კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რას ყვება მამა გიორგი მამალაძის ძმა პატრიარქისა და მამაოს ურთიერთობის შესახებ და რატომ აღარ ეკონტაქტება მათ ოჯახს მეუფე დიმიტრი

თათია ფარესაშვილი ქეთი მოდებაძე


ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული, ეგრეთ წოდებული, „ციანიდის საქმის” შესახებ მუდმივად ახალ-ახალი ცნობები ვრცელდება. იცვლება ბრალდებები, ირკვევა მეტი დეტალი და ასე შემდეგ. თუმცა, ამ საქმის მთავარი მოქმედი გმირი ჯერჯერობით ისევ მამა გიორგი მამალაძეა, რომლის გარშემოც უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს. შევეცადეთ პასუხები მამაოს ძმისგან მიგვეღო.
თორნიკე მამალაძე (მამა გიორგი მამალაძის ძმა): მთელი ეს საქმე, რომელიც „ციანიდის“ სახელითაა ცნობილი, ბინძურად არის შეთითხნილი მამა გიორგის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ მამაომ საპატრიარქოში აუდიტის ჩატარება დაიწყო და უამრავი დარღვევა აღმოაჩინა, რის გამოც, მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს და ეს გზა აირჩიეს. პროკურატურას არც ის აქვს დადგენილი: ვისგან შეიძინა ციანიდი, რა ვითარებაში მოხდა ეს და პროკურატურა ცდილობს, სასამართლო სხდომა დახუროს. უნდათ დამალონ, რომ მამაოს წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნიათ. როდესაც მამაო აუდიტს ატარებდა, მეუბნებოდა, რომ აღმოჩენილი დარღვევების გამო საპატრიარქოში, კერძოდ კი, წმიდა სინოდში, მტრები გაუჩნდა. დღეს მასთან არ უშვებენ არცერთ სასულიერო პირს და არც ოჯახის წევრებს, რადგან არ უნდათ, მისგან სიმართლე მოვისმინოთ. ამას მეუფე იაკობი აკეთებს. აქედან გამომდინარე, მიჩნდება ეჭვი, რომ მამაოს მიერ ხსენებულ დარღვევებში ისიც არის გარეული. დღეს გამოდის ედიშერ ქარჩავა და ამბობს, რომ მამა გიორგის 50 მილიონის გათეთრება უნდოდა. რის საპასუხოდაც, ჩვენმა ადვოკატებმა წარადგინეს პატრიარქის ხელმოწერილი მინდობილობა მამა გიორგისადმი და დეტალური გეგმა, სადაც გაწერილია, თუ რაზე უნდა დახარჯულიყო ეს თანხა. ასე, რომ, ქარჩავას ეს ბინძური, საპატრიარქოში „მომჯდარი“ შორენა თეთრუაშვილის მიერ დაწერილი გეგმა, ჩაუვარდა.
– თქვენ პატრიარქის ინფორმაციულ იზოლირებაშიც დასდეთ ბრალი მეუფე იაკობს.
– ქარჩავა გამოდიოდა და ამბობდა, რომ ყველაფერზე, რაზეც ვსაუბრობ, უწმიდესისგან მაქვს კურთხევა აღებულიო. თუმცა, როცა მამა კახაბერი პირადად შებრძანდა პატრიარქთან და ქარჩავას განცხადებები მოახსენა, პატრიარქმა ქარჩავა აღარ მიიღო. აქედან გამომდინარე, მიჩნდება ეჭვი, რომ მისი განცხადებები არა პატრიარქის, არამედ შორენა თეთრუაშვილისა და მეუფე იაკობის დაწერილ ტექსტებს ეყრდნობა. პატრიარქი იზოლირებულია ამ ინფორმაციისგან. როდესაც ის გერმანიიდან ჩამობრძანდა, მას შეხვდნენ ჩვენი ადვოკატები და უწმიდესმა მათ უთხრა, რომ მამა გიორგი ციხეში არ უნდა იყოს და, რომ ის უწმიდესის თავდებით გათავისუფლდება. გამომდინარე იქიდან, რომ მეუფე იაკობი გვიკრძალავს მამაოსთან შესვლას, ვფიქრობ, მანვე გადააფიქრებინა პატრიარქს მამა გიორგის ციხიდან გამოშვება. უწმიდესს უთხრეს, მამა გიორგი გარეთ რომ გამოვიდეს, მოკლავენო და მისი თავდებით გამოყვანა გადააფიქრებინეს.
