კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რა მასშტაბით და რა შემთხვევაში აამოქმედებს თურქეთი საქართველოში ჩადებულ ეკონომიკურსა და კულტურულ-რელიგიურ ბერკეტებს

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას მეტად ამაღელვებელი სიტყვები წარმოთქვა: ძლიერი საქართველო ნიშნავს ძლიერ თურქეთსო. და თუმცა მიჩვეულები ვართ ტკბილმოუბრობას ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, ამ ფონზეც კი, ვფიქრობ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ოდნავ გადააჭარბა, რაც პირადად მე, აღმოსავლურ ხასიათს დავუკავშირე. მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ თურქეთმა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლებიდან დაწყებული, თავისი ეკონომიკური და სულიერი გავლენის საძირკველი წარმატებით ჩაყარა და, სავარაუდოდ, იმ მიზნითაც, რომ თესვას მკაც მოჰყვება. ანუ აუცილებლად აამოქმედებს ამ დაბევებულ ბერკეტებს, როდესაც ამის საჭიროება დაუდგება. ზემოხსენებულ საფრთხეებს კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.
– როგორ უნდა გავიგოთ თურქეთის პრემიერ-მინისტრის ეს აღმატებული შეფასება, როგორც დათაფლული აღმოსავლური პოლიტიკის ნაწილი თუ რაში სჭირდებოდა ამის თქმა მას?
– ეს არის კლასიკური აღმოსავლური დიპლომატიის ფორმა და ამის უკან არაფერი დგას. თურქეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს საერთოდ არ აინტერესებს, რომ ძლიერი იყოს საქართველო. უბრალოდ, ეს არის ერთგვარი რევერანსი, რომ საქართველოს დაკავშირება თურქეთთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, ბევრად უფრო მჭიდრო იყოს.
– მეტი მჭიდრო რაღა უნდა იყოს, ხომ არ შევუერთდებით თურქეთს?
– როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოსა და მისი რომელიმე მეზობლის ურთიერთობაზე, კარგი იქნება, თუ ამას რეგიონულ კონტექსტში განვიხილავთ. მაგალითად, ცოტა ხნის წინათ საუდის არაბეთში შედგა საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა ტრამპის ვიზიტის შემდეგ და დაანონსდა ეგრეთ წოდებული არაბული „ნატოს“ შექმნის იდეა. ამის შემდეგ შეიკრიბნენ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები, ზოგიერთი სხვა ქვეყანაც, მაგალითაც, პაკისტანი.
– ბირთვული იარაღის მქონე.
– დიახ და გადაწყდა ისეთი სამხედრო ალიანსის შექმნა, რომელიც საუდის არაბეთის გარშემო პარტნიორობის რეჟიმში გაერთიანდება. საინტერესო ის არის, რომ, როგორც ჩანს, თურქეთის ინიციატივით, ამ შეხვედრას დაესწრო აზერბაიჯანიც.
– მაგრამ იმ არაბულ ქვეყნებს ხომ დაძაბული ურთიერთობა აქვს თურქეთთან?
– აქ ცოტა სხვა რამ ხდება. საჯაროდ ეს ერთიანობა დეკლარირებულია, როგორც არაბული „ნატო“, მაგრამ თურქეთი ორივე „ნატოში“ ხომ არ იქნება?! სინამდვილეში, ეს სამომავლო ალიანსი მოიაზრება, როგორც სუნიტების ერთიანობა და მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამიზნეა ირანი. ირანის წინააღმდეგ იქნება ეს სამხედრო ალიანსი. საინტერესოა, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელიც ერთიანდება ან პატნიორულ რეჟიმშია ამ სამომავლო ბლოკთან, არის სუნიტური, ერთადერთია აზერბაიჯანი, რომელშიც შიიტების რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე სუნიტების. მართალია, აზერბაიჯანი განსაკუთრებული რელიგიურობით არ გამოირჩევა, მაგრამ ტრადიციული შიიტური ქვეყანაა, თურქულენოვანი და თურქული მოსახლეობაა დომინანტი. როგორც ჩანს, თურქეთის ინიციატივაა აზერბაიჯანის ჩართვა.
