კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ძალუმად გულშევარდნილები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


და თუ ეს სიყვარულია?! 



არა მხოლოდ ფრანგმა, თვითონ ქართველი ამომრჩევლის უმეტესობამაც კი შვებით ამოისუნთქა, რაკი საფრანგეთის პრეზიდენტი ბ-ნი მაკრონი გახდა და არა ლე პენი. ან კი როგორ არ ამოისუნთქავდნენ, როდესაც ამ ჩვენს მარინს (ლე პენი) პრ. პუტინისადმი აშკარა და დაუფარავ ლტოლვაში (ცხადია, პოლიტიკურში) ადანაშაულებდნენ (თუმცა აი, ის კი აღარ ვიცი, რატომ ჩაითვალა, რომ, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი გახდებოდა, საფრანგეთის ინტერესებს უგანებდა რფ-ის სასარგებლოდ?!)
ასეა თუ ისე, გასულ კვირას ხსენებული მაკრონი ხსენებულ პუტინს შეხვდა, გულითადად და პირმცინარად და მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე, ამ დედამიწაზე ვერა პრობლემა ვერ გადაწყდება.
მეორე მხრივ, არც გერმანიის კანცლერს დაუკლია – ოღონდ მეორე ფლანგიდან შემოუარა: ევროპა ვეღარ იქნება დამოკიდებული დიდ ბრიტანეთსა („ბრექსითის“) და (ტრამპის არჩევის გამო) აშშ-ზეო (ის დრო წავიდა, როდესაც ჩვენ ერთმანეთის იმედი გვქონდაო).
თუმცა არ დაუმალავს (დიდი შვიდიანის შეკრებაზე), რომ ორივე ქვეყანასთან მეგობრობა სურს და არა მხოლოდ მათთან – რფ-სთანაც, ოღონდ საკუთარ მომავალზე თავად უნდა ვიზრუნოთო.
აწ კი ბერლინის ნომერ პირველ პრიორიტეტად საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელთან (მაკრონი) ურთიერთობა დაასახელა.
ჩვენ არ ვიცით, რატომ გაუწია ასე ძალუმად ამ ორს გულმა ჩრდილოეთისკენ, თუმცა, თუკი გაუწიათ, რფ-ის იმედი არ მოუშალოთ ზენამ, თუ კვლავ ჩვენი დანაყვის ხარჯზე აქვთ გუმანში საკუთარი კეთილდღეობა?! –

скачать dle 11.3