– როგორი იყო უწმიდესის და მამა გიორგის ურთიერთობა ამ ფაქტამდე?
– უწმიდესს მამა გიორგისთან ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ერთეულები არიან, ვისაც პატრიარქი პირადად ურეკავს და ულოცავს შვილის შეძენას თუ სხვა მნიშვნელოვან მომენტებს. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ერთეულ სასულიერო პირების მეუღლეებს უგზავნის საჩუქრებს, ასევე, მათ შვილებს. პირადად მე,  არაერთხელ მივუღივარ პატრიარქს საპატრიარქოში და ხშირად დავსწრებივარ საღამოს ლოცვას, რომელზეც გარე პირი მხოლოდ მე, მამა გიორგის ძმა, ვიყავი და ყველა დანარჩენი კი – სასულიერო პირი. როცა პატრიარქი აჭარაში ჩამოდიოდა, მამა გიორგი 24 საათი მასთან ერთად იყო. დაცვის გარეშეც ხშირად რჩებოდა ის პატრიარქის საძინებელში და ყურადღებას აქცევდა უწმიდესს. უწმიდესი ენდობოდა მას და როგორც თვითონ აღნიშნა, მამა გიორგისგან ორგულობა არასდროს შეუნიშნავს და მისგან მზაკვრული გეგმები წარმოუდგენელიაო. მჯერა, რომ პატრიარქი ჩვენზე მეტს ხედავს და გრძნობს. როცა უწმიდესი დასასვენებლად ჩამოდიოდა ბობოყვათის რეზიდენციაში, მხოლოდ მამა გიორგის ოჯახის წევრებს გვქონდა მასთან მისვლის საშუალება. მხოლოდ მამა გიორგის ოჯახს იღებდა და მხოლოდ მის შვილებთან ერთად ატარებდა დროს. როცა მივდიოდით, უკან ყოველთვის საჩუქრებით გვიშვებდა. მთელი ოჯახი დაახლოებული ვიყავით მასთან.
– გამოძიების პროცესში მამა გიორგის ბრალდება პატრიარქის მკვლელობის მცდელობის შესახებ, შეიცვალა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მამაო ამბობს: შორენას მარილზე გავუშვებ...

– ჩვენი ადვოკატები ითხოვენ, რომ ვიდეო, რომელშიც ეს სიტყვები ისმის, ბოლომდე აჩვენონ საზოგადოებას. იქ მამა გიორგი, მას შემდეგ, რაც „მარილზე გაშვებას“ ახსენებს, ამბობს იმასაც, რომ ასრულდება მამა გაბრიელის წინასწამეტყველება: შორენა თეთრუაშვილი გაგიჟდება, საპატრიარქოს გარშემო ირბენს და იყვირებს: „შემომიშვიიით!“ ჩვენ კი ამ ყველაფერს მოვესწრებითო. რა გამოდის? თუ მამა გიორგი შორენას მოკვლას აპირებდა, მაშინ როდისღა უნდა გაგიჟებულიყო შორენა?! მაგრამ, ეს ჩანაწერი საზოგადოებას კონტექსტიდან ამოგლეჯილი აჩვენეს, რომ მათ, მამა გიორგის მიმართ აგრესია გასჩენოდათ. ეს ვიდეო ზუსტად წმიდა სინოდის შეკრების წინა დღეს გავრცელდა. ქარჩავას ბრალდებებიც მამა გიორგის მისამართით ზუსტად მაშინ ვრცელდება, როცა სასამრთლო პროცესი უნდა გაიმართოს. მათ უნდათ, ხალხი განაწყონ მამა გიორგის წინააღმდეგ, რადგან დღეს ხალხი მამაოს მხარესაა.
