კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ტრაექტორიამოხაზულები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ ტყემლით სულ სხვაა?! 



 თუმცა კარი ღიაა და შიგნით ჯერ არ მოვხვედრილვართ, ჩვენს დედაქალაქში „ნატოს“ საპარლამენტო ასამბლეა გაიმართა (მათ შორის, სეპარატისტ-ოკუპანტთა გულების დასახეთქად).
  საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციაც მიიღო, რასაც ჩვენთვის ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან დეკლარაცია-რეზოლუციებია ჯერჯერობით ამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გარანტი.
  „ნატოს“ საპარლამენტო გენმდივნის მოადგილემ როუზ გოტუმიულერმა კი კიდევ უფრო შეგვაგულიანა: „განსაკუთრებული ასპირანტი ქვეყანა“ ბრძანდებითო (ვბრძანდებით, მაშ?!) და ამ ეტაპზე ჩვენი განსაკუთრებულობის დასტური კვლავაც ალიანსში შეტანილი წვლილია – ავღანეთში 35 ჩვენი თანამემამულე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ოღონდ ეს საკმარისი არ არისო (მომყავს ციტატა): „მათ გაიღეს უდიდესი საფასური, მაგრამ საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა, რომ შეიარაღებული ძალები გარკვეული ინსტიტუციური სტრუქტურის დონეზე აიყვანოს. არის რეფორმები, რომლებიც უნდა გატარდეს.“
  თუმცა გაწევრიანების ვადა არ მოუხარებიათ: პროგნოზს ვერ გავაკეთებო, მაგრამ „ვხედავ სტიმულსა და ტრაექტორიას და ორივე მიმართულება პოზიტიურიაო.“
ჰოდა, რაკი ტრაექტორია მოხაზულა და იმასაც გავიხსენებთ, რომ განსაკუთრებული ასპირანტები ვყოფილვართ, ესე იგი, არა მხოლოდ ჩვენებურ სუფრაზე, „ნატოურზეც“ – ტყემლით სულ სხვაა?! –

скачать dle 11.3