№23 დაბალი ღობე
ანუ „პატარა კაცსა დიდ კაცთან…“
31 მაისს ჩვენი ოკუპანტის გულში (მოსკოვი) ამ ჩვენი სეპარატისტების ახლად გამომცხვარი „პრ.“ ბიბილოვი ამ ჩვენი მოკავშირე საფრანგეთის, ყოფილ პრ. სარკოზის შეხვდა და კიდეც იპოზიორეს (ანუ მთლად ჩამოლაბორანტებულა ერთ დროს ეს ამხელა ევროკავშირის პრეზიდენტი კაცი).
ხოლო პირველ ივნისს ზემოხსენებულების პატრონმა პრ. პუტინმა გვაუწყა, რომ რუსეთი განიხილავს საკითხს, მიაწოდოს თუ არა თურქეთს C-400 ტიპის რაკეტები „მიწა ჰაერი“.
მეტიც, არათუ განიხილავს, გადაწყვიტა კიდეც, რომ მიაწოდებს.
ეს ამბავიც იმავე ფორუმზე მოხდა (სანკტ-პეტერბურგის ყოველწლიურ ეკონომიკურზე), რომელზეც სარკოზი-ბიბილოვი „ჩაკარტიჩკდნენ“.
ჩვენ არ ვიცით, როგორ შეაფასებს ამ ფაქტს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი (თურქეთი ხომ „ნატოს“ წევრია?!), მაგრამ უკვე ვიცით, რომ შეშფოთებაც კი არავის გამოუთქვამს. იმიტომ რომ, როგორც ჩანს, დიდ დემოკრატიულ პოლიტიკაშიც კი, დაბალი ღობე მხოლოდ პატარებია… –