კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ვინ არის რეალურად დამნაშავე ქობულეთის სასტუმროში სამი ბავშვის სიკვდილში და რამ მიიყვანა მისი მფლობელი თვითმკვლელობამდე

თათია ფარესაშვილი ქეთი მოდებაძე


 ორი წლის წინ, ქობულეთში მომხდარმა საზარელმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედია, სამწუხაროდ, ამით არ დასრულებულა და გასულ კვირას, სასტუმროს (რომელშიც ბავშვები დაიწვნენ) მფლობელმა ზაზა ართმელაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ლია ართმელაძე (ზაზა ჯემალ ართმელაძის და): 2015 წლის 9 მაისს, გამთენიისას, ჩვენს საოჯახო ტიპის სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. იქ რუსთავიდან ჩამოსული ქორეოგრაფიული ანსამბლი იყო დაბინავებული. ხანძრის შედეგად, სამწუხაროდ, სამი ბავშვი დაიღუპა. ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედია და საოცარი სტრესი იყო. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც გავიგეთ, რომ ბავშვებს ჯგუფის ხელმძღვანელმა არ მოუარა და უყურადღებოდ დატოვა. 33 ბავშვს 17 უფროსი ახლდა. გარდაცვლილი სამი ბავშვი კი ერთ ოთახში იყო და მათი მეთვალყურეობა ერთ-ერთის დას ევალებოდა. საღამოს, კონცერტიდან დაბრუნებულმა უფროსებმა გადაწყვიტეს, დაელიათ და სუფრა გაშალეს. ხელმძღვანელმა, ბატონმა გოგი მარღანიამ რამდენჯერმე შესთავაზა დალევა ჩემს ძმასაც, რაზეც უარი მიიიღო, მაგრამ თვითონ გვიანობამდე ისხდნენ და სვამდნენ. ბავშვები უპატრონოდ დატოვეს. სასამართლო პროცესზე ბატონმა გოგიმ განაცხადა, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება მქონდა, ამიტომ წავედი და დავიძინეო. ამას ამბობს მასწავლებელი, რომელსაც ამდენი ბავშვი ჰყავდა ჩაბარებული და რომელმაც რეპეტიციები, ამ ტრაგედიიდან დაახლოებით ერთ კვირის შემდეგ განაახლა. უამრავი მოწმე ადასტურებს, რომ როცა ერთ-ერთი დაღუპული ბავშვის და გამოჩნდა, ეტყობოდა, ნასვამ მდგომარეობაში იყო და ყვიროდა, რომ სამივე ბავშვი თვითონ ჩაკეტა ოთახში და ტელეფონებიც პირადად ჩამოართვა. შესაბამისად, ბავშვებს საშუალება არ ჰქონდათ, ვინმესთვის დახმარება ეთხოვათ. ჩემი ძმისთვის დიდი ტრავმა იყო ის, რომ ამ ბავშვების დახმარება ვერ შეძლო.
– თუმცა ამ ბრალდებით თქვენი ძმა დააკავეს.
– თავიდან მედიის მხრიდან მოვლენები ისე გაშუქდა, რომ ჩვენი ოჯახის მისამართით ძალიან დიდი აგრესია წამოვიდა. რომ არა ჩვენი ძალიან ახლობლების მხარდაჭერა, ალბათ, ოჯახის თითოეული წევრი, ჩემი ძმასავით, თვითმკვლელობით დაასრულებდა სიცოცხლეს. ხანძარი მაისში მოხდა და ნოემბერში ჩემი ძმა დააკავეს. ქობულეთიდან არსად მიდიოდა ხოლმე, მხოლოდ ერთხელ ჩამოვიდა თბილისში და ზუსტად მაშინ დააკავა ქობულეთის პოლიციამ იმისთვის, რომ ტელევიზიით ეჩვენებინათ კადრები, როგორ დააკავეს ადამიანი, რომელმაც სამი ბავშვი სასიკვდილოდ გაიმეტა. ეს ბრალდება ჩემი ძმისთვის მომაკვდინებელი იყო. სიკვდილამდე უზომოდ განიცდიდა, რომ დაუდევრობაში სდებდნენ ბრალს. პირველივე დღიდან გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ჩვენი ოჯახისადმი კეთილად არ იყო განწყობილი. ხანძარი დასრულებულიც კი არ იყო, პროკურორმა მამაჩემს პირდაპირ რომ უთხრა, ეგ შენი სახლი აღარ არის, თქვენ დამნაშავეები ხართო. მეორე პროკურორმა კი დედა აგინა. ჩემი ძმის დაკავების შემდეგ, გარდაცვლილი ბავშვების მშობლებმა შეხვედრა გვთხოვეს და შეხვედრაზე გვითხრეს: პროკურორებმა შემდეგი ინფორმაცია მოგვაწოდეს: ართმელაძეების ოჯახი ნარკობარონები არიან და ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ, რომ ისინი ქობულეთიდან ამოვძირკვოთო. წლების განმავლობაში, ასლან აბაშიძიდან დაწყებული ყველა ხელისუფლება, „ხასანას კაფის“ გამო ძალიან ბევრს გვედავებოდა. სააკაშვილის დროს უზენაესმა სასამართლომ გაგვამართლა, მაგრამ ამის მიუხედავად, კაფე