კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 როგორ იღებენ „კამელინის“ დახმარებით გასაოცარ შედეგებს მძიმე ავადმყოფები და რა უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია მას

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


   „კამელინი“ ქართული წარმოების ორიგინალური, განსაკუთრებული სახეობის თაფლისგან დამზადებული, სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა. შეიცავს ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიურ ნივთიერებებს. თაფლის უნიკალური სამკურნალო ჩვენებები ანტიკური ხანიდანაა ცნობილი აპითერაპიის სახით. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა ანტიბიოტიკები, ჭრილობების დამუშავება ხდებოდა თაფლით, რომელიც ავლენდა ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ცნობილია, ასევე, თაფლის რეგენერაციული თვისებები, ქალბატონები მას ნიღბების სახით იყენებდნენ, კლეოპატრა კი თაფლისა და რძის აბაზანებს იღებდა. ასე რომ, თაფლის სამკურნალო თვისებები მედიცინაში კარგად არის ცნობილი. ქართული პრეპარატი „კამელინი“ სწორედ თაფლზეა დამზადებული და მისი არსებობა უკვე რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში მოჰკიდა ხელი ქირურგმა, ბატონმა ბენედიქტე (ძაგული) მაღლაკელიძემ თაფლის სამკურნალო თვისებების შესწავლას. სამედიცინო ექსპერიმენტებისა და კიბოთი დაავადებული ადამიანების მკურნალობის პარალელურად, ძაგული მაღლაკელიძემ მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია იმისთვის, რომ გამოევლინა პრეპარატის პროფილაქტიკური შესაძლებლობები. 2004 წელს შეიქმნა ქართული ფარმაცევტული საწარმო „კამელინი“, განახლდა თანამედროვე ექსპერიმენტულ-კლინიკური კვლევები მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო და სამედიცინო ცენტრებში (კვებეკის, ილინოისისა და ბერნის უნივერსიტეტებში; კანადის, ამერიკის შეერთებული შტატების სამეცნიერო ცენტრებში; მონრეალის ლედი დევისის კლინიკაში და სხვა), რის საფუძველზეც პრეპარატმა „კამელინმა“ დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ფარმაცევტულ ბაზარზე. საქართველოში არცერთ პრეპარატს არ ჰქონია პატივი, გაევლო ისეთი დონის სამეცნიერო-კლინიკური კლვევები, როგორიც „კამელინს“ ხვდა წილად. „კამელინი“ გამოირჩევა უნივერსალური მოქმედების მექანიზმით ვირუსულ, სოკოვან, გინეკოლოგიურ, ონკოლოგიურ და სხვა დაავადებებთან მიმართებაში. „კამელინი“ 100 პროცენტით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია, არატოქსიკური, ჰიპოალერგიული, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენერირებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

