იმ გარემოს, სადაც „გაიზარდა” და ეს იყო, არც მეტი არც ნაკლები, თამარის ეპოქა და ვარძიის ქვაბქალაქი, რომელიც იმერეთის ერთ-ერთი, მიყრუებული სოფლის მკვიდრთაგან, არათუ მცირეწლოვანს, თვით უხუცესებსაც კი, თვალით არ ენახათ... ბევრს არ გავაგრძელებ და გეტყვით, როგორ განვითარდა მოვლენები მერე, როცა გოგონა გაიზარდა და მისი ფენომენით დაინტერესდნენ. ჩატარდა ექსპერიმენტი – სხვადასხვა სფეროდან რამდენიმე სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ, ხსენებული ქალბატონი ვარძიის კლდოვან ქალაქს ესტუმრა... და იქ მოხდა საოცრება: მან „იცნო” გარემო იმ წვრილმანებამდეც კი, რაც ჟამთა სვლას წაეშალა და მხოლოდ რესტავრირების შემდეგ გამოჩნდა... სულ ახლახან კი, ერთმა ახალგაზდა ყმაწვილმა მომმართა. აინტერესებდა, ნორმალური თუ ვარო და ასეთი რამ მიამბო: დეჟავუს ხშირად განვიცდი და ამას წინათ, ძილის წინ, წარმოსახვაში ყველა ის სიტუაცია აღვიდგინე, რაც დეჟავუში მინახავს და როცა დავიძინე, ზოგიერთი სიტუაცია ძილშიც გამეორდა, ოღონდ, შემეძლო, სიტუაცია მემართაო. ასეთი ექსპერიმენტების შემდეგ, რამდენიმე კვირაში, უკვე იმის გამოცნობა დავიწყე, კონკრეტულ სიტუაციაში, რა მოხდებოდა 10 წამის შემდეგ. მაგალითად, დავინახე გოგონა და მაშინვე ვიგრძენი, რომ წაიბორძიკებდა (როგორ ვიგრძენი ეს, არ ვიცი, მაგრამ ეს წინათგრძნობა წამიერად მოვიდა) და მან მართლაც წაიბორძიკა. ასევე, ვხვდები, რეალურ დროს, პლუს-მინუს, ერთი წუთის სიზუსტით. დროდადრო ვიცნობ სპორტული მატჩების ანგარიშს. ყველაზე „პრიკოლი” კი ისაა, როცა ვინმესთან ვსაუბრობ, ჩემდა უნებურად, წინასწარ ვიცი, რას მიპასუხებს. ინტერნეტშიც კი, იმ ინფორმაციას ვდებ, რომელსაც „ჩატის კოლეგა” რამდენიმე წამის შემდეგ მომწერსო...
– და ეს წინათგრძნობა არ არის?
– წინათგრძნობა, წინაწარმეტყველება – ეს მომავლის წინასწარი ხედვაა ინტუიციის, შემეცნების დონეზე. ერთი თუ მომავლის ვიზუალურ გამოსახულებას ხედავს; მეორე ახლო თუ შორეულ მომავალს სიზმარში ნახულობს; მესამესთვის კი, ეს უბრალო, ინსტინქტური რეაქციაა იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ მან უკვე იგრძნო ან დაინახა. დეჟავუ კი სულ სხვაა: ადამიანისთვის „ნაცნობია” მისი მეხსიერებისთვის „უცნობი” – სრულიად ახალი ადგილი, მოვლენა, საუბარი და ასე შემდეგ. ეს ჰიპოთეზა, რა თქმა უნდა, საინტერესო და ძალიან მარტივია. გაოცებას არ იწვევს უცხო ადგილის ნაცნობად აღქმა, მაგრამ აქვს სუსტი წერტილიც... მაგალითად, თუ დეჟავუ იგრძენი იმ დროს, როცა ეწვიე ულტრამოდურ ბარს; ანდა კომპიუტერთან მუშაობისას; ასევე, მეგობართან საუბრისას მუქ სათვალესა და დახეულ ჯინსებში – განა ასეთი ნივთები იყო 100 წლის წინ? არ იცვლება ისინი საუკუნიდან საუკუნემდე? ვეჭვობ, ჩვენს წინაპრებს ისინი სადმე ენახათ – მაგიდაზე დადებული სმარტფონი, პლანშეტი და სხვა.
скачать dle 11.3