№23 გიორგი ნაზღაიძის ანეკდოტები
ოსი ჩავარდა მდინარეში. ჩქარი დინებაა და ხან ერთ ნაპირს მიახეთქა წყალმა, ხან მეორეს. ოსი გაბრაზდა:
– რო მაჩაჩქუნებ აქეთ-იქით, რა, არ მოგყვები, სენი წილიმე, თუ რა...
***
ქმარი ცოლს:
– შენგან იმით განვსხვავდები, რომ მე, ყველა სიტუაციიდან ვპოულობ გამოსავალს.
– ეგ მართალია. უბრალოდ, მაინტერესებს, იქ შესასვლელს საიდან პოულობ.
***
მასწავლებელმა მიტოს დღიურში ჩაუწერა: „გაკვეთილზე სულ ლაქლაქებს!“.
მეორე დღეს, მამის, მიხოს პასუხი დღიურში: „შენ დედამისი უნდა ნახო!“.!
***
ბიჭმა, რესტორანში დაპატიჟა გოგო და ეკითხება:
– მშრალ ღვინოს მიირთმევ?
– რავი, ცოტა დამიყარე.
***
სომეხი უყვება ძმაკაცს:
– იცი, მე და ჩემი ცოლი, „ვეჩნად“ ერთად ვბანაობთ.
– ვაა, სურიკ, ამ სიბერეში, რომანტიკოსი გახდი?
– რა რამანწიკა, ტო? წყალი ორჯერ რატომ უნდა დაიხარჯოს?
***
ჯოჯოხეთში:
– ვინ ხარ?
– მე საქართველოს ფეხბურთის ნაკრებში ვთამაშობდი.
– გაფიცებ, კარს როგორ მოაგენი?
***
თვითმფრინავი ვარდება. სალონში ავტომატურად ირთვება ჩანაწერი:
- ძვირფასო მგზავრებო. გთხოვთ, ამოიღოთ პასპორტი, ამოხიოთ ფოტოსურათი და შეიტენოთ უკანალში. წინაწარ გიხდით ბოდიშს ამ უხერხულობისთვის, მაგრამ წინა ავარიის შემდეგ, გვამების გარჩევისას ძალიან გავწვალდით.
***
ქმარი უგონოდ მთვრალი ბრუნდება სახლში. ცოლი:
– იდიოტო, კრეტინო, დეგენერატო, უტვინო, არამზადა!
გვერდითა ოთახიდან ისმის ბავშვის ხმა:
– დე, მე მეძახი?
***
– რა საერთოა სტომატოლოგებს, პროქტოლოგებს, გინეკოლოგებსა და რევოლუციონერებს შორის?
– ყველა თავისებურად ცდილობს, სადმე შეძვრეს.
ზალიკო სულაკაურის ანეკდოტები
კაცი დაფიქრებული ზის. გამოიარა მეზობელმა და ეკითება:
– რაზე ჩაფიქრებულხარ?
– რაზე და ტელევიზორს ვუყურებდი და იქ გამოაცხადეს ღვინოში ჭეშმარიტებაა, არაყში – თავგადასავლები, კონიაკში – არისტოკრატიულობა და წყალში კიდევ – მიკრობებიო. ხოდა, ახლა ვფიქრობ, რა დავლიო...
***
ბიჭი მიდის მამასთან:
– მამი, შეყვარებული მყავს!
– გოგოა?
– კი.
– უხ, შენ გენაცვალოს მამა!
***
– გახსოვს, სამი წლის წინ, რა ბედნიერები ვიყავით?
– კი, მაგრამ, სამი წლის წინ ერთმანეთს არც კი ვიცნობდით.
– ხოდა, მეც მაგას ვამბობ.