მაინც დაგვინგრიეს. თუმცა შემდეგ აღდგენის საშუალება მოგვეცა. სტატისტიკა რომ ნახოთ, დაინახავთ, რომ ჩვენს სასტუმროში მომხდარი ხანძრის შემდეგ თვეების განმავლობაში, რამდენიმე ხანძარი მოხდა. დაიწვა ყველა ის ბიზნესი, რომელიც ხელისუფლებისთვის არასაჭირო იყო. ახლა დასკვნები თავად გამოიტანეთ. ამხელა ხანძრის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლებისგან არანაირი დახმარება არ მიგვიღია. მრავალშვილიანი ოჯახით ზღვისპირას, საშინელ გაჭირვებაში ვცხოვრობთ. ჩემი ძმა ექვსი თვე იყო დაპატიმრებული და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ძიება ჯერ არ არის დასრულებული და შესაბამისად, საბოლოო განაჩენი არ გამოუტანიათ. ჩვენი მოწმეები ამ დრომდე არ დაკითხულან. როგორც გავიგე, პროკურატურას საქმის დახურვა სურს, რასაც არ დავუშვებთ, რადგან ნამდვილი დამნაშავე უნდა დაისაჯოს. არც ანსამბლის ხელმძღვანელის და არც ერთ-ერთი გადაცვლილის დის ბრალეულობა ჯერჯერობით არ გამოკვეთილა. მაშინ, როცა მათი დაკითხვის შედეგების მიხედვით, ისინი ყველა ჯანსაღ ქვეყანაში, წესით, დაპატიმრებულები იქნებოდნენ. როცა ხანძარი გაჩნდა, ბატონმა გოგი მარღანიამ თავის ოთახიდან ოქროს მედლები გამოიტანა და ბავშვები იქ დატოვა.
– ხანძრის შემდეგ, როგორც ვიცი, დიდი ფინანსური პრობლემები შეგექმნათ.
– ქობულეთში, როგორც ყველა მცხოვრებს, ჩვენც ბანკიდან გვქონდა სესხი გამოტანილი 200 000 ლარის ოდენობით. აგვისტო-სექტემბერში უნდა გადაგვეხადა ფული, მაგრამ როგორ გადავიხდიდით, როცა ჩვენი შემოსავლის წყარო მაისში განადგურდა. ამის შემდეგ ელემენტარული საშუალებაც კი აღარ გვქონდა, რომ თავი გაგვეტანა. ხანძრის მერე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა და მაშინვე ჩემი ოჯახი დაადანაშაულა, რაც ქობულეთის გამგეობისთვის, რომელსაც დღესაც ბატონი სულხან ევგენიძე ხელმძღვანელობს, საკმარისი იყო, აღარ დაგვხმარებოდა. არაერთხელ მივმართეთ ჩვენი, მრავალშვილიანი ოჯახის დამხარების თხოვნით, მაგრამ გვპასუხობდნენ, თქვენ დამნაშავეები ხართ და ამიტომ დახმარებას ვერ მიიღებთო. ხანძრის შემდეგ ჩვენი 15-სულიანი ოჯახი ზღვის პირას, საზაფხულო კაფეში ცხოვრობს. მეტის შესაძლებლობა ჩვენ არ გვქონდა. მილიციამ სასტუმროს გადარჩენილი ნაწილიდან ლოგინების გამოტანის უფლებაც კი არ მოგვცა. საწოლი და ჩასაცმელიც არ გაგვაჩნდა. ჩემი ძმისშვილები სახლიდან საცვლისამარა გამოვიდნენ. ერთადერთი, იმაში გაგვიმართლა, რომ მაშინ ზაფხული იყო და არ გვციოდა. მაგრამ სიტუაცია არც ზამთარში შეცვლილა. 15 ადამიანი ერთ გაყინულ ოთახში, პალტოებით ვწვებოდით, რომ არ გავყინულიყავით. ამას დაემატა, ჩემი ძმის დაკავების შემდეგ, უამრავი ფინანსური საჭიროება. ჩემი რძლისა და ძმისშვილის მძიმე ავადმყოფობა. თუმცა, ეს ქობულეთის გამგეობას სულაც არ აინტერესებდა. ცოცხლად მოკვდითო, ფაქტობრივად, ეს გვითხრა. აქამდე ახლობლების დახმარებით მოვაღწიეთ და შიმშილით რომ არ დავხოცილიყავით, ოჯახის რამდენიმე წევრი იძულებული გავხდით, უცხოეთში წავსულიყავით სამუშაოდ. ქობულეთის გამგებელი, რომელმაც აქამდე ყველანაირ დახმარებაზე გვითხრა უარი, ახლა მოვიდა მოსასამძიმრებლად და დაგვპირდა, რომ სახლის გადასახურად ორ კუბმეტრ მასალას მოგვცემდა. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ რეკლამა გაიკეთოს ჩვენი დახმარებით. როგორ ფიქრობთ, ეს დახმარებაა თუ შეურაცხყოფა, ჩემი ძმის თვითმკვლელობის შემდეგ? სესხი „პროკრედიტ ბანკიდან“ გვაქვს აღებული. რამდენიმეჯერ შევხვდით მათ წარმომადგენლებს და ვთხოვეთ, მოეცათ ჩვენთვის საშუალება, როგორმე დროში გადაგვენაწილებინა ეს თანხა. მათაც ითმინეს, მაგრამ საბოლოოდ, სასამართლოში შეიტანეს სარჩელი. შედეგად, სასამართლომ 200 000 და ათი წლის განმავლობაში გადასახდელი პროცენტის ოდენობა დაგვაკისრა. არ ვიცი, საიდან უნდა მოვიტანოთ ეს თანხა.