– მამა გიორგი „მარილზე გაშვებაში“ შორენას მიმართ არსებულ კომპრომატულ ინფორმაციას მოიაზრებს?
- ეს არ ნიშნავს, რომ შორენა უნდა მოკლას. უბრალოდ, მეგობართან საუბარში თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილი გაგიჟდება და მას საპატრიარქოდან გაუშვებენ. ამას ყველა მოვესწრებითო და ორ დღეში როგორღა კლავდა გერმანიაში?! მე ვერ ვიტყვი, რა კომპრომატები არსებობს შორენას წინააღმდეგ და არც მაქვს სურვილი, საპატრიარქოს ბინძურ საქმეებში ჩავერიო. გამოვა მამა გიორგი, გაიმართება საეკლესიო სასამართლო და იქ იტყვის, ვინ შოულობდა ფულს საპატრიარქოს ხარჯზე. ის ყველაფერს დეტალურად მოყვება და დაასაბუთებს. ზუსტად ამას ითხოვს, რომ აღდგეს საეკლესიო სასამართლო, რომ სიმართლის თქმის საშუალება მიეცეს. უწმიდესი ყველას სულიერი მამაა. ჩვენც მისი სულიერი შვილები ვართ და შეგვახვედრონ მასთან, რომ ჩვენი ყურით მოვისმინოთ, რას ლაპარაკობს პატრიარქი. ყველანაირად ვცდილობ, პატრიარქთან შემახვედრონ ან როგორმე მიაწვდინონ მას ინფორმაცია, თუმცა მანამდე მისასვლელი გზა ჩვენთვის ყველანაირად დაბლოკილია.
– როგორია მამა გიორგის მოღვაწეობის გზა?
– მამა გიორგი ეკლესიაში 1993 წელს მივიდა და სტიქარი ჩაიცვა. მაშინ 15 წლის იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. დამთავრების შემდეგ დიაკვნად აკურთხეს და ერთი წელი მოღვაწეობდა. ამის შემდეგ მღვდლად აკურთხეს. მაშინ 22 წლის იყო და უკრაინაში, ქალაქ დონეცკის ეპარქიაში გაუშვეს, სადაც წმიდა ნინოს სახელობის ქართული ტაძარი გახსნა და ხუთი წელი წინამძღვარი იყო. იქიდან დაბრუნების შემდეგ, აჭარაში ჩამოვიდა და აქ ჩააბარეს წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძარი, შემდეგ – ჩაქვის დავით აღმაშენებლის სასულიერო გიმნაზია და ბობოყვათის პატრიარქის რეზიდენცია. პატრიარქის თხოვნით და კურთხევით, წაიყვანეს თბილისში და საპატრიარქოს ქონების მართვა, მოგვიანებით კი, იოაკიმესა და ანას სახელობის საავადმყოფოც ჩააბარეს.
– ერთ-ერთი ვერსიით, მამა გიორგი იყო მეუფე დიმიტრისთან (შიოლაშვილი) დაახლოებული და მათ, ერთად სურდათ პატრიარქის წინააღმდეგ შემუშავებული გეგმის განხორციელება.
– კი, ასეთ ვერსიაზეც ლაპარაკობენ ბოროტი ძალები. ეს მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ შეთხზული ამბავია, რადგან მეუფე დიმიტრი პატრიარქობის სავარაუდო კანდიდატად მოიაზრება. ბოროტ ძალებს კი, მისი ჩამოშორება და რუსული კანდიდატის ტახტზე აყვანა სურთ. ეს არის მათი გეგმა და ამიტომაც დაუკავშირეს მამა გიორგისა და „ციანიდის საქმე“ მეუფე დიმიტრის.
– თუმცა მამა გიორგისა და მეუფე დიმიტრის შორის ახლო ურთიერთობა ხომ არ არის მოგონილი?