– მაგრამ არაბულ ქვეყნებსაც უნდოდათ, თორემ მხოლოდ თურქეთის ინიციატივა ვერ იქნებოდა საკმარისი.
– რასაკვირველია, მაგრამ სხვა რამეს მინდა, გავუსვა ხაზი. იმაზე, რაც თბილისში ხდება, „ნატოს“ საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებას ვგულისხმობ, არანაკლებ გამაღიზიანებლი იყო რუსეთისთვის აზერბაიჯანის ეს ნაბიჯი. რუსეთის მოკავშირე ირანის წანააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი და საუდის არაბეთი, ფაქტობრივად, მთელ სუნიტურ სამყაროს რაზმავენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თურქეთი იბრძვის ყველა ფრონტზე. ზოგან არის რუსეთის მოკავშირე, ზოგ შემთხვევაში –  რუსეთის მოწინააღმდეგე. დღეს თურქეთი მაქსიმალურად ცდილობს, რომ საქართველოსთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა გადაიყვანოს უფროს-უმცროსი ძმის ურთიერთობაში. და ამ მომენტში ეს მას გამოსდის. სხვანაირად ვერ ავხსნი იმას, რომ დააპატიმრეს დემირელის სკოლის ხელმძღვანელი, დახურეს შაჰინის სკოლა და დააკავეს ერთ-ერთი ცნობილი თურქი ბიზნესმენი, რომელიც დაკავშირებული იყო გიულენთან. ანუ ამწუთას საქართველოს ტერიტორიაზე ერთმანეთს უპირისპირდება ორი თურქული მხარე: ერდოღანისტები და გიულენისტები. და ერდოღანისტები ამარცხებენ გიულენისტებს საქართველოს ხელისუფლების მეშვეობით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი წნეხის ქვეშაა საქართველოს ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლების მხრიდან.
– წარმომიდგენია და ძალიან არ მომწონს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები კატეგორიულად მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, არავითარ შემთხვევაში არ გადასცენ დემირელის სკოლის მენეჯერი ანკარას. უნდა გადავეფაროთ სხვა ქვეყნის მოქალაქეს?
– დიახ, თუნდაც, იმიტომ რომ, ჩვენი პრინციპები უნდა დავიცვათ. შეიძლება, დაკავება, შემოწმება, მაგრამ ხომ ვიცით, რომ გადაცემის შემთხვევაში, იმ ადამიანს იქ სიკვდილი ემუქრება?! მე ვფიქრობ, რომ არ უნდა გადავცეთ. სხვა ამბავია, თუ ის მკვლელი, ტერორისტი და საერთაშორისო დამნაშავეა, მაგრამ არცერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ის დამნაშავეა იმაში, რაშიც ბრალს სდებენ, არ არსებობს და რა გამოდის, ის ქართველი ბავშვები, რომლებიც გიულენის სახელთან დაკავშირებულ სკოლებში სწავლობენ, ტერორისტები არიან?! ეს არის ერდოღანის ახირება. როგორც გითხარით, თურქეთი ცდილობს, გადაგვიყვანოს უფროს-უმცროსი ძმის ურთიერთობის რეჟიმში, რომლითაც რუსეთი კარგა ხანია, მოქმედებს ჩვენ მიმართ.
– მე მგონია, რომ პრინციპულობაა გამოსაჩენი, თუ რა დღესასწაულს დავაწესებთ ან როდის ვიმუქთახორებთ, ყველა დანარჩენი საკითხის გადაწყვეტისას, უბრალოდ, უნდა დავიცვათ პროცედურები და საქმე არ გავირთულოთ. რა ზიანის მოყენება შეუძლია თურქეთს, თუ არ გადავცემთ და ღირს ამ ვნებად არგადაცემა?
– საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ თურქეთს აქვს საიმისო ბერკეტები, რომ ზიანი მოგვაყენოს, ამიტომაც დაჰყვება თურქეთის ნებას, მაგრამ არ არის აუცილებელი ბრძანების შესრულება. ჩვენ შეგვიძლია, სამართლებრივი საფუძველი დავუდოთ და არ გადავცეთ; ვიდრე არ მოგვაწოდებენ ინფორმაციას, რომ დემირელის სკოლის ხელმძღვანელი არის ტერორისტი, მანამდე გადაცემაზე არავინ არ უნდა იფიქროს.
– ცხადია.
– საქმეც ისაა, რომ თურქეთის მხარე მოითხოვს უპირობო გადაცემას, ქართულმა მხარემ კი გადაცემის პროცესს სამართლებრივი ფორმა უნდა მისცეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს ანკარის ბრძანების შემსრულებელი და არც იქნება. ცუდია, რომ თურქეთი გადავიდა ურთიერთობის იმ რეჟიმზე, რაც რუსეთთან უკვე გავიარეთ. არც ამერიკელები არიან თანაბარი პარტნიორები, ისინიც უფროს-უმცროსი ძმების რეჟიმში გვეპყრობიან, ოღონდ ფუთავენ ამას ისე, რომ გამაღიზიანებელი არ იყოს. მე ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს შეხვდნენ აშშ-ის საელჩოს უმაღლესი წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაცემა, ანუ ჩვენთან ამერიკულ-თურქული დაპირისპირებაცაა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა რთულ მდგომარეობაშია საქართველოს ხელისუფლება?!
– ცხადია, თურქეთი ვერ მოერევა აშშ-ს და იმათ ჯავრსაც ჩვენზე ამოიყრის, თუ ხელსაყრელი შემთხვევა მიეცა, რუსეთის არ იყოს 2008-ში.
– ჩვენ იმდენი სამწუხარო შეცდომა დავუშვით გამოუცდელობისა თუ ამბიციების გამო გასული საუკუნის 90-ანებში, რომ დღეს ისეთ რთულ ვითარებაში ვართ, საიდანაც გამოსავლის პოვნა არ არის იოლი. მე ვერ მივიღებ ვერცერთი მხარის პოზიციას, როდესაც ერთი ამბობს, რომ უპირობოდ დასავლეთთან უნდა ვიყოთ და მეორე, რომ უპირობოდ რუსეთს უნლა დავუძმაკაცდეთ. რადგან ორივე ვარიანტით ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ, თუ ოქროს კვეთის პოლიტიკას არ გავყევით. ისევე, როგორც „ნატოს“ საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება, ერთი მხრივ, ძალიან კარგი ნიშანია, მაგრამ, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელსაც რუსეთი აუცილებლად უპასუხებს. ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ ნაბიჯზე მივდივართ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე და სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს. მოსკოვში ვესწრებოდი მოლაპარაკებებს და რუსები მზად არიან, ილაპარაკონ ნებისმიერ თემაზე, ოღონდ არა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე და მესამე საკითხი, რომელსაც რუსეთი არ შეეგუება, არის „ნატოში“ გაწევრიანება. არ ვამბობ, რომ ჩვენ ფართო მანევრის საშუალება გვაქვს, მაგრამ, რაც გვაქვს, ის უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის.
– ის ეკონომიკური და კულტურულ-რელიგიური ბერკეტები, რომლებიც ჩვენ მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ჩადო თურქეთმა, როდის შეიძლება, აამოქმედოს სრულად, რა მასშტაბები შეიძლება, მიიღოს და საიდან უნდა ველოდოთ „შემოტევას“?
– თურქები, ჩინელების არ იყოს, რუსებისგან განსხვავებით, არ ჩქარობენ. ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ, მიაღწიონ თავიანთ მიზანს. ბერკეტები, რომლებზეც მკითხეთ, ორი მიმართულებისაა: ერთია სულიერი სივრცე და მეორე –  ეკონომიკური. გადავხედოთ, რას მიაღწია თურქეთმა ეკონომიკური თვალსაზრისით. თურქეთი არის მთავარი სავაჭრო პატრნიორი, ყველაზე მეტი ინვესტიცია მის წილად მოდის და თურქეთის მოქალაქეებს ხელთ უპყრიათ ორი დიდი ქალაქის ცენტრალური რაიონები.