– ამ ყველაფრის შემდეგ თქვენი ძმის ემოციერი მდგომარეობა როგორი იყო?
– სულიერად ძალიან განადგურებული გახლდათ. მანამდე განსაკუთრებული მორწმუნე არ ყოფილა, არც ეკლესიაში დადიოდა. ბოლო დროს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. გამუდმებით ბიბლიას კითხულობდა. მისი ყოველი დილა გარდაცვლილ ბავშვებზე ლოცვით იწყებოდა. უყურადღებობის ბრალდებას, რომელსაც სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ჩემი ძმა ძალიან განიცდიდა და ზუსტად ამ ბრალდებამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე. ფსიქოლოგიურად ვეღარ გაუძლო ამ ყველაფერს. ხანძრის გაჩენის დღიდან მოყოლებული, ყოველდღე ტიროდა და ყველას საშინელი ტკივილით უყვებოდა, თუ როგორ ვერ მოახერხა ბავშვების გადარჩენა. ერთ-ერთი გარდაცვლილის და რომ მოვიდა და თქვა, რომელ ოთახში იყვნენ ჩაკეტილები პატარები, ჩემი ძმა და ძმისშვილი გაიქცნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბავშვები სხვა ნომერში იყვნენ. მერე უკვე დაგვიანდა, საშინელი კვამლით იყო სავსე იქაურობა და ჩემი ძმისშვილიც კინაღამ ემსხვერპლა ამ ცეცხლს. მაგრამ, დიდი საფრთხის მიუხედავად, უკან არ დაუხევიათ. საბნები მოიხვიეს და ისე შევიდნენ ალმოდებულ სახლში. ბოლომდე არ ნებდებოდნენ, მაგრამ მაინც ვერ გადაარჩინეს ბავშვები. ჩემი ძმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში საჭმელსაც აღარ ჭამდა. ახლა ვხვდებით, რომ საკუთარი საქციელით ყველას გვემშვიდობებოდა, თუმცა ამას, იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებდით. იმ დილით ადრე გაიღვიძა, მოწესრიგდა და ჩემს რძალს სასთუმალთან დაუდო ტელეფონი. ეტყობა, ფიქრობდა, რომ დარეკონ და ჩემი ამბავი უთხრან, ტელეფონი ახლოს ჰქონდესო. დამწვარი სასტუმროს გასაღები უთხოვია დედასთვის და იქ წასულა. იქ, როგორც წესი, ერთად მივდიოდით ხოლმე, რომ რაღაცეები გაგვეკეთებინა. თუ მარტო მივიდოდა, დიდხანს არ ჩერდებოდა. ამიტომ, რამდენიმე საათის შემდეგ რომ არ დაბრუნდა, ოჯახში აფორიაქდნენ და ბიჭებს სთხოვეს, სახლი შეემოწმებინათ. შევიდნენ და რამდენიმე წუთში გიჟებივით გამოვარდნენ. ნახეს, რომ თავი ჩამოუხრჩვია. ჩემმა რძალმა თქვა, ბოლოს მხოლოდ ბიბლიას კითხულობდაო და მასში ჰქონდა წერილი დატოვებული, სადაც ყვება, რომ იმ ავბედით ღამეს ბავშვების გადარჩენის საშუალება არ მიეცა. მათ ქუჩაში და ზღვაზე ეძებდნენ მანამ, სანამ ის გოგო არ მოვიდა და არ თქვა, რომ ოთახში ჰყავდა ჩაკეტილი. ამან მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია და შედეგი ყველამ ვნახეთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წავიდეს და ნამდვილი დამნაშავეები დაისაჯონ.
скачать dle 11.3