– არა. სემინარიაში ჩაბარების შემდეგ, მამა გიორგი მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში ცხოვრობდა და მის ხელში გაიზარდა. მეუფე თავადაც არაერთხელ ყოფილა ჩვენი ოჯახის სტუმარი. მამაშვილური ურთიერთობა ჰქონდათ მას და მამაოს. მეუფე დიმიტრი ამ ამბის შემდეგ ერთადერთხელ შეხვდა ჩემი ოჯახის წევრებს და უთხრა: მამა გიორგი ჩემი გაზრდილია და მე მკვლელი არ გამიზრდია. ეს ყველაფერი შეთითხნილიაო. თუმცა, რატომღაც ამ ყველაფერს საჯაროდ არ ამბობს.
– მეუფე დიმიტრი უწმიდესთან დაახლოებული პირია, პატრიარქობის სავარაუდო კანდიდატი და ილია მეორის ძმისშვილი, კარგი ურთიერთობა აქვს მამა გიორგისთან. ლოგიკურად, არ უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ პატრიარქამდე, როგორც თქვენ ამბობთ, სწორი ინფორმაცია მივიდეს მამა გიორგის შესახებ?
– ვერ გეტყვით, რის მიხედვით მოქმედებს ახლა მეუფე დიმიტრი. პირადად მე რამდენჯერმე დავურეკე მის რეზიდენციაში და შეხვედრა ვთხოვე, თუმცა უარი მივიღე, მაშინ, როცა ღამის 11 საათზე ძალიან კარგად შეხვდა პრემიერს. ზუსტად ამის შემდეგ აღარ შეგვხვედრია ჩვენ, მამა გიორგის გამწარებულ ოჯახს. მისი ახლანდელი პოზიციის შესახებ ვერაფერს გეტყვით.
– მამა გიორგის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს შორის იყო ბრალდება ქონების, კერძოდ კი, ბენზინგასამართი სადგურის მის მფლობელობაში არსებობის შესახებაც.
– ეს ბენზინგასამართი სადგური ცხონებულმა ბებიაჩემმა ააშენა 2000 წელს. მამა გიორგი მაშინ ეკლესიაში ახალი მისული სტიქაროსანი იყო. ჩვენ არასდროს გვისარგებლია ამ სადგურით. გახსნის დღიდან დღემდე გაქირავებულია და მისგან თვიური შემოსავალი ათასი ლარია. ზუსტად ეს თანხაა  დღეს ჩვენი ათსულიანი ოჯახის შემოსავალი, საიდანაც ხუთი მცირეწლოვანია. თუ მამა გიორგი მილიონებს ათეთრებდა, გერმანიაში წასასვლელად 30 000-ის სესხად აღება რაში სჭირდებოდა?!
– მისი ოჯახის შესახებ რას იტყვით?
– 21 წლის იყო, როცა დაოჯახდა. მეუღლე და სამი მცირეწლოვანი ბიჭი ჰყავს, მათგან ორი სტიქაროსანია. არ გვინდოდა, რომ ჩემს ძმისშვილებს ამ საშინელი ბრალდებების შესახებ გაეგოთ, მაგრამ ბავშვებს ჩვენზე უკეთ აქვთ ინტერნეტზე წვდომა. ყველაფერი წაიკითხეს და მოისმინეს. მით უმეტეს, ტელევიზიით გამოდიოდნენ მაღალი თანამდებობის პირები და პირდაპირ ადანაშაულებდნენ მამაოს. ბავშვები ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მეკითხებოდნენ: მამიკოს მართლა პატრიარქის მოკვლა უნდოდაო?! ამის შემდეგ პროკურატურა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ თურმე, პატრიარქის კი არა, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობას ეხებოდა საქმე. თუმცა, არავის უფიქრია, რომ გამოსულიყო და ბოდიში მოეხადა იმ მცირეწლოვანი ბავშვების წინაშე, ამ საშინელი ბრალდების გამო. ასეთი ბრალდების მოსმენა, უდიდესი ტრავმაა ბავშვებისთვის, თუმცა არა მხოლოდ მათთვის, მთელი საზოგადოებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მოსამართლე რომელიმე მხარის მიმართ მიკერძოებული არ იქნება და საბოლოოდ, ნეიტრალურ, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.  
скачать dle 11.3