– ბათუმის და თბილისის.
– დიახ და ნელ-ნელა ეს რაიონები ხდება თურქეთის. მართალია, ზოგი ნაგებობა იჯარით აქვთ აღებული, მაგრამ აღმაშენებლის გამზირის ბევრი მცხოვრები, რადგან ამ სიტუაციის ატანა არ შეუძლია, თანდათან ტოვებს უბანს, შეიძლება, არ ყიდიან, მაგრამ აქირავებენ ბინებს. პარალელურ ქუჩებს ეს ნაკლებად ეხება ჯერჯერობით.
– ვინ ქირაობს?
– ისევ თურქები, არაბები და სხვები, მაგრამ თურქული კაპიტალია ძირითადი. იგივე მდგომარეობაა ბათუმში, იქ უარესიცაა, რადგან, ძირითადად, მხოლოდ თურქული ინვესტიციებია. მაშინ, როდესაც თბილისში დასავლურიცაა, თურქულიც, რუსულიც, არაბულიც და ჩინურიც.
– და რა შედეგი შეიძლება, გამოიწვიოს ამან?
– არ მინდა იმაზე ლაპარაკი, თუ რა შეიძლება, მოხდეს, მაგრამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. არ არის გამორიცხული, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში თურქეთმა, მაგალითად, მოითხოვოს რეფერენდუმის ჩატარება აჭარის ტერიტორიაზე.
– ყარსის ხელშეკრულებით, მას აქვს აჭარაში პლებისციტის ჩატარების უფლება, ვინაიდან ის დროებით დათმო და თუ მოსახლეობა გადაწყვეტს, ის დაუბრუნდება დედასამშობლოს, ანუ თურქეთსო.  
– თუ აჭარაში მოღონიერდება თურქული კაპიტალი და ქართველების ის ჯგუფი, რომელიც თურქულ ინტერესებს ატარებს, რატომ არ შეუძლია ამის გაკეთება?! თუ დღეს არა, ათი წლის შემდეგ, თუ ათი წლის შემდეგ არა –  20 წლის შემდეგ?! ახლა მზადების რეჟიმია. ჩინელებიც ხომ ასე მუშაობენ?! არსად ჩქარობენ. რუსეთში ჩინელებს იჯარით მილიონი ჰექტარი აქვთ აღებული. 20 წლის შემდეგ ეს იქნება მათი ფორმალური კუთვნილება, 59 წლის შემდეგ კი –  იურიდიული კუთვნილება.
– ჩვენი მინისტრი ქუმსიშვილი კი ამბობს, იჯარით ვაძლევთ მიწას უცხოებს, განა მუდმივადო.
– ეკონომიკაში პოლიტიკა უნდა ჩადო. 49 წლით შეიძლება, მისცე, მაგრამ 7 ნაკვეთი თუა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს უნდა მისცე და არა ერთი ქვეყნისას. ჩვენთან საზღვარია გაყიდული და ეს უნიკალური მოვლენაა მსოფლიოში. ქვემო ქართლში საზღვრის მიმდებარე ტერიტორია არის აზერბაიჯანის მოქალაქის საკუთრება. არადა არსებობს კანონი, რის მიხედვითაც, საზღვრის 5-კილომეტრიანი ზოლი გარკვეულ რეჟიმს ექვემდებარება, 500-მეტრიანი ზოლი კი –  განსაკუთრებულს, მაგრამ ეს კანონი არ სრულდება. როდესაც მეკითხებით, რა შეიძლება, მოხდეს, რატომ არ შეიძლება, მოხდეს ის, რაც მოხდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში?! უბრალოდ, სხვა სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ რუსეთი აგრესიულია და თავის პოლიტიკას აგებს ძალაზე, სხვები ასე არ იქცევიან: მათი პოლიტიკაა კაპიტალი და ჭკუა.

скачать dle 11.3