მარიკა ლორთქიფანიძე (ექიმი კოაგულოლოგი): 49 წელი ვიმუშავე ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის მრავალპროფილურ ინსტიტუტში, რომელიც იმ დროს ყველასგან გამოირჩეოდა. ჩვენი დირექტორი, აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავიც ცდილობდა, ახალგაზრდა, ნიჭიერი ექიმები შემოეკრიბა გარშემო და ბატონ ძაგული მაღლაკელიძესთან ერთად, ეწარმოებინათ ექსპერიმენტული კვლევები პრეპარატ „კამელინზე“, რომელიც შემდეგ კლინიკაში დაინერგებოდა. ჩემმა მეუღლემ, გულმკერდის ქირურგმა, პროფესორმა ოთარ ბურჯანაძემ ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა „კამელინი“  ფილტვის სიმსივნით დაავადებულ ავადმყოფთა სამკურნალოდ. დაკვირვება წარმოებდა მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის შემდეგ – დინამიკაში, კლინიკური ანალიზებიც  ტარდებოდა. ავადმყოფთა მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯებესება, ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება, სიმსივნის ზომაში შემცირება ოთარს  ძალიან ახარებდა. ყველანი დიდი გულისყურით ვაკვირდებოდით მიმდინარე პროცესებს, რომელიც  იმედის მომცემი იყო – ჩვენ თვალწინ ახდენდა პრეპარატი „კამელინი“  სასწაულს.
ქირურგი ონკოლოგი, მემედ ჯინჭარაძე: 2006 წელს ჩავატარეთ კლინიკური კვლევა „კამელინით“, მე-4 სტადიის სიმსივნეების მქონე ონკოპაციენტებში. კვლევა „კამელინი მ1-ისა“ და „კამელინი მ2-ის“ გამოყენებით უმძიმეს პაციენტებში (სხვადასხვა სიმსივნის მე-4 სტადია) თითქმის წელიწადი მიმდინარეობდა. შედეგად, თითქმის ყველა პაციენტში მივიღეთ ზოგადი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ნარკოტიკული საშუალებების დოზის შემცირება, რიგ შემთხვევაში – დროებით მოხსნა, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და გახანგრძლივება, მადისა და ენერგიის მომატება, დეპრესიული ფონის მოხსნა, რამდენიმე პაციენტში სიმსივნის რეგრესი, რომელიც შენარჩუნდა 6-8 თვის განმავლობაში. კვლევების შედეგებით ვასკვნით, რომ „კამელინი“ მე-4 სტადიის სიმსივნის მქონე უმძიმეს პაციენტებში საგრძნობი ეფექტით გამოირჩევა. მე თამამად ვუნიშნავ მე-4 სტადიაში მყოფ ჩემს ონკოპაციენტებს „კამელინს“ ოპერაციის წინა და შემდგომ პერიოდებში, ქიმიოთერაპიის პარალელურადაც, რადგან ქიმიოთერაპიის გვერდით მოვლენებს „კამელინი“ შესანიშნავად ანეიტრალებს.
ნათია (35 წლის): თავიდან საზარდულში ამომივიდა ჯირკვალი. ექიმთან რომ მივედი, დროზე ვერ დამისვეს დიაგნოზი და მთლიანად მუცლის არეში გაჩნდა ლიმფური კვანძები. ეს ხდებოდა 2004 წელს. ბოლოს აღმოჩნდა, რომ მქონდა ლიმფური სისტემის სარკომა, რომელიც ძალიან მძიმე დაავადებაა და სწრაფად ვითარდება. ჩემმა მეგობარმა მომიტანა „კამელინი“ და დავიწყე მკურნალობა, თუმცა, თავიდან არც ვიცოდი, რას ვიკეთებდი. შემდეგ, საავადმყოფოში რომ ვთქვი, ეს პრეპარატი უნდა გამოვიყენო-მეთქი, ხელი აიქნიეს, მაგრამ მაინც გავიკეთე. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ „კამელინით“ ვმკურნალობდი. ქიმიოთერაპიასთან ერთად ვიტარებდი მკურნალობის კურსს და ორივემ ერთად არაჩვეულებრივი შედეგი მომცა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ქიმიოთერაპიით მკურნალობას მოვრჩი, წელიწადში სამჯერ ვიტარებდი „კამელინით“ მკურნალობის კურსს.
55 წლის ქალბატონს საბერძნეთში დაუსვეს  მკერდის სიმსივნის დიაგნოზი – მეორე სტადიიდან მესამეში გარდამავალი ავთვისებიანი სიმსივნე. გაიკეთა ოპერაცია და განაგრძო მკურნალობა: ჩაიტარა ქიმიოთერაპია, სხივები. 5 წლის განმავლობაში ყოველ 6 თვეში ერთხელ იკეთებდა ანალიზებს და არ ჰქონდა კარგი პასუხები. საქართველოდან ახლობლებმა, ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, გაუგზავნეს პრეპარატი და მან დაიწყო „კამელინის“ კაფსულების სმა, ასევე, სანთლების გაკეთებაც.  სულ ჩაიტარა მკურნალობის ოთხი კურსი და, როგორც თავად ამბობს, თავს ძალიან კარგად გრძნობს, არ აწუხებს ტკივილები. ჩაიტარა გამოკვლევები და აღმოჩნდა, რომ სრულიად ჯანმრთელია.
P.S. „კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე დარეკეთ: 2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-71-04-80; 2-22-26-68; 599 33 10 89; 597-76-97-40. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა ¹49.
скачать dle 11.3